მოგესალმებით. მე გახლავართ ნინო ციცვიძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სართიჭალის #2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი. ვასწავლი პირველ-მეოთხე კლასებს :ქართულს, ბუნებას და მათემატიკას. ასევე პირველ-მეექვსე კლასებს ბუნებისმეტყველებას.ჩემ ელექტრონულ პორტფოლიოში თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ აქტივობებს:
1. ინტეგრირებული გაკვეთილები.
2. სასწავლო პროექტები.
3.სამოდელო გაკვეთილები.
4.კათედრაზე აქტიურობა.
5.კონფერენციები.
6.არაფორმალური განათლება.
7.გავლილი ტრენინგები.
8.ტრენინგების ანგარიშები.
ყველაფერს თან ერთვის ფოტო და ვიდეო მასალა. ჯერ-ჯერობით ეს არის, ვეცდები კიდევ გავამდიდრო აქტივობებით.
გთხოვთ, გამონახოთ დრო, გაეცნოთ და კომენტარიც არ დაიშუროთ.( რა თქმა უნდა ობიექტური).
წინდაწინ დიდი მადლობა.