edkemp-ის კონფერენცია 2-3 მარტი 2024 წელი

ინტელის სასწავლო კურსი

  ინტელის პროექტი:      "ვიცხოვროთ სუფთა გარემოში."
     ბლოგზე გადასასვლელად დააწკაპუნეთ




                      ტრენინგის ანგარიში                   
ტრენინგის დასახელება- ინტელის სასწავლო კურსი
ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ჩატარების ადგილი-თბილისის #156 საჯარო სკოლა.
ტრენინგის ხანგრძლივობა-36 საათი.
ტრენერი-გიორგი არავიაშვილი.
ტრენინგის ჩატარების დრო-1,2,8,9,13,16,22,23,28 თებერვალი 2014 წელი.

            ნაწილი მეორე
     ტრენინგის მიზანი იყო პროექტებით სწავლება და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში.  ასევე გავცნობოდით ინტერნეტ სახელმძღვენელოს, სადაც  უამრავი რესურსი და მასალაა თავმოყრილი, დაგვეგეგმა პროექტი,  გაგვეკეთებინა ჩვენი პროექტის პრეზენტაცია. ყველაფერი ეს კი ხელს შუწყობს ისტ-ის ინტეგრირებას სასწავლო პროცესთან და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას.

         რეზიუმე
        ერთმანეთის გაცნობის შემდეგ  ტრენერმა გაგვაცნო ჩევენი ტრენინგის მიზანი, ელექტრონული სახელმძღვანდელო, რომელიც არსებობსა ინტერნეტში. გავეცანით სახელმძღვანელოს შინაარსობრივ მხარეს. ასევე ჩვენი უცხხოელი კოლეგების მიერ განხორციელებულ პროექტებს.
      შევისვენეთ, შემდეგ მიმოვიხილეთ word-ის პროგრამა. კიდევ ვისწავლეთ ბევრი ახალი ნიუანსი ამ პროგრამის შესახებ. ტრენერმა მოგვცა დავალება მეორე დღისთვის.
    მეორე დღე კიდევ უფრო საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის. ჯერ ერთმანეთს  გავუიარეთ  სავარაუდო  განსახორციელებელი პროექტების მონახაზები, შემდეგ ერთმანეთს მივეცით რჩევევები. ვისწავლეთ ბლოგის გახსნა, გავხსენით ახალი ბლოგი ჩვენი ახალი პროექტისთვის, ავირჩიეთ ბლოგის დიზაინი. გამოვაქვეყნეთ  პირველი დღის რეზიუმე  ჩვენს ბლოგზე. შემდეგ შევქმენით ბუკლეტი(ბროშურა) პროექტისთვის.ჩავდეთ ჩვენს საქაღალდეში. ამის შემდეგ საქაღალდე ავტვირთეთ დრაივში, ანუ შევინახეთ ინტერნეტში.
         მესამე დღეს  ტრენინგი დავიწყეთ ჩვენს მიერ შექმნილი ბროშურების განხილვით. შემდეგ კი ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, გეგმაში ჩავსვით საგნობრივი სტანდარტის შედეგები და ინდიკატორები. ჩამოვტვირთეთ ეკრანზე პროექტის გეგმა  გუგლ დრაივიდან შევიტანეთ ცვლილებები და ისევ ავტვირთეთ ჩვენ საქაღალდეში გუუგლ დრაივზე. შემდეგ ვიმსჯელეთ ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ კითხვებზე.  კითხვები
 პროექტის გეგმიდან:
1.ზოგადი კითხვა:   რა არის კვლევა?

2.თემატური კითხვები:
        
) თქვენი აზრით, რით შეიძლება შევამციროთ ჰაერის დაბინძურება?
)თქვენი აზრით, რით შეიძლება მოხდეს მდინარის წყლის დაბინძურება?
) რატომ არის ჩვენი საოფლის ქუჩები დაბინძურებული, მაშინ როდესაც ქუჩაში დგას სანაგვე ურნები?

3.შინაარსობრივი კითხვები:  
)იწვევს თუ არა პოლიეთილენის პარკები გარემოს დაბინძურებას?
)იწვევს თუ არა ნიადაგის დაბინძურებას საყოფაცხოვრებო ნაგავი?
)რით ბინძურდება გარემო?
)ვინ აბინძურებს გარემოს?
)იწვევს თუ არა რაიმე დაავადებას ბინძური გარემო?
)რა არის გარემო?
    დღეს, პროექტის გეგმაში შევიტანე: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. ამისათვის პროექტის გეგმა ჯერ ჩამოვტვირთეთ ეკრანზე დრაივიდან, შემდეგ კი ისევ ავტვირთეთ  დრაივში.
    ამის შემდეგ ვიმუშავეთ  ინფორმაციის მოძიებაზე  google ge-ში. საჭირო ინფორმაციის მონიშვნაზე და ჩასმაზე ვორდის დოკუმენტში, ან პოვერ პოინტში. ვისწავლეთ სურათების შენახვა ეკრანზე, შემდეგ კი ჩასმა.  ამის შემდეგ გავხსენით საპრეზენტაციო პროგრამა პოვერ პოინტი და დავიწყეთ პრეზენტაციის შექმნა ჩვენი პროექტისთვის. დღევანდელი დრე ასე დასრულდა,  პრეზენტაციის გაკეთება მეგონა რომ ვიცოდი, დღეს  უფრო კარგად და პროფესიონალურად შევისწავლე კიდევ. დღევანდელი დღეც ჩემთის ნაყოფიერი იყო.
     დიდი მადლობა გიორგის, რომელიც ნებისმიერ ჩვენს შეკითხვას დაუზარებლად პასუხობს. იმედი მაქვს ამ ტრენინგის შემდეგ პროექტებზე კითხვები აღარ მექნება.
           ისევ ვიმუშავეთ პრეზენტაციებზე.  განვიხილეთ ერთმანეთის პრეზენტაციები და შევიტანეთ შესწორებები. ასევე ვისწავლეთ პრეზენტაციის ატვირთვა ბლოგზე.  განვიხილეთ შეფასების რუბრიკის  შექმნა  პროექტის სხვადასხვა ეტაპზე.  
     მეოთხე დღეს ისევ და ისევ  პრეზენტაციებზე ვიმუშავეთ. კიდევ განვიხილეთ შეფასების რუბრიკებიც. წავიკითხეთ სახელმძღვანელოში მოდული ოთხი.  ვისწავლეთ  იუთუბზე საჭირო ვიდეოს მონახვა და მისი გამოქვეყნება  ჩვენს ბლოგზე.  შემდეგ კი  ვისწავლეთ დრაივში კითხვარის შექმნა. ასეთი კითხვარები ყოველთვის გამოგვადგება კვლევითი პროექტებისთვის. ძალიან კარგია ის, რომ შეიძლება კითხვარი გავაზიაროთ  ფოსტაზე ან ფეისბუქზე და ვაწარმოოთ გამოკითხვა ინტერნეტში, ან ამოვბეჭდოთ და დავურიგოთ რესპოდენტებს (მათ ვისაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებათ).
          მეხუთე  დღეს მოვახდინეთ განხილვა ჩვენი დავალებების, ანუ ჩვენ თვითონ შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია, შევედით მოსწავლის როლში და წარმოვადგინეთ, ამავე დროს  პრეზენტაციები შევაფასეთ შეფასების რუბრიკის მიხედვით. ვიმუშავეთ პრეზენტაციის ფასილიტაციაზე. ცოტა შევისვენეთ. შემდეგ კი მუშაობა გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე,  დავასრულეთ გეგმაზე მუშაობა . ნელ-ნელა ტრენინგის დასასრულისაკენ მივდივართ და ჩემი პროექტიც ბოლო ეტაპს უახლოვდება. ჩქარა მექნება პროექტის პრეზენტაციაც.
       მეექვსე დღეს დავასრულეთ ჩვენი პროექტის გეგმა. კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს, გადავამოწმეთ ყველა საქაღალდე და მოვამზადეთ ასატვირთად დრაივზე. ძველი ატვირთული მასალები კი წავშალეთ . ამის შემდეგ დრაივიდან გადავიტანეთ პორტფოლიო ბლოგზე, სადაც ახალ ჩანართში  შევინახეთ.  შემდეგ ცალკე ავტვირთე პრეზენტაცია ბლოგზე და გამოვაქვეყნე. შვცვალე ბლოგის დიზაინიც. ერთ დღეც და დასრულდება ჩვენი ტრენინგი. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგით, მოლოდინი მართლაც გაამართლა.
     მეშვიდე     დღეს მოვახდინეთ განხილვა ჩვენი დავალებების, ანუ ჩვენ თვითონ შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია, შევედით მოსწავლის როლში და წარმოვადგინეთ, ამავე დროს  პრეზენტაციები შევაფასეთ შეფასების რუბრიკის მიხედვით. ვიმუშავეთ პრეზენტაციის ფასილიტაციაზე.
         ცოტა შევისვენეთ. შემდეგ კი მუშაობა გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე,  დავასრულეთ გეგმაზე მუშაობა .
       მერვე  დღეს დავასრულეთ ჩვენი პროექტის გეგმა. კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს პორტფოლიოს, გადავამოწმეთ ყველა საქაღალდე და მოვამზადეთ ასატვირთად დრაივზე. ძველი ატვირთული მასალები კი წავშალეთ . ამის შემდეგ დრაივიდან გადავიტანეთ პორტფოლიო ბლოგზე, სადაც ახალ ჩანართში  შევინახეთ.  შემდეგ ცალკე ავტვირთე პრეზენტაცია ბლოგზე და გამოვაქვეყნე. ვცვალე ბლოგის დიზაინიც.
         მეცხრე დღეს კიდევ  ერთხელ გადავხედეთ ჩვენს ბლოგს, გადავამოწმეთ ყველა საქაღალდე  განვათავსეთ სასურველი ვიდეო იუთუბიდან ბლოგის მთავარ გვერდზე. დავრწმუნდით  რომ დავასრულეთ ყველა ჩვენი დავალება ამ ეტაპზე. პროექტის პრეზენტაციის შემდეგ უკვე ავტვირთავთ ფოტო და ვიდეო მასალებს.
     შესვენების შემდეგ დავიწყეთ პრეზენტაციების წარდგენა.  თავისთავად  ყველა პროექტი  საინტერესო იყო.  .თვალს მივადევნებ მონაწილეების ბლოგებს და გავეცნობი ვიდეო მასალებსაც, ეს მართლაც მაინტერესებს. ანუ როგორ შეისხავს პროექტი ხორცს.
      არ შემიძლია არ ავღნიშნო: გიორგის დაუზარელი შრომა, ის არ ზოგავდა ძალას და ენერგიას ჩვენი განვითარებისთვის.
      დიდი მადლობა გიორგის, როგორც პროფესიონალს და როგორც საუკეთესო ადამიანური თვისებების მქონე პიროვნებას. მიხარია, რომ ასეთი ახალგაზრდები არსებობენ.

         ნაწილი მეოთხე
ტრენინგის მნიშვნელოვნების დასაბუთება
ეს ტრენინგი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის:
·        გავიგე თანამედროვე მიდგომები სასწავლო პროექტებზე.
·        გავიგე ბლოგზე მუშაობის ყველა ნიუანსი.
·        გავიგე პრეზენტაციის ყველა ნიუანსი.
·        გავიცანი ბევრი საინტერესო კოლეგა, მათთან გავაგრზელებ საქმიან ურთიერთობებს.
·        ეს ყველა ტრენინგის დადებითი მხარეა(კოლეგების გაცნობა)
·        ვისწავლე ბევრი ახალი ტერმინი.
·        გავიგე სიახლეების შესახებ.
·        დავგეგმე პროექტი, რომელიც უკვე დასარულს უახლოვდება.
·        ვიმუშავე საუკეთესო ტრენერთან, რომელიც კვლავაც დაგვპირდა დახმარებას.

       ტრენინგზე მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას სიამოვნებით გავუზიარებ კოლეგებს კათედრის სხდომაზე. ასევე მოვიწვევ მათ ჩემი პროექტის პრეზენტაციაზე, პედაგოგიური პრაქტიკის გასაზიარებლად.


           ტრენინგის დღის რეჟიმი
             პირველი დღე:
პროექტებზე სახელმძღვანელოს გაცნობა.
პორტფოლიოს შექმნა.
ბუკლეტის დამზადება.
Gmai-ზე მუშაობა.
პროექტის იდეის მოფიქრება.
           მეორე დღე
ბუკლეტის დასრულება.
პრეზენტაციის შექმნა.
სტანდარტზე მუშაობა.
           მესამე დღე
21-ე საუკუნის უნარების გაცნობა.
პროექტის გეგმაზე მუშაობა.
შეფასების დროის ჩარჩოს შექმნა.
          მეოთხე დღე
შეფასებებზე მუშაობა.
შეფასების რუბრიკები.

                     მეხუთე დღე
ინტერნეტ კომუნიკაციები.
ბლოგები.
                   მეექვსე დღე
ფასილიტაცია.
ტექნოლოგიები.

             მეშვიდე დღე
პროექტის გეგმის დასრულება.
მოსწავლის ნამუშევრის შექმნა.
              მერვე დღე
ინფორმაციის მოძიება.
ბლოგზე მუშაობა.
პორტფოლიოს დასრულება.
ბლოგზე ატვირთვა.
             მეცხრე დღე
პროექტის წარდგენა დასრულებული სახით.

          


      
      

2 comments:

  1. წარმატებები ქალბატონო ნინო

    ReplyDelete
  2. დიდი მადლობა გიორგი. გაფასებთ !!! გაიხარეთ!!!

    ReplyDelete