edkemp-ის კონფერენცია 2-3 მარტი 2024 წელი

ჩემი საკუთარი მიგნება-სტრატეგია

                     ჩემი საკუთარი  მიგნება-სტრატეგია

" მობილური ტელეფონის გამოყენება გაკვეთილზე გაწაფული კითხვის უნარის განსავითარებლად".

 ამ სტრატეგიას ვიყენებ უკვე 10 წელია. თავდაპირველად ამ მიდგომას ბუკის პროგრამის " Sound reqording"-ის გამოყენებით ვახდენდი. დღეს კი მობილურ ტელეფონს  უფრო მოხერხებულად  ვიყენებ . პრინციპი ერთი და იგივეა. წასაკითხ ტექსტს ვყოფ მონაკვეთებად. მოსწავლეს ვაკითხებ ერთ-ერთ მონაკვეთს და ხმას ვიწერ ხმის ჩამწერის საშუალებით. შემდეგ ვრთავ და  მკითხველს ვასმენინებ საკუთარ ხმას. მოსწავლე უსმენს და აფასებს საკუთარ წაკითხულს  გაწაფული კითხვის კრიტერიუმების მიხედვით. მეორე დუბლის ჩაწერის დროს ცდილობს გაასწორებს შეცდომები. მესამე დუბლზე კიდევ უფრო უკეთესად კითხულობს და ასე თანდათან სწავლობს გაწაფულ კითხვას. საუკეთესოდ წაკითხულ ვარიანტებს (ხმებს) ვინახავ და ვქმნით ელექტრონულ წიგნებს ამ ხმების გამოყენებით.  მეთოდი საუკეთესო შედეგს მაძლევს და ვიყენებ პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით.



































სამაგიდო თამაში "  სიტყვების დომინო."


ეს გახლავთ ჩემი შექმნილი თამაში. მას წარმატებით ვიყენებ   თემის შესაჯამებლად ამა თუ იმ საგანში. 
თამაშის პრინციპი: ჯგუფებში ვარიგებ თანაბარი რაოდენობით ე.წ. დომინოს ქვებს. ქვებზე მაქვს ამ თემიდან დაწერილი სიტყვები, ან ფრაზები. თამაშს იწყებს ის ქვა , რომელზეც წერია თემის დასათაურება. მის გარშემო დომინოს პრინციპით ლაგდება ქვები. ქვები განლაგდება დომინოს პრინციპით და ქვებს შორის მყარდება აზრობრივი კავშირები. როდესაც თამაში დასრულდება, პრეზენტატორი აკეტებს პრეზენტაციას და ხსნის რა რასთან დააკავშირა და რატომ? ყველა სწორი კავშირი 1 ქულაა. ჯგუფები ფასდებიან ქულებით.
იხილეთ ამ თამაშის გამოყენება ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე.






 წერის უნარის განვითარება დაწყებით კლასებში


დაწყებით კლასებში  წერის უნარის განსავითარებლად ვიყენებ სხვადასხვა სტრატეგიებს. ძირითადად კი ხუთსაფეხურიან წერის მეთოდს. ეს საფეხურებია: 
1.იდეების გენერირება წერის დაწყებამდე
2.პირველი ვარიანტის დაწერა
3.გადამუშავება საბოლოო ვარიანტის  შექმნამდე
4. რედაქტირება
5.გამოქვეყნება,გაზიარება.
სწორედ მეხუთე ეტაპზე შევჩერდები. მეთოდი გულისხმობს ნამუშევრის მეგობართან გაგზავნას.  გამოქვეყნების ეტაპი მე უფრო მასშტაბური გავხადე. შევიტანე ჩემი ინტერპრეტაცია.  მშობელთა ნებართვის საფუძველზე შევქმენი ელექტრონული ჟურნალი :" პატარა მწერლები" . ჟურნალი ბლოგზე განვათავსე და ამ ელექტრონულ სივრცეში  ვაქვეყნებთ მოსწავლეთა ნაწერებს. თვეში ერთხელ ყველა მოსწავლე ელ.ჟურნალისთვის წერს სტატიას.  იმ მოტივით, რომ ნაშრომი ინტერნეტში უნდა დაიბეჭდოს მთელი მონდომებით არიან ჩართული მოსწავლეები. არ ზოგავენ ძალისხმევას. ნაწერის  ჟურნალში დაბეჭდვა ზრდის მათ მოტივაციას და მშობელთა ჩართულობას. ყველა მოსწავლეს თავის გვერდი აქვს ჟურნალში. წლის ბოლოს სასკოლო საზოგადოების წინაშე ჩვენი ჟურნალის პრეზენტაციას ვაკეთებთ. თითოეული მოსწავლე შედის თავის გვერდზე და კითხულობს "სტატიას". ეს მეთოდი მოსწავლეებში ავითარებს როგორც შემოქმედებით წერის უნარს , ასევე კითხვის უნარს, რადგან პრეზენტაციისთვის ისინი საგანგებოდ ემზადებიან.  ამავე დროს ბავშვებს უვითარდებათ ციფრული კომპეტენცია. რადგან ტექსტს ვორდის ფაილში კრეფენ და მიგზავნიან. ბლოგის მისამართი გაზიარებული აქვთ მოსწავლეთა ოჯახის წევრებს. ისინიც ეცნობიან ნაშრომებს და პოზიტიურ უკუკავშირებს არ იშურებენ. ეს მიგნება მეხმარება შემოქმედებითი წერის უნარის განვითარებაში.
გთვაზობთ ელექტრონული ჟურნალის ბმულს:



"კლასის ტელევიზია"
ბოლო წლების განმავლობაში თავი იჩინა ახალმა  პრობლემამ-ესაა მეტყველების უნარის  განუვითარებლობა დაწყებითი კლასის მოსწავლეებში. განსაკუთრებით ეს პრობლემა მწვავედ დგას პირველ კლასში. ბავშვებს უჭირთ გამართული მეტყველება.  პრობლემას თავისი გამომწვევი მიზეზები აქვს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ რეალურად არსებობს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მოვიფიქრე ჩემი მეთოდი, რასაც  პირობითად დავარქვი  "პირველი კლასის ტელევიზია".
                     მეთოდის  არსი შემდეგში მდგომარეობს.  ქართულის გაკვეთილს ვიწყებთ 2 წუთიანი " სატელევიზიო რეპორტაჟით". ბავშვები ამზადებენ რეპორტაჟს ნებისმიერ თემატიკაზე. ეს შეიძლება იყოს: საყვარელი ცხოველი, საყვარელი სათამაშო, საყვარელი სპორტის სახეობა, ან თუნდაც მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი. ისინი ამისთვის საგანგებოდ ემზადებიან. პროცესში ერთვებიან მშობლები. " რეპორტაჟი" სწორედ მშობლის ჩართულობით მზადდება. მე კი  ვამზადებ ტელევიზორის ჩარჩოს, რომელსაც ვაფორმებთ ლამაზად , ტელევიზიის ლოგოსაც  კი ვაკრავთ ჩარჩოზე.  ბავშვს ხელში მიკროფონი უჭირავს და საუბრობს "ტელევიზორში" . პირველკლასელებს  მართლაც გონიათ რომ "ტელევიზორში"  გამოდიან და მთელი ძალისხმევით ცდილობენ იმეტყველონ გამართულად. ამისთვის ისინი სახლში ბევრს ვარჯიშობენ. იძიებენ საინტერესო ინფორმაციებს, სწავლობენ ტექსტს, ვარჯიშობენ, რომ ჟურნალისტივით იმეტყველონ,  მითითებულ  დროში ჩაეტიონ.  გადაცემაში, რომლის სახელიც-ცოდნის კარია, ყველა ბავშვი  მონაწილეობს. აზერბაიჯანელი ბავშვებიც კი, რომელთაც ენობრივი ბარიერი აქვთ, პატარა ლექსის სწავლას მაინც ახერხებენ ქართულ ენაზე. თანდათანობით  ისინიც  სრულყოფილად ერთვებიან  "გადაცემებში".  ერთი შეხედვით  ეს სახალისო აქტივობა ბევრ უნარს ავითარებს. ეს უნარებია:
მეტყველების უნარი, აუდიტორიის წინაშე  გამოსვლის უნარი,  ორგანიზებულობა. ბავშვებს  უფართოვდებათ ცოდნის თვალსაწიერი და ამავე დროს მშობელთა ჩართულობის  კარგი სტრატეგიაა. რადგან ბავშვი მშობლის გარეშე დამოუკიდებლად ვერ მოემზადება რეპორტაჟისთვის.
გადადით ბმულზე და იხილეთ ფოტომასალა:









ჩემი პრეზენტაცია საერთაშორისო ვებინარზე - 28.02.2024

პრეზენტაციის თემა -გენდერული უთანასწორობა ჩემს თემში. აგებულია  მოსწავლეების კვლევის საფუძველზე.  ჩემი გამოსვლა იწყება 1სთ და 56 წუთიდან.
 გადადით ბმულზე: 















No comments:

Post a Comment