edkemp-ის კონფერენცია 2-3 მარტი 2024 წელი

სასწავლო პროექტები

სამოტივაციო გაკვეთილის ფოტოები.     დააწკაპეთ სურათზე და  ნახეთ:
ზოოპარკში ექსკურსიის ფოტოები



დააწკაპეთ სურათზე და ნახეთ

პროექტის პრეზენტაციის ფოტოები
 პროექტის გეგმა
პროექტის დასახელება-„ცხოველთა მრავალფეროვნება დედამიწაზე“
პრობლემა-პირველი კლასის მოსწავლეებს ნაკლებად აქვთ განვითარებული ეკოლოგიური ცნობიერება.
პროექტის აქტუალურობა-პროექტი აქტუალურია იმით,რომ პირველი კლასის მოსწავლეები არ იცნობენ ცხოველთა მრავალფეროვნებას, მათ საარსებო გარემოს, მათი ნახვით გაუჩნდებათ სურვილი მათი მოვლის, მოფრთხილების, დაცვის.
პროექტის მიზანი-ცხოველთა მრავალფეროვნების გაცნობა, ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება,თანამშრომლობის უნარის განვითარება, ცხოველებისადმი  პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება
პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
მოსწავლე საუბრობს ცხოველების მრავალფეროვნებაზე.
საუბრობს პირად ურთიერთობაზე ცხოველთან.
მოსწავლე იცავს ცხოველებს და ზრუნავს მათზე.
მოსწავლეები თანამშრომლობენ ერთმანეთთან.
ამოცანები და მათი განხორციელების გზები.
პროექტს დავიწყებ სამოტივაციო აქტივობით. ბავშვებს ვთხოვ მოიტანონ სახლიდან სკოლაში თავიანთი საყვარელი სათამაშო ცხოველები.ავუხსნი მათ, რომ ეს სათამაშოები დაჭირდებათ მეორე დღეს, ბუნების გაკვეთილზე.
მეორე დრეს ბუნების გაკვეთილს დავიწყებ ცხოველებზე საუბრით , ვისაუბრებ მათ მრავალფეროვნებაზე, მათ მნიშვნელობაზე, რომ აუცილებელია ცხოველების დაცვა. ამის შემდეგ ბავშვებს გავყოფ 4 ჯგუფად.   ვთხოვ მათ დააჯგუფონ ცხოველები: ფრინველებად და მიწაზე მოსიარულეებად, გარეულ და შინაურ ცხოველებად,  მტაცებელ და ბალახისმჭამელ ცხოველებად,  ასევე დააჯგუფონ საარსებო გარემოს მიხედვით. გააკეთონ პრეზენტაცია და ისაუბრონ იმის შესახებ რატომ დააჯგუფეს ასე ცხოველები. ამის შემდეგ ბავშვებს ვთხოვ ჩართონ ბუკები, გავუზიარებ ეკრანს და ვაჩვენებ წინასწარ გამზადებულ სლაიდშოუს. ცხოველებზე არ იქნება მითითებული სახელწოდებები. ბავშვები ვერ შეძლებენ ყველა ცხოველის ამოცნობას. ამით უფრო გაძლიერდება ინტერესი ცხოველების მიმართ. მათ  გაუჩნდებათ სურვილი ამ ცხოველების ნახვის. მე მათ დავპირდები ექსკურსიაზე წაყვანას ზოოპარკში, სადაც ისინი თავის თვალით ნახავენ მათთვის საინტერესო ცხოველებს.
განხორციელების გზები:
პირველ და მეორე ეტაპზე დახმარებას გამიწევენ მშობლები. მათი თანადგომით შევძლებთ ექსკურსიაზე წასვლას. ისინი წინასწარ ინფორმირებული იქნებია პროექტის შესახებ .
პროექტში მონაწილეობენ: მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები. მასწავლებელი გეგმავს პროექტს, მშობლები ეხმარებიან, ბავშვები ანხორციელებენ.
რესურსები:
სათამაშოები, ბუკები,თაბახები,ფანქრები, ფორმატები, წებო, ციფრული ფოტოაპარატი, ელ.რესურსი-სლაიდშოუ, ტრანსპორტი.
მოსალოდნელი შედეგების ამსახველი მასალა:
პროექტის ყველა ეტაპის ფოტომასალა. მესამე ეტაპის ნახატების გამოფენა, პრეზენტაციის ჩანაწერები, საიდანაც ვხვდებით თუ რა ცოდნა და უნარები შეიძინეს ამა თუ იმ ეტაპზე ბავშვებმა.
პასუხისმგებელი პირი:
პროექტის ხელმძღვანელი-ნინო ციცვიძე.
მოსწავლეთა მშობლები.
მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის ყველა ეტაპი ანგარიშის სახით მექნება  წარმოდგენილი,თანდართული დოკუმენტური მასალით, (ფოტოსურატები, საპრეზენტაციო ნახატები, საპრეზენტაციო ჩანაწერები. მესამე ეტაპს ჩავატარებ მშობლების თანდასწრებით. მშობლები ნათლად  დაინახავენ თუ რა უნარების განვითარებას შეუწყო ხელი ამ პროექტმა. ეს უნარებია:დახარისხების, დაჯგუფების, დაკვირვების, ემპათიის, შთაბეჭდილების გადმოცემის უნარი, ასევე სხავა საპრეზენტაქციო უნარები.
              შეფასება და თვითშეფასება
შეფასების სქემა მოსწავლეთათვის.
კრიტერიუმი
მაღალი
საშუალო
დაბალი
აჯგუფებს ერთი ნიშნით



გადმოსცემს შთაბეჭდილებას ხატვით



აკეთებს პრეზენტაციას:
თანმიმდევრულად გადმოსცემს აზრს.
პასუხობს დასმულ კითხვებზე.




          ჩემი  თვითშეფასების  რუბრიკა
კრიტერიუმები
დიახ
არა
1.პროექტის დაგეგმვის დროს გავითვალისწინე მოსწავლეთა მოსწავლეთა ინტერესები.
2. პროექტი გაწერილ დროში შევასრულე.


3.არჩეული სტრატეგიით მივაღწიე მოსალოდნელ შედეგებს.



მოვახერხე ყველა ბავშვის ჩართვა ყველა ეტაპზე.



მოსწავლეთა თვითშეფასების სქემა
კრიტერიუმები
დიახ
არა
ჩემი ჯგუის წევრებთან ერთად მოვახდინე სათამაშო ცხოველების დაჯგუფება.


ინტერესით ვუსმენდი მასწავლებელს ზოოპარკში.


ჩემი შთაბეჭდილებები გადმოვეცი ნახატით.


შევძელი საუბარი ნახატის ირგვლივ.



   ამოცანების განსახორციელებელი დროის ტაბულა
პირველი დღე-სამოტივაციო გაკვეთილი-35წთ. 15.03.2013.
მეორე დღე-ექსკურსია.
მესამე დღე-პრეზენტაცია. 35 წთ.                       18.03.2013.

         პროექტის რისკ ფაქტორები
შესაძლებელია ზოოპარკში ცხოველებმა უფრო დიდი ყურადღება მიაქციონ ატრაქციონებს, ვიდრე ცხოველებს.
შესაძლებელია შეეშინდეთ რომელიმე ცხოველის.
      პროექტის ბიუჯეტი
1.ტრანსპორტის ხარჯი-150 ლარი
2.საკვების ხარჯი-180 ლარი
3.ზოოპარკში შესასვლელი თანხა-50 ლარი
4.ატრაქციონების თანხა-60 ლარი
პროექტი დააფინანსეს მოსწავლეთა მშობლებმა.
    პროექტის პირველი ეტაპის ანგარიში
პროექტის პირველი ეტაპის მიზანი  იყო, სამოტივაციო გაკვეთილზე აღმეძრა ცხოველებისადმი ინტერესი ბავშვებში. გამომევლინა მათში  არსებული ცოდნა ცხოველთა სამყაროს მიმართ. ყველა დაგეგმილი აქტივობა განვახორციელე და მიზანიც მიღწეული იქნა.
პროექტის მეორე ეტაპის ანგარიში
მეორე ეტაპის მიზანი იყო ექსკურსიის განხორციელება, რაც ნამდვილად განხორციელდა.  ბავშვებმა ნახეს ცხოველთა მრავალფეროვნება.
პროექტის მესამე ეტაპის ანგარიში
მესამე ეტაპის  მიზანი  იყო საპრეზენტაციო უნარების განვითარება, ჯგუფური თანამშრომლობის უნარის განვითარება. ყველა მოსწავლემ შსაძლებლობის ფარგლებში მოახდინა შტაბეჭდილების გადმოცემა ნახატით.15 მ0სწავლემ ასევე შეძლო ინფორმაციის მოძიება და გადმოცემა. 3 მოსწავლეს გაუჭირდა ინფორმაციისა გადმოცემა, თუმცა დახატვა მოახერხეს.
        შეფასების რუბრიკის მიხედვით შეფასდნენ მოსწავლეები სიტყვიერი კომენტარებით. რუბრიკა დახაზული იყო  დაფაზე  და წინასწარ გავაცანი.

         
            სამოტივაციო გაკვეთილის გეგმა


გაკვეთილის მთავარი თემა
„ცხოველთა მრავალფეროვნება დედამიწაზე“
სწავლების საფეხური
პირველი კლასი.
მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის 18 მოსწავლე. სსმ მოსწავლე არ მყავს.
გაკვეთილის მნიშვნელობა-აქტუალობა
გაკვეთილი აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეები გაეცნობიან ცხოველთა მრავალფეროვნებას, მათ საბინადრო გარემოს, დააჯგუფებენ სხვადასხვა ნიშნის მიხედვით. მოახდენენ ვიზუალურ დაკვირვებას , ამოცნობას და აღქმას სლაიდშოუს საშუალებით.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მიზნები:
·         შეძლონ ცხოველების დაჯგუფება.
·         შეძლონ ცხოველების ამოცნობა
·         შეძლონ სლაიდშოუთი ნახული ცხოველების ვიზუალური აღქმა.
შედეგები:
·         ბუნ 1.3. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს  სხეულებს|მოვლენებს შორის მსგავსება და განსხვავება არსებითი  ნიშნების  მიხედვით.
·         ბუნ.1.3. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ორგანიზმები გარეგნული ნიშნების მიხედვით.
·         ის ტექნ.1.1მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ-                                       ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებს და ოპერაციებს.
               ის ტექნ.1.4.მოსწავლეს შეუძლია კომუნიკაციის                   ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება.

წინასწარი ცოდნა
მოსწავლეები იცნობენ ზოგიერთ ცხოველს. მოსწავლეებს შეუძლიათ დაჯგუფება ზოგიერთი ნიშნის მიხედვით.
შეფასების საგანი და პროცედურები
დაკვირვება. მოსმენა.  შეფასების რუბრიკა.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო. დაფა, ცარცი, ბუკი. სათამაშო ცხოველები.
გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი

                გაკვეთილის მსვლელობა  
გაკვეთილი დავიწყე გონებრივი იერიშით.
-ბავშვებო რომელ ცხოველებს იცნობთ?
-რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისაგან?
-ხომ ვერ  ამიღწერთ  მათ საარსებო გარემოს?
-თქვენი აზრით რომელი ცხოველია უფრო მნიშვნელოვანი ?
თანდათან მივიყვან ბავშვებს იმ აზრამდე ,რომ ყველა ცხოველი ბუნებაში  ერთნაირად მნიშვნელოვანია. ყველას თავისი მოვალეობა აკისრია. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცავდეთ და ვუფრთხილდებოდეთ მათ. ამისათვის კი საჭიროა ვიცოდეთ რით იკვებებიან ისინი, სად ცხოვრობენ, რომელია გარეული, რომელია შინაური. (5 წთ)
 ამ აქტივობის შემდეგ გადავდივარ  ჯგუფურ მუშაობაზე. გავყოფ ბავშვებს 4 ჯგუფად.
პირველ ჯგუფს ვთხოვ თავიანთი სახლიდან მოტანილი სათამაშო ცხოველები დაეჯგუფებინათ  გარეულ და შინაურ ცხოველებად.
მეორე ჯგუფს ვთხოვე დაეჯგუფებინათ სათამაშო ცხოველები ფრინველებად და მიწაზე მოსიარულეებად.
მესამე ჯგუფს ვთხოვე დაეჯგუფებინათ სათამაშო ცხოველები მტაცებელ(ხორცისმჭამელ) და მშვიდობიან (ბალახისმჭამელ ) ცხოველებად.
მეოთხე ჯგუფს კი დავავალე დაეჯგუფებინათ სათამაშო ცხოველები სასაბინადრო გარემოს მიხედვით.
 ჯგუფებმა იმუშავეს სამმა ჯგუფმა სწორად გაართვა თავი დავალებას .ერთ ჯგუფს გაუჭირდა დავალების შესრულება.
გააკეთეს პრეზენტაციები ლიდერებმა. მომდევნო ჯგუფის წევრები კითხვებს აძლევდნენ წინა ჯგუფს.
-რატომ დააჯგუფეთ ასე ცხოველები?
-რა არის მათ შორის მსგავსება?
-რა არის მათ შორის განსხვავება?   (15 წთ)
    წუთშესვენება. (2წთ)
წუთშესვენების შემდეგ ვთხოვე ჩაერთოთ ბუკები. მე მათ ეკრანის გაზიარებით ვუჩვენე წინასწარ ჩემი გამზადებული სლაიდშოუ თემაზე:“ცხოველთა მრავალფეროვნება დედამიწაზე“  ასევე ვთხოვე ყურადღებით დაკვირვებოდნენ ცხოველებს, ამოეცნოთ ისინი და გადმოეცათ რა იცოდნენ მათ შესახებ. უმრავლესობის ამოცნობა შეძლეს, გაუჭირდათ დინოზავრის ამოცნობა, ზოგიერთ ცხოველზე იყო აზრთა სხვადასხვაობა.
 ამის შემდეგ ჩავატარე მინი ლექცია თემაზე:“გადაშენებული და გადაშენების პირას მყოფი ცხოველები“
განვიხილეთ სლაიდშოუში ნახული ცხოველებიდან დინოზავრი და შველი. ვესაუბრე „წითელი წიგნის“ შესახებ. ავუხსენი რომ ის ადამიანი ვინც გაანადგურებს წითელ წიგნში შეტანილ ცხოველს კანონოთ ისჯება. ბავშვებს გაუჩნდათ ემპათიის გრძნობა ცხოველების მიმართ, გადაწყვიტეს სულ სხვა დამოკიდებულება ჩამოაყალიბონ ცხოველებთან . იზრუნონ მათზე, დაიცვან ისინი, გაუფრთხილდნენ და მოუარონ. (10 წთ)
   ამის შემდეგ დავსვი შემაჯამებელი კითხვები:
-რით იყო საინტერესო დღევანდელი გაკვეთილი?
-რა გაიგეთ დღეს ახალი?
-კიდევ რისი გაგება აინტერესებთ ცხოველების შესახებ?
შევაფასე ბავშვები სიტყვიერი კომენტარებით. და შევპირდი მეორე დღეს ზოოპარკში ექსკურსიაზე წასვლას, სადაც თავისი თვალით ნახავდნენ ცოცხალ ცხოველებს და უფრო მეტს გაიგებდნენ მათ შესახებ.(3 წთ)





                                    შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
უჭირს
საშუალოდ
კარგად
აჯგუფებს ერთი ნიშნით.



აკეთებს პრეზენტაციას



ავლენს ბუკის მოხმარების ელემენტარულ წესებს.




         თვითშეფასების რუბრიკა
თვითშეფასების კრიტერიუმები.
დიახ
ვერ
მოვახერხე მოტივაციის აღძვრა.


მივაღწიე გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს


აქტივობები განსაზღვრულ დროში განვახორციელე.




პროექტის ამსახველი ვიდეო მასალა:








1

















            პროექტის გეგმა
პროექტის დასახელება-  „ერთად ვიმოგზაუროთ  კოსმოსში“
პრობლემა- მეოთხე  კლასის  მოსწავლეებს არ აქვთ პროექტზე მუშაობის გამოცდილება, უჭირთ  ჯგუფური თანამშრომლობა და პასუხისმგებლობის გადანაწილება, არ იცნობენ ციურ სხეულებს.
პროექტის აქტუალურობა-პროექტი აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეები გაივლიან პროექტზე მუშაობის პრაქტიკას, ისწავლიან ინტერნეტიდან საჭირო ინფორმაციის მოძიებას, შესაბამისად აიმაღლებენ ცოდნის დონეს ამ თემის ირგვლივ.
მიზანი-ინფორმაციის მოძიების უნარის განვითარება. ინფორმაციის დახარისხების უნარის განვითარება.
ინტერვიუს აღების უნარის განვითარება.
რაოდენობრივი კვლევითი უნარების განვითარება.(რესპოდენტების პასუხების მიხედვით).
ისწავლიან ინტერნეტის მოხმარებას მიზნობრივად.
პრეზენტაციის უნარის განვითარება.
ამოცანები და განხორციელების გზები.
პირველი ეტაპი:
 სამოტივაციო გაკვეთილი.
ასოციაციური რუკის შედგენა.
 მინი ლექცია კოსმოსის შესახებ.
სლაიდშოუს ჩვენება.
კითხვა-პასუხი თემის ირგვლივ.
ჯგუფებად განაწილება,  ჯგუფში დავალებების განაწილება. ჯგუფის ლიდერების შერჩევა.
მეორე ეტაპი:
ინტერნეტიდან მასალების მოძიება.
მოძიებული მასალის დახარისხება.
ინტერვიუების ჩაწერა.
საპრეზენტაციო ჩანაწერების მომზადება.
ნახატებზე  და ნაძერწებზე მუშაობა.
ფანტასტიკური მოთხრობის დაწერა ჯგუფურად.
მესამე ეტაპი -პრეზენტაცია.
ფილმის ნახვა -„ლაბორატორია მარსზე.“
მოსწავლეების თვითშეფასება კითხვარით.
ჯგუფების შეფასება ჩემს მიერ შეფასების რუბრიკის მიხედვით.
განხორციელების გზები:
პირველ ეტაპზე ვმონაწილეობთ მასწავლებელი და მოსწავლეები. სლაიდშოუს ვქმნი წინასწარ და ვაჩვენებ გაკვეთილზე, ამით ვაძლიერებ მათ მოტივაციას .კოსმოსი ისედაც საინტერესო თემაა, კიდევ უფრო ინტერესდებიან და ხალისით ინაწილებენ დავალებებს ჯგუფებში. ამავე დროს ვადგენ მათ არსებულ ცოდნის დონეს და აქცენტი გადამაქვს ისეთ საკითხებზე რომელთა შესწავლა მოითხოვს  ჯგუფურ თანამშრომლობას, ურთიერთდახმარებას  ყოველგვარი რესურსით ადამიანური თუ ტექნიკური.
მეორე ეტაპი მიმდინარეობს ჩემგან დამოუკიდებლად, მხოლოდ მეთვალყურეობას ვახდენ ჯგუფებზე. მოსწავლეები იწერენ ინტერნეტიდან ინფორმაციებს, აანალიზებენ, ახარისხებენ, ამზადებენ საპრეზენტაციოდ.  მუშაობაში ჩართულები  არიან მშობლები, თემის წარმომადგენლები -ისინი აკმაყოფილებენ ბავშვების ცნობისმოყვარეობას.ხდება მიკროფონის მოხმარების დაუფლება, აიპადით ჩაწერა, შემდეგ ჩანაწერების გადატანა მეხსიერების ბარათზე.
მესამე ეტაპზე ვმონაწილეობთ მასწავლებელი, მოსწავლეები, ასევე ჩვენი სკოლის ისტ-ის პედაგოგი, რომელიც დაეხმარება ბავშვებს დიდ ეკრანზე წარმოადგინონ საპრეზენტაციო მასალა. გვესწრებიან  პრეზენტაციაზე  მშობლები და  მასწავლებლები.
მოსალოდნელი შედეგები
პროექტის შედეგებია: ნახატების გამოფენა, ნაძერწების გამოფენა, საპრეზენტაციო ჩანაწერები, სოფლის თემის წარმომადგენლების მოსაზრებების ვიდეოჩანაწერები.. მოძიებული ფილმი „ლაბორატორია მარსზე“.
შეფასება და თვითშეფასება

          პროექტში  მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
საშუალო
საშუალოზე მაღალი
კარგი
თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან
ცდილობს თანამშრომლობას.
თანამშრომლობს ჯგუფთან.
თანამშრომლობს ჯგუფთან და ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას.
აკეთებს ზეპირ პრეზენტაციას:
აზრს თანმიმდევრულად გადმოსცემს.
მსჯელობს საკითხის ირგვლივ.
პასუხობს დასმულ კითხვებზე.
წარმოადგენს ნახატს.
წარმოადგენს ნაძერწს.
 ვერ ახერხებს ნაშრომის სათანადოდ წარმოჩენას.
კარგად წარმოაჩენს ნაშრომს, უჭირს კითხვებზე პასუხი.
წარმოაჩენს ნაშრომს, პასუხობს დასმულ შეკითხვებს.
ურთიერთობს თემის წარმომადგენლებთან
ახერხებს კითხვის დასმას, მოსმენას.
სვამს კითხვებს, უსმენს ინტერესით.
სვამს კითხვებს, ისმენს ინტერესით, იყენებს ურთიერთობისას ზრდილობიანი მიმართვის ფორმებს.

მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარი
ხალისით ვმუშაობდი პროექტზე?
დიახ
არა
საინტერესო იყო პროექტზე მუშაობა?
დიახ
არა
ვთანამშრომლობდი ჯგუფის ყველა წევრთან?
დიახ
არა
შევძელი ჩემს მიერ მოძიებული ინფორმაციის წარდგენა?
დიახ
არა
რომელი ეტაპი უფრო საინტერესო იყო?
პროექტზე მუშაობის პროცესი
პრეზენტაცია
ვიმუშავებ კიდევ ახალ პროექტზე?
დიახ
არა

ჩემი თვითშეფასების რუბრიკა
პროექტის დაგეგმვის დროს გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები
დიახ
არა
პროექტში მონაწილეობდა ყველა მოსწავლე?
დიახ
არა
მივაღწიე მოსალოდნელ შედეგებს?
დიახ
არა
პროექტი გაწარილ დროში შესრულდა?
დიახ
არა


              პროექტის დროის ტაბულა
პირველი ეტაპი-45 წუთი.
მეორე ეტაპი- სამი კვირა.
მესამე ეტაპი-60 წთ.
                 პროექტის ბიუჯეტი
მეხსიერების ბარათი-15 ლარი
              პროექტის რისკ ფაქტორები:
ქუჩაში ინტერვიუს აღების დროს  შესაძლებელი იყო რაიმე ინციდენტს ჰქონოდა ადგილი.
              პროექტის ანგარიში
პირველი ეტაპის ანგარიში
პირველი ეტაპის მიზანი იყო აღმეძრა ინტერესი ბავშვებში თემის- კოსმოსის მიმართ, ასევე დაგვეგეგმა პროექტზე მუშაობა. ვთვლი რომ მიზანს მივაღწიე.
მეორე ეტაპის ანგარიში
მეორე ეტაპის მიზანი იყო აქტიურად ემუშავა ყველა მოსწავლეს და შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება. დაკვირვების შედეგად გამოჩნდა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა მუშაობდა თავისი დავალების შესაბამისად ,ხოლო მცირე ნაწილი (3 მოსწავლე 20-იდან) ვერ გრძნობდა თავის მოვალეობას ჯგუფში.
მესამე ეტაპის ანგარიში
პრეზენტაციის ეტაპზე სამმა ჯგუფმა სრულყოფილად და ამომწურავად შეძლეს მასალების წარმოდგენა. მეოთხე ჯგუფმა წარმოადგინა მოძიებული მასალები, მაგრამ უჭირდათ ზეპირად წარმოდგენა მოძიებული მასალების.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ მოსწავლეთა მშობლები, კათედრის წევრები, სკოლის სასწავლო ნაწილისნ გამგე. დამსწრე საზოგადოებამ შეაფასა ჩვენი პროექტი დადებითად. შეაქეს ბავშვები. 




     


დააჭირეთ სურათს და იხილეთ გალერეა
პროექტი: "ერთად ვიმოგზაუროთ კოსმოსში ფოტომასალა."


      ფილმი: "ლაბორატორია მარსზე"
 
        პრეზენტაციის ვიდეოები:











      მეოთხე კლასელების ინტერვიუები თემის წარმომადგენლებთან პროექტის ფარგლებში:












 

                             პროექტის  გეგმა
პროექტის დასახელება- „მცხეთა“
პრობლემა-მეორე კლასის მოსწავლეებმა არ იციან რა არის სამშობლო, არ იცნობენ თავისი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას. არ ესმით-ცნება პატრიოტიზმი.
პროექტის აქტუალურობა-პროექტი აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეებს გაუჩნდებათ გარკვეული წარმოდგენა-ცნების მიმართ-სამშობლო. დაათვალიერებენ საქართველოს უძველეს დედაქალაქს-მცხეთას.
პროექტის მიზანი-  ნანახისა და შთაბეჭდილებით აღძრული ემოციის  საფუძველზე, პატრიოტული დამოკიდებულების ჩამოყალიბება საკუთარი სამშობლოს მიმართ.
პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
·         მოსწავლე  საუბრობს  აღძრულ ემოციებზე.
·         მოსწავლე ხატავს მეხსიერებით.
·         მოსწავლე გარკვეულია ცნებაში: სამშობლო, დედაქალაქი, პატრიოტი.

       ერთ-ერთ გაკვეთილზე გამოიკვეთა, რომ მეორეკლასელმა მოსწავლეებმა არ იციან  რა არის მათი სამშობლო, არ იცნობენ  საქართველოს დედაქალაქს. ბავშვებს ვთავაზობ პროექტზე მუშაობას. მათ უკვე აქვთ  პროექტზე მუშაობის გამოცდილება პირველი კლასიდან. 
       ვწერ დაფაზე  სიტყვას- მცხეთა და მაინტერესებს რა ასოციაციები წამოვა მათგან. გაირკვევა,  რომ სულ რამდენიმე მოსწავლემ იცის, რომ მცხეთა ქალაქია. არ იციან ,რომ მცხეთა იყო საქართველოს უძველესი დედაქალაქი. ამის შემდეგ ვწერ დაფაზე სიტყვას -მუზეუმი . აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ერთმა მოსწავლემ იცოდა, რა არის მუზეუმი. მცხეთა რომ  გამოცხადებულია ქალაქ-მუზეუმად ამის შესახებ მათ არ იციან. ამ აქტივობით ვადგენ არსებულ ცოდნას ამ საკითხის მიმართ და ვარკვევ რაზე უნდა გავამახვილო ყურადღება ექსკურსიის დროს.
    შემდეგ ვაჩვენებ სლაიდშოუს:   „მცხეთა-სიძველის სურნელი.“ვსაუბრობ თითოეულ სლაიდზე და ვპირდები ბავშვებს ექსკურსიას მცხეთაში. ისინი თავისი  თვალით ნახავენ  მცხეთის ღირშესანიშნაობებს.  აქედან დაიწყებენ საქართველოს გაცნობას.
   ვგეგმავ შეხვედრას მშობლებთან, ვაჟღერებ ექსკურსიის იდეას და მშობლებიც გვიცხადებენ თანადგომას.
   ამოცანები:
·         გაკვეთილი, სადაც გაჩნდა პროექტის განხორციელების იდეა.
·         ექსკურსიის მოწყობა მცხეთაში.
·         მოსწავლეების ჯგუფებად დაყოფა და დავალებების განაწილება.
·         გამოფენის მოწყობა.
·         პრეზენტაციის მოწყობა.

პროექტის დროის ტაბულა:
·         გაკვეთილი-45 წთ.
·         ექსკურსია-13 ოქტომბერი. 10სთ- 20სთ.
·         პრეზენტაციისთვის მოსამზადებელი დრო-ერთი თვე.
·         პროექტის პრეზენტაცია-20 ნოემბერი. 45-წთ.
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო რესურსები:
ფულადი თანხა, მიკროავტობუსი,თაბახის ფურცლები, ფანქრები,წებო, ფორმატი, ინტერნეტი, ბუკი, სლაიდშოუ, პროექტორი, ეკრანი.
ამოცანების მოსალოდნელი შედეგები:
    გაკვეთილის შემდეგ მოსწავლეებს გაუჩნდებათ სურვილი, გაიცნონ თავის სამშობლო. ნახონ თავისი თვალით უძველესი დედაქალაქი, აღიქვან მისი სილამაზე.
     ექსკურსიის შემდეგ მოსწავლეებს უკვე ეცოდინებათ მთავარი , უმნიშვნელოვანესი ინფორმაციები მცხეთის ღირშესანიშნაობებზე. ვიზუალურად ექნებათ აღქმული თავისი სამშობლოს ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი.
    პრეზენტაციისთვის მზადების პერიოდში  ისინი სწავლობენ თანამშრომლობას, ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენებას, ინფორმაციის მოძიებას, მასალის დახარისხებას.
პრეზენტაციის შედეგია   შტაბეჭდილებით შესრულებული ნახატები, პრეზენტაციის გაკეთება, მხატვრულად  წაკითხვა პატრიოტული ლექსების, მსჯელობა და არგუმენტირებული პასუხები.
მოსალოდნელი შედეგების ამსახველი მასალა:
ყველა ეტაპის შედეგი ასახულია ფოტოებზე, ვიდეომასალაზე, არსებობს ნახატების გამოფენა, შეფასების რუბრიკა, თვითშეფასების რუბრიკა .
პასუხისმგებელი პირი-პროექტის ხელმძღვანელი-ნ. ციცვიძე და მოსწავლეთა მშობლები.
განხორციელების გზები:
პროექტის განხორციელებაში დახმარებას გვიწევენ მშობლები ,იკრიბება თანხა და ვაწყობთ ექსკურსიას მცხეთაში. ასევე მშობლების დახმარებით ხდება ჯგუფში მიცემული დავალებების შესრულება. ჯგუფებს ევალებათ პრეზენტაციების მომზადება როგორც ჩემი ნაამბობიდან ასევე ინტერნეტიდან, ასევე დავალებული აქვთ ლექსების მოძიება სამშობლოზე და მცხეთაზე ინტერნეტიდან . ბავშვებს მოაქვთ მოძიებული ინფორმაციები, მე მათ ვეხმარები მასალის დახარისხებაში. ჯგუფები იღებენ პასუხისმგებლობას, რომ ყველა სახის დავალებას მოამზადებენ და წარმოადგენენ. ნახატს, ლექსს, საპრეზენტაციო სიტყვას აღქმულის და განცდილის ირგვლივ.
მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის მოსალოდნელი შედეგები არის ნახატების გამოფენა „მცხეთა სიძველის სურნელი“. პროექტის მიმდინარეობის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა. პროექტის პრეზენტაცია ტარდება ფართო აუდიტორიის წინაშე, ესწრებიან: მშობლები, პედაგოგები, დირექციის წარმომადგენლები. პრეზენტაციიდან ჩანს ის უნარები, რაც შეიძინეს მოსწავლეებმა პროექტზე მუშაობის დროს. ესაა: ინფორმაციის მოძიების უნარი, შემოქმდებითი უნარი, პრეზენტაციის უნარი, თანამშრომლობის უნარი. აუდიტორიის წინაშე წარდგენის უნარი.
პროექტის შეფასება და თვითშეფასება
პროექტის მიმდინარეობის პერიოდში ვახდენ მონიტორინგს. ვამჩნევ, რომ ჯგუფებს   უჭირთ თანამშრომლობა და სხვისი აზრის გათვალისწინება. ეს განსაკუთრებით გამოჩნდა ნახატების შესრულების დროს. ამიტომ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ნახატები ინდივიდუალურად წარმოადგინონ.  შედარებით უკეთესად თანამშრომლობენ ლექსის მხატვრულად კითხვაში  და საპრეზენტაციო სიტყვის მომზადებაში.
    მოსწავლეთა შესაფასებლად შეფასების რუბრიკას ვიყენებ პრეზენტაციის ეტაპზე და წინასწარ ვაცნობ ბავშვებს შეფასების კრიტერიუმებს.
პრეზენტაციაზე მოსწავლის შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
ვერ ახერხებს
ახერხებს
კარგად ახერხებს
აკეთებს პრეზენტაციას.
·        მსჯელობს.
·        გადმოსცემს აზრს თანმიმდევრულად.
_
V
+
კითხულობს ლექსს მხატვრულად.



ხატავს შთაბეჭდილებით.
·         საუბრობს ნახატში გამოყენებულ ფერზე და ფორმაზე.




მოსწავლის თვითშეფასების რუბრიკა
                                                                             
თვითშეფასების კრიტერიუმები
დიახ
არა
ვსაუბრობდი დამაჯერებლად და საინტერესოდ.
დიახ
არა
წავიკითხე ლექსი მხატვრულად.
დიახ
არა
ვისაუბრე ჩემს ნახატზე ამომწურავად.
დიახ
არა
                                                   
ჩემი თვითშეფასების რუბრიკა
თვითშეფასების კრიტერიუმები
დიახ +
არა-
მოვახერხე ყველა ბავშვის ჩართვა პროექტში.
+

პროექტი გაწერილ დროში შევასრულე.
+

მოვახერხე ყველა  იმ უნარის განვითარება,  რასაც ვგეგმავდი.

_

შენიშვნა.
განსაკუთრებით გაუჭირდათ ბავშვებს თანამშრომლობა, თუმცა იცნობენ ჯგუფში მუშაობის წესებს. ამას იწვევდა დავალებების სირთულეც, რადგან სკოლაში არ არის ინტერნეტი და სახლში ერთმანეთთან მისვლას და თანამშრომლობას ჯერ ვერ  ახერხებდნენ მეორეკლასელები.
 ვფიქრობ,  კიდევ დავგეგმო ახალი პროექტი და გაკვეთილზეც ხშირად გამოვიყენო ჯგუფური მუშაობა, რომ თანამშრომლობის უნარი განვავითარო მათში.
პროექტის ბიუჯეტი
ექსკურსიის ტრანსპორტირების ხარჯი-100 ლარი.
კვების ხარჯი ექსკურსიაზე-100ლარი.
პროექტის რისკ-ფაქტორი.
ექსკურსიის დროს შესაძლებელი იყო, რაიმე არასასურველ შემთხვევას ჰქონოდა ადგილი. ამიტომ ყველა ბავშვს თან ახლდა მშობელი.


შეფასების რუბრიკა








   





მცხეთაში ექსკურსიის ვიდეომასალა:







     პროექტის პრეზენტაციის ვიდეომასალა:













      დააწკაპეთ და იხილეთ ფოტოსურათები:
პრეზენტაციის ფოტოსურათები








                                 პროექტის   გეგმა
პროექტის დასახელება-„ვიმოგზაუროთ დედამიწის გარშემო.“
პრობლემა-მე-5 კლასის მოსწავლეები არ იცნობენ კონტინენტებს და ოკეანეებს. არ იცნობენ  დედამიწის  რელიეფის ძირითად ფორმებს, არ იცნობენ კონტინენტებისა და ოკეანეების მცენარეთა და ცხოველთა სამყაროს. არ აქვთ პროექტზე მუშაობის გამოცდილება.
პროექტის აქტუალურობა-პროექტი აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეები მიიღებენ პროექტზე მუშაობის გამოცდილებას. ისწავლიან ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენებას.ინფორმაციის დახარისხებას, სისტემაში მოყვანას.
მიზანი:  
·         ჯგუფური თანამშრომლობის უნარის განვითარება.
·         ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენების უნარის განვითარება.
·         ინფორმაციის მოძიებისა და დახარისხების უნარის განვითარება.
·         მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე დიაგრამების აგება.
·         პრეზენტაციის უნარის განვითარება.
ამოცანები და განხორციელების გზები:
·         პირველი ეტაპი-გაკვეთილი, სადაც გავუზიარე ბავშვებს პროექტის განხორციელების იდეა.
·         ჯგუფებად განაწილება.
·         ჯგუფიდან ლიდერების გამოყოფა ბავშვების მიერ.
·         დავალებების განაწილება ჯგუფებზე.
·         ლიდერების მიერ ჯგუფის წევრებზე დავალებების გადანაწილება.
·         ვთავაზობ ბავშვებს მხოლოდ კონსულტირების გაწევას მუშაობის პროცესში.
მეორე ეტაპი:
     გრძელდება 2 კვირა. იწყებენ  ინტერნეტიდან და ასევე ენციკლოპედიებიდან მასალების მოძიებას. მოაქვთ სკოლაში მოძიებული მასალები და ხდება მისი დახარისხება. ვარჯიშობენ ჯგუფები იმაზე, რომ განსაზღვრულ დროში მოხერხდეს საპრეზენტაციო მასალის წარმოდგენა.( ანუ თითოეული ჯგუფისთვის ეს დრო არის 12 წთ.)ჩემი დახმარებით აკეთებენ პრეზენტაციებს power point-ში.
     მეორე ეტაპისთვის შედგენილი მაქვს შეფასების რუბრიკა და ვაცნობ ბავშვებს ამ რუბრიკას, თუ რა კრიტერიუმებით შეფასდებიან ისინი პროექტის მეორე ეტაპზე.
მესამე ეტაპი:
  მესამე ეტაპი მოიცავს პრეზენტაციას და გამოცდილების გაზიარებას.
შეფასების რუბრიკის წინასწარ გაცნობას და ჯგუფების შეფასებას.
                განხორციელების გზები:
პირველ ეტაპზე ვმონაწილეობთ მოსწავლეები და პროექტის ხელმძღვანელი.
      მეორე ეტაპზე მოსწავლეებთან ერთად ერთვებიან მშობლები, უფროსკლასელები, ბიბლიოთეკარი, ვისაც რით შეუძლია დახმარება და ეხმარებიან მეხუთე კლასელებს ინფორმაციის შეგროვებაში. მეორე ეტაპზე ვაწარმოებ მონიტორინგს.
     მესამე ეტაპზე  ვმონაწილეობთ: მოსწავლეები,  მასწავლებლები, დირექციის წარმომადგენელი.
მოსალოდნელი შედეგები:
პროექტის შედეგებია: ჯგუფების მიერ გაკეთებული პრეზენტაციები ელექტრონული ფორმით. საპრეზენტაციო ჩანაწერები. მასალები განთავსებული იქნება ბლოგზე, სადაც შესაძლებელი იქნება მოსწავლეთა ნაშრომების ნახვა.
შეფასება და თვითშეფასება
მეორე ეტაპის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
5-6
7-8
9-10
ასრულებს  ნაკისრ ვალდებულებას
არ მუშაობს, სისტემატიურად, მხოლოდ დროგამოშვებით ცდილობს დავალება
შეასრულოს.
მუშაობს, მაგრამ უინტერესოდ და უხალისოთ, მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით
მუშაობს დიდი ინტერესით და ხალისით
თანამშრომლობს ჯგუფში
უჭირს გაიაზროს ჯგუფური პასუხისმგებლობა, ცდილობს თავი აარიდოს ნაკისრ ვალდებულებას.
იაზრებს ჯგუფურ თანამშრომლობას, მაგრამ არ გამოსდის საქმიანი ურთიერთობა ჯგუფის წევრებთან.
 გააზრებული აქვს ჯგუფური თანამშრომლობა, თანმშრომლობს ჯგუფის ყველა წევრთან.

მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა პრეზენტაციაზე
კრიტერიუმები
5-6
7-8
9-10
აკეთებს პრეზენტაციას კომპიუტერთან და პროექტორთან
ვერ ათანხმებს ერთმანეთთან სლაიდებს და ზეპირად მომზადებულ პრეზენტაციას
ათანხმებს ერთმანეთს სლაიდებს და ზეპირ ინფორმაციას, ზეპირი ინფორმაცია არასაკმარისია ,ან არადამაჯერებელი.
ზეპირი ინფორმაცია დამაჯერებელია ,სრულიად ამომწურავია და შეესაბამება სლაიდზე განთავსებულ მასალას
მსჯელობს საკითხის ირგვლივ
მხოლოდ ზეპირად აქვს მასალა ნასწავლი
მასალა იცის ზეპირად, დასკვნები გამოაქვს მსჯელობით
იცის ზეპირად, მსჯელობს და დასკვნების საფულზე წარმოადგენს დიაგრამას
პასუხობს დასმულ კითხვებზე
პასუხი არადამაჯერებელია
პასუხობს კითხვებზე ნაწილობრივ
ყველა კითხვაზე დამაჯერებლად პასუხობს

მოსწავლეთა თვითშეფასების კითხვარი
ხალისით ვმუშაობდი პროექტზე?
დიახ
არა
საინტერესო იყო პროექტზე მუშაობა?
დიახ
არა
ვთანამსრომლობდი ჯგუფის ყველა წევრთან?
დიახ
არა
შევძელი ჩემს მიერ მოძიებული ინფორმაციის წარდგენა?
დიახ
არა
ვიმუშავებ კიდევ ახალ პროექტზე?
დიახ
არა
მეორე და მესამე ეტაპი ერთნაირად საინტერესო იყო?
დიახ
არა

ჩემი თვითშეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
დიახ
არა
პროექტის დაგეგმვის დროს გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები
            V

პროექტში მონაწილეობდა ყველა მოსწავლე

             V
მივაღწიე მოსალოდნელ შედეგებს
V

პროექტი გაწერილ დროში შესრულდა
V


პროექტის პირველ და მეორე ეტაპზე მონაწილეობდა ყველა მოსწავლე, მაგრამ პრეზენტაციის ეტაპზე ყველამ ვერ მიიღო მონაწილეობა, რადგან ეს პერიოდი დაემთხვა  ჩვენს სკოლაში ვირუსის გავრცელებას.
            პროექტის დროის ტაბულა
პირველი ეტაპი-45 წთ.
მეორე ეტაპი- 2 კვირა. 10 დეკებერი-24 დეკემბერი.
მესამე ეტაპი- 50 წთ.
პროექტის ბიუჯეტი-მეხსიერების ბარათი-10 ლარი.
პროექტის რისკ ფაქტორები:
პროექტზე მუშაობის პერიოდი დაემთხვა ვირუსის გავრცელების პერიოდს.
პროექტის დაგეგმვის დროს ეს არ მქონდა გათვალისწინებული.
პროექტის ანგარიში:
პირველი ეტაპის ანგარიში
პირველი ეტაპის მიზანი შესრულებულად უნდა ჩაითვალოს. ( მოხდა ინტერესის აღძვრა, ჯგუფების შექმნა, დავალებების განაწილება, მუშაობის დაწყება)
მეორე ეტაპის მიზანი ძირითადში შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა მცირე ნაწილი მაინც აღმოჩნდა მოსწავლეების, ვინც არ მუშაობდა და არ ასრულებდა დავალებებს.
მესამე ეტაპზე ვინც ვერ მოახერხა დასწრება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ შეძლო ნაშრომის წარმოდგენა. ჯგუფის სხვა წევრებმა  გადაინაწილეს მათი დავალებები და წარმოადგინეს მაინც. ვთვლი,  რომ ამ პროექტზე მუშაობით ბავშვებმა ისწავლეს:
·         ემპათიურობა,
·         თანამშრომლობა,
·         ნაშრომის სათანადოდ წარდგენა აუდიტორიის წინ.

პროექტის პრეზენტაცია ნახეს და შეაფასეს სხვა მასწავლებლებმა კომენტარებით.



პროექტში მონაწილე მოსწავლეების მიერ შექმნილი პრეზენტაციები:





























პროექტის პრეზენტაციის ვიდეომასალა:














პროექტის შემაფასებელი კომენტარები:





ინტეგრირებულიპროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება-„დედა“
პრობლემა-მეორე კლასის მოსწავლეები ვერ ასახელებენ  სიტყვა დედის ფუძით ნაწარმოებ სიტყვებს, ზოგიერთი ძალიან ცნობილი სიტყვის გარდა.  ამავე დროს არ იციან ამ სიტყვების მნიშვნელობა. ასევე უჭირთ საჭირო ინფორმაციის მოძიება ინტერნეტით.
   ვერ მღერიან დედისთვის მიძღვნილ ქართულ სიმღერებს.
   უჭირთ საკუთარი ჩანაფიქრის გადმოცემა ნახატზე.
პირველად ამეტყველდებიან ინგლისურ ენაზე ფართო აუდიტოორის წინ.

მეშვიდე კლასის მოსწავლეებს უჭირთ თავისუფალი თემის წერა კედლის გაზეთისათვის გარკვეულ თემატიკაზე.
     არ იცნობენ ქართველი მწერლების მხატვრულ ნაწარმოებებს, სადაც დედის სახეა გადმოცემული.
პროექტის აქტუალურობა-პროექტი აქტუალურია იმით, რომ მეორე კლასის მოსწავლეები ისწავლიან ინტერნეტის მიზნობრივად მოხმარებას. ყველა აქტივობით პროექტის ფარგლებში გამოხატავენ სითბოს ,  სიყვარულს და პატივისცემას დედის მიმართ. დაფიქრდებიან დედის დიდ ღვაწლზე.
     მეშვიდე კლასის მოსწავლეები ასევე საკუთარი შემოქმედებით გამოხატავენ დედების მიმართ საკუთარ დამოკიდებულებას.
 მიზანი- მეორეკლასელები ისწავლიან:
·         ინტერნეტის მიზნობრივად გამოყენებას.
·         ლექსის მხატვრულად კითხვას.
·         ნამუშევრის შექმნას. (მისალოცი ბარათის).
·         ნახატზე ჩანაფიქრის გადმოცემას.
·         ინგლისურ ენაზე მეტყველებას.
·         პერსონაჟის როლში შესვლას.
·         დედაზე სიმღერას მინუს ფონოგრამაზე.
·         შეიქმნება სლაიდშოუ ბავშვების ნახატებით და ლამაზი მუსიკით დედებისა და ბავშვების გასახალისებლად.

     მეშვიდე კლასის მოსწავლეები ისწავლიან:
·         თავისუფალი თემის წერას და საკუთარი ნაშრომის წარდგენას ფართო აუდიტორიის წინ.
·          გააკეთებენ კედლის გაზეთის პრეზენტაციას, სადაც თავიანთი შეფასებით შერჩეული თემები იქნება წარმოდგენილი.
·         გაეცნობიან ქართველი მწერლების მხატვრულ ნაწარმოებებს, სადაც დედის სახეა წინ წამოწეული.


პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
    მთავარი შედეგი იქნება ის, რომ მოსწავლეები გაეცნობიან უამრავ  ნაწარმოებს, მიიღებენ უამრავ ინფორმაციას, გამოუმუშავდებათ კვლევის, გარჩევისა და გაანალიზების უნარი.
     ბავშვები შექმნიან ნახატებს, ჩანახატებს, გაკეთდება სლაიდშოუ. როლური თამაშით ისწავლიან პერსონაჟის ხასიათში ჩაწვდომას. გაკეთდება ნახატების გამოფენა: „ჩემი დედიკო“. გაკეთდება კედლის გაზეთი: „ყველა დღე ხომ დედასია“. გაკეთდება ყველა ბავშვის დედისთვის მისალოცი ბარათი. ყველაზე მთავარი-დედებს აჩუებენ ერთ ლამაზ დღეს, სითბოს და სიყვარულს.
შედეგები ეროვნული სასწავლო გეგმიდან:
მუს.II.2.მოსწავლეს შეუძლიასიმღერამარტოდასხვებთანერთად.
მუს.II.6.მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
ს.გ.II.2.შერეული მასალით და სხვადასხვა ტექნიკით ქმნის ღია ბარათებს.

ს.გ.II.4.ხატავს წარმოსახვით.
ს.გ.II.7.წარსდგება აუდიტორიის წინაშე, როგორც ნამუშევრის ავტორი და უზიარებს შთაბეჭდილებებს.
ს.გ.II.8. საუბრობს საკუთარ ჩანაფიქრზე, ნამუშევარში გადმოცემულ იდეებზე.
უცხ.დ.II.9.ზეპირად კითხულობს ლექსებს, გათვლებს, ასრულებს სიმღერებს.
ტექსტის წარმოთქმისას იცავს შესაბამისინტონაციას, მახვილებს, რიტმულ  სეგმენტებს.
ქართ.  II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
·         გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ (მომწონს / არ მომწონს, კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა; კეთილია, გონიერია და ა.შ.);
·         ქართ. II. 9. მოსწავლეს შეუძლია კითხვის მარტივი სტრატეგიების გამოყენება.
ცდილობს, განმარტოს უცნობი სიტყვები კონტექსტის მიხედვით ან მიმართავს მასწავლებელს / მშობელს;

ის ტექნ. I.4. მოსწავლეს შეუძლია კომუნიკაციის ტექნოლოგიური  საშუალებების გამოყენება.
·           კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით, მათ შორის თანაკლასელების, მასწავლებლის ან მშობლის დახმარებით (ელ. ფოსტა) მოიპოვებს ინფორმაციას და შემდგომ ს სხვებს ზიარებს / ცვლ.

ქართ.VII. 11.წერს ჩანახატს მოცემულ თემაზე სკოლის გაზეთისთვის, იცავს ტაქსტისთვის დამახასიათებელ ფორმას.
ქართ. VII. 13.სწორად იყენებს აბზაცს და თანმიმდევრულად აგებს თხრობას.
ქართ. VII. 14.წერის დაწყებამდე განსაზღვრავს მიზანს და აუდიტორიას.


ამოცანები და განხორციელების გზები

          პირველი ეტაპი
        მეორეკლასელ მოსწავლეებში ჩეკლისტით ვამოწმებ თუ რომელ სიტყვას იცნობენ დედის ფუძით ნაწარმოებს. გაირკვევა მოსწავლეებში არსებული ცოდნის დონე.
დავსვავ თემატურ კითხვას-რატომ არის ქართულ ენაში სიტყვა-“დედაასეთი მნიშვნელოვანი?
 შევთავაზებ მოსწავლეებს პროექტზე მუშაობას დედაზე წარმოდგენილი თემის გარშემო.
ამ იდეას გავუზიარებ: ხელოვნების, მუსიკის, ინგლისურის პედაგოგებს. ამავე იდეას სთავაზობს მეშვიდეკლასელებს ქართული ენის პედაგოგი ქ-ნი ლალი.  რადგან მათ ყველაზე მეტად უჭირთ თავისუფალი თემის წერა და თავისუფლად წარდგენა აუდიტორიის წინ საკუთარი შემოქმედების.
    ბავშვებს ყოველთვის მოსწონთ განსხვავებული აქტივობები, ინტერნეტთან ურთიერთობა, ისინი ხალისით  იწყებენ მუშაობას პროექტზე.

მეორე ეტაპი.
      ორივე ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეები დაიწყებენ ინტერნეტიდან მასალების მოძიებას, ამოწერას, დახარისხებას. მეორეკლასელები იწყებენ სიტყვების სწავლას, სიტყვებზე ინფორმაციების სწავლას. მეშვიდეკლასელები იწყებენ წერას.  მასწავლებლები ფასილიტატორის მოვალეობას ვასრულებთ, ვეხმარებით და ვაძლევთ მითითებებს, ვიყენებთ შესაფასებლად განმავითარებელ კომენტარებს.

მესამე ეტაპი
             ბოლო ეტაპზე მოხდება
ორივე ასაკობრივი ჯგუფის მიერ შესრულებული ყოველგვარი საქმიანობის წარდგენა   და შეფასება.

 განხორციელების გზები:
                 პირველი ეტაპი
             პირველ ეტაპზე  ვმონაწილეობთ მოსწავლეები და მასწავლებლები. მოსწავლეებთან ერთად ვსახავთ სამუშაო გეგმას, მიზნისაკენ მიმავალ გზებს.  მოსწავლეთა სურვილის გათვალისწინებით მოხდება პროექტის თემის შერჩევა, რადგან  ერთ თვეში  ახლოვდებახდება  დედის დღე. მეორეკლასელი მოსწავლეების მშობლების ინფორმირება, იმის შესახებ, რომ დაგვჭირდება ინტერნეტი, დაგვჭირდება მათი დახმარება და გვესაჭიროება მუშაობისთვის ფერადი ქაღალდები, მათ ჯერ არ ეცოდინებათ რისთვის არის საჭირო.

     მეორე ეტაპზე ხდება  მშობლების უფრო აქტიურად ჩართვა ინფორმაციის მოძიების თვალსაზრისით. ასევე ყველა ზემოთ აღნიშნული საგნის მასწავლებელი იწყებს მუშაობას მიზნის მისაღწევად. შევამოწმებ მოძიებულ ინფორმაციის სისწორეს, დავეხმარები ლექსების შერჩევაში, სწავლაში და მხატვრულად წაკითხვაში, შესაბამისი ინტონაციით. ხელოვნების მასწავლებელი დაახატვინებს ბავშვებს დედების პორტრეტებს,  გააკეთებინებს მისალოც ბარათებს დედის დღისთვის.
მოეწყობა ნახატების გამოფენა.

მეშვიდეკლასელები კი იწყებენ ინდივიდუალურად ჩანახატებისა და თავისუფალი თემების წერას. კითხულობენ ჯერ კლასის წინაშე, ასწორებენ მასწავლებლის მითითებით ერთმანეთის რჩევებით. ამავე დროს ეცნობიან მხატვრულ ლიტერატურას, სადაც ქართველი დედის სახეა გადმოცემული. იწერენ საჭირო ეპიზოდებს, სწავლობენ კიდეც და აანალიზებენ. მასწავლებელი აძლევს მითითებებს და ითვალისწინებენ. მუშაობენ კედლის გაზეთის გაფორმებაზე. არცევენ საუკეთესო ჩანახატებს კედლის გაზეთისთვის. ამ ეტაპზე შეფასება ხდება მხოლოდ განმავითარებელი კომენტარებით.

        მესამე ეტაპზე ხდება პრეზენტაციის დღის შერჩევა. ხდება                     აუდიტორიის გაფორმება თემატიკის შესაბამისად. უკვე მზად არის ნახატების გამოფენა. მზად არის კედლის გაზეთი და გაკრულია თვალსაჩინო ადგილზე. მოწვეულები არიან სტუმრები: მშობლები, მასწავლებლები, დირექციის წარმომადგენლები. წინასწარ ეცნობიან შეფასების რუბრიკებს და იწყება პრეზენტაცია.

რესურსები:
·         ინტერნეტი
·         მხატვრული ლიტერატურა
·         თაბახის ფურცლები
·         ფერადი ფურცლები
·         წებო
·         მაკრატელი
·         პროექტორი
·         ბუკი
·         ფერადი ფანქრები
·         ვატმანის ქაღალდი 2 ცალი.

პასუხისმგებელი პირი:
ნ. ციცვიძე.
ლ. აბელაშვილი.

მოსალოდნელიშედეგები:

     პროექტის ყველა ეტაპი  ანგარიშის  სახით   გვექნება  წარმოდგენილი,თანდართული დოკუმენტურიმასალით, (ფოტოსურათები, საპრეზენტაციონახატები, საპრეზენტაციოჩანაწერები. მესამეეტაპსჩავატარებთმშობლებისთანდასწრებით. მშობლებინათლად  დაინახავენთურაუნარებისგანვითარებასშეუწყოხელიამპროექტმა. ესუნარებია: ინფორმაციის მოძიების, მთავარი ინფორმაციის გამოყოფის, წერის უნარის განვითარება, შემოქმედებითი უნარების განვითარება, პრეზენტირების და თვითშეფასების უნარების განვითარება.

შეფასება და თვითშეფასება

პრეზენტაციის  შეფასების რუბრიკა მეორეკლასელთათვის

კრიტერიუმები
კარგი
საშუალო
საშუალოზე დაბალი
 მოძიებული ინფორმაციის წარდგენა
საუბრობს დამაჯერებლად.
საუბრობს პაუზებით.
უჭირს ინფორმაციის წარმოდგენა.
ლექსის მხატვრული კითხვა.
კითხულობს ინტონაციით, მხატვრულად.
კითხულობს ინტონაციის გარეშე.
კითხულობს პაუზებით.
ლექსის წაკითხვა ინგლისურ ენაზე
კითხულობს ლექსს, სწორი გამოთქმები აქვს.
კითხულობს ზეპირად, არასწორი გამოთქმებით.
კითხულობს პაუზებით, არასწორად.
დედის პორტრეტის წარდგენა
საუბრობს ჩანაფიქრზე, გამოყენებულ ფერებზე.
ვერ გადმოსცემს დამაჯერებლად ჩანაფიქრს.
უჭირს საუბარი საკუთარი ნახატის ირგვლივ.
როლური თამაში
შედის პერსონაჟის ხასიათში.
იმეორებს პერსონაჟის ფრაზებს, უჭირს ხასიათში შესვლა.
ვერ იმახსოვრებს ფრაზებს.
მისალოცი ბარათის შექმნა.
ფერადი ქაღალდებით ქმნის კომპოზიციას მისალოცი ბარათისთვის.
მასწავლებლის დახმარებით ქმნის კომპოზიციას მისალოცი ბარათისთვის.
მასწავლებლის დახმარებითაც უჭირს კომპოზიციის შექმნა.
სიმღერა დედაზე
იცის ტექსტი, მღერის სწორად.
იცის ტექსტი, მღერის შეცდომით.
არ იცის ტექსტი, ვერ მრერის სწორად.





მეორეკლასელთა  თვითშეფასების რუბრიკა

თვითშეფასბის კრიტერიუმები
კარგი
საშუალო
საშუალოზე დაბალი
მოძიებული ინფორმაცია წარვადგინე
დამაჯერებლად
პაუზებით
გამიჭირდა
ლექსი წავიკითხე
მხატვრულად, ინტონაციით
ინტონაციის გარეშე
პაუზებით
ლექსის წაკითხვა ინგლისურ ენაზე
წავიკითხე , მქონდა სწორი გამოთქმები
წავიკითხე არასწორი გამოთქმებით
წავიკითხე პაუზებით, არასწორი გამოთქმებით
დედის პორტრეტის წარდგენა
ვისაუბრე ჩანაფიქრზე, ფერების შერჩევაზე
ვერ გადმოვეცი დამაჯერებლად ჩანაფიქრი
ვერ ვისაუბრე ჩემი ნახატის ირგვლივ
როლური თამაში
შევედი პერსონაჟის ხასიათში
ვიცოდი ფრაზები, მაგრამ ხასიათი ვერ ვაჩვენე
არ ვიცოდი ფრაზებიც კი
მისალოცი ბარათის შექმნა
მე თვითონ შევქმენი
შევქმენი მასწავლებლის დახმარებით
გამიჭირდა მასწავლებლის დახმარებითაც კი
სიმღერა დედაზე
ვიცოდი ტექსტი, სწორად ვიმღერე
ვიცოდი ტექსტი, გამიჭირდა სწორად სიმღერა
ვერ ვისწავლე ტექსტიც კი


მეშვიდეკლასელების  შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
1-4
4-6
6-8
8-10
ინდივიდუალურად წერს თემას დედაზე: „ყველა დღე ხომ დედასია“.
წერს ნაწილობრივ, არასრულყოფილად.
წერს, მაგრამ ვერ იცავსმოვლენების თანმიმდევრობას.
წერს, მაგრამ აქვს მცირე ხარვეზები.
წერს სრულყოფილად, თანმიმდევრულად აგებს თხრობას, იცავს მოცემული ტექსტისთვის დამახასიათებელ ფორმას. პასუხობს დასმულ შეკითხვებს.
ეძებს მასალას ინტერნეტში ქართველი მწერლების შემოქმედებიდან მოცემულ თემაზე.
უჭირს მასალის მოძებნა.
მოიძიებს არასრულყოფილად.
მასალას მოიძიებს სრულყოფილად, მაგრამ უჭირს ორგანიზება.
მოიძიებს, მსჯელობს და აანალიზებს დედის დამოკიდებულებას შვილისადმი.
დამოუკიდებლად აზროვნება და ზოგადი განათლება.
არ ჩანს დამოუკიდებელი აზროვნება.
ნაწილობრივ ჩანს დამოუკიდებელი აზროვნება.
დამოუკიდებელი აზროვნება ჩანს.
მკაფიოდ ჩანს დამოუკიდებელი აზროვნება.
ლექსიკა და სტილი.
სტილურად გაუმართავია, ლექსიკა მწირია.
გვხვდება სტილური ხარვეზები, ლექსიკა ღარიბია.
გვხვდება სტილური ხარვეზი, ლექსიკა დამაკმაყოფილებელია.
სტილი გამართულია, ლექსიკა მდიდარია.
ორთოგრაფია, მორფოლოგია, სინტაქსი, პუნქტუაცია.
არის ამ ტიპის
14-ზე მეტი შეცდომა.
არ არის ამ ტიპის
7-10-ზე  მეტი შეცდომა.
არ არის ამ ტიპის
 4-6-ზე მეტი შეცდომა.
არ არის ამ ტიპის
3-ზე მეტი შეცდომა.
ორგანიზებულობა.
ვერ ახერხებს ყურადღების მობილიზებას.
პერიოდულად უყურადღებოდაა.
საკუთარ ნამუშევარს ყურადღებით კითხულობს, მაგრამ არ უსმეს ამხანაგებს.
ყურადღებით ასრულებს დავალებას, უსმენს ამხანაგებს და აანალიზებს მათ ნამუშევრებს.






თვითშეფასების რუბრიკა
თვითშეფასების კრიტერიუმები.
დიახ
ვერ
მოვახერხეთ მოტივაციის აღძვრა.
V
მივაღწიეთ გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს
V
აქტივობები განსაზღვრულ დროში განვახორციელეთ.
V



ამოცანების განსახორციელებელი დროის ტაბულა
პირველი დღე-სამოტივაციო გაკვეთილი ორივე საფეხურზე- 40 წთ. 1.02.2014წ.
მეორე ეტაპი-4 კვირა
მესამე ეტაპი- 28.02.2014წ.

       პროექტის რისკ ფაქტორები
პროექტში რისკებს ვერ ვხედავთ.

პროექტის ბიუჯეტი
უმნიშვნელო.

პროექტის პირველი ეტაპის ანგარიში
პირველი ეტაპის მიზანი იყო ორივე საფეხურის მოსწავლეებში აღგვეძრა ინტერესი  თემის ირგვლივ, რაც გამოგვივიდა და მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
მეორე ეტაპის მიზანი იყო დასახული ამოცანების შესრულება. დროში გათვლილი აქტივობების შესრულება. გეგმის მიხედვით მოხდა პროექტის დასრულებაც .არსებობს ფოტომასალა პროექტის მეორე ეტაპის ამსახველი, რომელიც თან დაერთვება პროექტს.
მესამე ეტაპი -პრეზენტაცია გაიმართა 28 თებერვალს. ყველა მოსწავლე მონაწილეობდა მეორეკლასელი. ორი მეშვიდეკლასელი ვერ დაესწრო ავადმყოფობის გამო. მოსწავლეებმა წარადგინეს ყველაფერი რაც მოამზადეს პროექტის ფარგლებში. არსებობს მესამე ეტაპის ფოტო და ვიდეომასალა, რომელიც ერთვის პროექტს.











პროექტის ფოტო და ვიდეო მასალა.
პროექტის პრეზენტაციის ვიდეოები.


 





























                                    სლაიდშოუ


























მისალოცი ბარათის დამზადება.   დააწკაპეთ სურათზე და გაიხსნება  სურათები.

დედის პორტრეტის დახატვა. დააწკაპეთ  სურათზე და დაათვალიერეთ  ალბომი.

პროექტის პრეზენტაციის  ფოტომასალა.   დააწკაპეთ სურათზე და დაათვალიერეთ ალბომი.



March 6, 2014

8 comments:

  1. მომეწონა ნინოოო

    ReplyDelete
  2. მადლობა ეთერ, ვცდილობთ რაც შეგვიძლია .

    ReplyDelete
  3. ძალიან კარგი ნამუშევრები გაქვთ,ყოჩაღ!

    ReplyDelete
  4. ძალიან კარგი ნამუშევრები გაქვთ,ყოჩაღ!

    ReplyDelete
  5. ძალიან კარგი ნამუშევრები გაქვთ,ყოჩაღ!

    ReplyDelete
  6. ყოჩაღ ნინო, თქვენ წარმატებული პედაგოგი ხართ ნამდვილად.

    ReplyDelete
  7. ნინო ძალიან კარგი პროექტები გაქვს

    წარმატებებს გისურვებ

    ReplyDelete
  8. ძალიან მომეწონა.

    ReplyDelete