edkemp-ის კონფერენცია 2-3 მარტი 2024 წელი

G-pride

გაკვეთილის გეგმა ქართულ ენაში
პედაგოგი: ნინო ციცვიძე  (2016-2017 სასწავლო წელი)
გაკვეთილის მთავარი თემა
ერთგული ყურშა

სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური. პირველი კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის 26 მოსწავლე. სსსმ  მოსწავლე  არ არის.
გაკვეთილის მნიშვნელობა ,აქტუალურობა
გაკვეთილი აქტუალურია იმ მხრივ, რომ მოსწავლეები  გაიუმჯობესებენ    ენობრივ პრაქტიკას, გაიწაფებიან კითხვაში,
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ  მხატვრული ტექსტის შექმნა  კითხვის სხვადასხვა სტრატეგიების გამოყენება
       წინადადების ანალიზი და სინთეზი.
შედეგები:
 ქართ. I. 14. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წინადადებების შედგენა ნაცნობ თემებზე.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წერის პროცესში სათანადოდ იყენებს საგნების, მათი თვისებებისა და მოქმედების გამომხატველ სიტყვებს;
·         მასწავლებლის მიერ მოცემული სიტყვების მიხედვით აგებს მარტივ წინადადებას;
·         სიტყვების დასაკავშირებლად მართებულად იყენებს კავშირებს (და, მაგრამ...);
·         წერილობით პასუხობს მარტივ კითხვებს;
·         სათანადოდ იყენებს სასვენ ნიშნებს წინადადების ბოლოს.
ქართ. I. 5.  მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ფონოლოგიური  უნარ-ჩვევები.
                    
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         სიტყვას ყოფს მარცვლებად, მარცვლებს აერთიანებს სიტყვებად;
·         ამოიცნობს და ტაშის დაკვრით ითვლის სიტყვაში მარცვალთა რაოდენობას;



წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან  ანბანის ყველა ასო.  შეუძლიათ კითხვა. ასრულებენ ფონეტიკურ სავარჯიშოებს.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები  დაკვირვების საფუძველზე , შეფასების რუბრიკის გამოყენებით  შეფასდებიან განმავითარებელი  კომენტარებით.   
სასწავლო მასალა და ტექნიკური  რესურსები
დაფა, ცარცი, საიდუმლო  ყუთი,თოჯინები .
გაკვეთილის მსვლელობა, მენეჯმენტი
            გაკვეთილის პირველი ფაზა
                      (წინასწარ)
                         აქტივობა  #1
                           საიდუმლო  ყუთი.
    ყუთში  იქნება  სათამაშო  ცხოველი, რომლიც ბავშვებმა უნდა გამოიცნონ  მასწავლებლის მინიშნებით. შემდეგ კი გონებრივი იერიშით  ერთმანეთს გაუზიარებენ რაც  იციან ამ ცხოველის შესახებ.კერძოდ  დაახასიათებენ  ცხოველებს ისაუბრებენ მათ თვისებებზე.( 4 წთ.)

                       გაკვეთილის  მეორე  ფაზა
                         ( განმავლობაში)


                                   აქტივობა #2
                       „მასწავლებელი  კალამი“.
ბავშვები  მწერლის  როლს ასრულებენ,  თხზავენ საინტერესო ამბავს.   მასწავლებელი კი კალმის  როლს ასრულებს. მასწავლებელი დაფაზე დაწერს  ბავშვების მიერ  შეთხზულ ტექსტს.( 15 წთ. )

                                   აქტივობა  #3
მასწავლებელი  საჩვენებელი კითხვით  წაიკითხავს  შეთხზულ ტექსტს. შემდეგ კი პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემით  წაიკითხავენ ბავშვები.  გამოვიყენებ  კითხვის  სხვადასხვა  სტრატეგიებს .( 5 წთ.)

                                 

                      აქტივობა #4
ტექსტიდან   ბავშვები  გამოყოფენ  სამსიტყვიან წინადადებას, დაშლიან  სიტყვებად, სიტყვებს კი მარცვლებად. (  3 წთ)

            გაკვეთილის  მესამე ფაზა
                    (შემდეგ)
მოსწავლეები როლში გაითამაშებენ შეთხზულ  ამბავს.  7 წთ
    საშინაო  დავალება - მოიფიქრონ და დაწერონ 2 სამსიტყვიანი წინადადება.  სიტყვები დაშალონ მარცვლებად.  (1 წთ.)
,                                                    

                                                    
                                                        შეფასების   რუბრიკა
კრიტერიუმები
კარგი
საშუალო
უჭირს
წარმოაჩენს წინარე ცოდნას



თხზავს ამბავს



ახდენს წინადადების ანალიზს



მონაწილეობს როლურ თამაშში




 გაკვეთილის გეგმა ქართულ ენაში
პედაგოგი: ნინო ციცვიძე  (2016-2017 სასწავლო წელი)
გაკვეთილის მთავარი თემა
„გვრიტი  და მტრედი“
სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური. პირველი კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის 26 მოსწავლე. სსსმ  მოსწავლე  არ არის.
გაკვეთილის მნიშვნელობა ,აქტუალურობა
გაკვეთილი აქტუალურია იმ მხრივ, რომ პირველკლასელი მოსწავლეები უცხო ტექსტს კითხვის სხვადასხვა  სტრატეგიის გამოყენებით წაიკითხავენ,   გაიაზრებენ ტექსტს და გამოიტანენ დასკვნებს.  გამოყენებული იქნება ანალიზურ-სინთეზური  მიდგომა. 
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მიზანი:
·         მოსწავლემ შეძლოს სწორი, გაბმული კითხვა.
·         შეძლოს წინადადებისა და სიტყვის ანალიზი და სინთეზი.
·         შეძლოს წაკითხულის გააზრება  და  ლოგიკური დასკვნის გაკეთება.
შედეგები:
ქართ. I. 5.  მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ფონოლოგიური  უნარ-ჩვევები.
·         მოსმენილ წინადადებაში გამოყოფს სიტყვებს და სიმბოლური ნიშნით აღნიშნავს მათს რაოდენობას.
სიტყვებს შლის ბგერებად, ბგერებს აერთიანებს სიტყვებად;
·                     სიტყვას ყოფს მარცვლებად, მარცვლებს აერთიანებს სიტყვებად;
ქართ. I. 6. მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება.
·         ნაცნობ სიტყვებში ცნობს და წარმოთქვამს ასოებს;
·         ასოებს ამთლიანებს მარცვლებად, მარცვლებს - სიტყვებად;
·         სიტყვებში გამოყოფს და წარმოთქვამს მარცვლებს, მარცვლებში – ასოებს;
·         ასოებისაგან, მარცვლებისაგან აწყობს სიტყვას;
·         ცნობს ანბანის ყველა ასოს.

ქართ. I. 10. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წიგნთან მუშაობის საწყისი ჩვევები.
·         განარჩევს ერთმანეთისაგან წიგნის გარეკანს, თავფურცელს, სათაურს, ძირითად ტექსტს, ავტორის გვარსა და სახელს, ტექსტის ბოლოს მოცემულ კითხვებს;



წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებს აქვთ  დიდ წიგნთან მუშაობის გამოცდილება.
მოსწავლეები იცნობენ კითხვის სხვადასხვა სტრატეგიებს.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები  დაკვირვების საფუძველზე , შეფასების რუბრიკის გამოყენებით  შეფასდებიან განმავითარებელი  კომენტარებით.   
სასწავლო მასალა და ტექნიკური  რესურსები
დაფა, ცარცი, ყუთი, სათამაშო ფრინველი,  დიდი წიგნი, აქტივობის ბარათები.
გაკვეთილის მსვლელობა, მენეჯმენტი
            გაკვეთილის პირველი ფაზა
                      (გამოწვევა)
                         აქტივობა  #1
                           „ იდუმალი ყუთი“
ბავშვებმა  მინიშნებებით  უნდა ამოიცნონ  რა დევს იდუმალ ყუთში. ეს იქნება რომელიმე სათამაშო ფრინველი. გაიხსენებენ რა იციან  ფრინველების შესახებ. (3წთ)

               გაკვეთილის  მეორე  ფაზა
          ( შინაარსის  რეალიზება)
                       აქტივობა #2
 დიდი წიგნის წარდგენა.  წიგნის მახასიათებელი  ელემენტების გახსენება.  ილუსტრაციებში გასეირნება. ვარაუდების გამოთქმა.( 5 წთ)
                       აქტივობა #3
 ტექსტის კითხვა  კითხვის სხვადასხვა  სტრატეგიის გამოყენებით.(10 წთ)
                        აქტივობა #4
მსჯელობა პერსონაჟის  საქციელზე.
  შესაბამისი ანდაზის გახსენება.(3წთ)
          
             აქტივობა #5
 წაკითხვის შემდეგ გამოვლენილი  მოსწავლეთა მზაობის მიხედვით უპასუხებენ  კითხვებს აქტივობის ბარათებიდან.(3 წთ)

                       აქტივობა #6

ფონოლოგიური  სავარჯიშოების შესრულება:
ა)ტექსტიდან წინადადების  გამოყოფა.
ბ) წინადადებიდან სიტყვების გამოყოფა.
გ)სიტყვის დაშლა  მარცვლებად.
დ)მარცვლის დაშლა ბგერებად.
ე) მარცვლებიდან  სიტყვის მიღება.
ვ) სიტყვებიდან წინადადების  მიღება.(7წთ)
                         


                   გაკვეთილის  მესამე ფაზა
                    (გამთლიანება)
კითხვა -პასუხის გზით  აჯამებენ გაკვეთილს, გამოაქვთ დასკვნები. ( 4 წთ)

                                                  

                                                    
                                                        შეფასების   რუბრიკა
კრიტერიუმები
კარგი
საშუალო
უჭირს
გამოთქვამს ვარაუდებს



კითხულობს ტექსტს



ასრულებს  სავარჯიშოს



აკეთებს დასკვნას




გაკვეთილის გეგმა მათემატიკაში
პედაგოგი: ნინო ციცვიძე  (2016-2017 სასწავლო წელი)
გაკვეთილის მთავარი თემა
 შესაკრებთა  თვისებები

სწავლების საფეხური
დაწყებითი საფეხური. პირველი კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის 26 მოსწავლე. სსსმ  მოსწავლე  არ არის.
გაკვეთილის მნიშვნელობა ,აქტუალურობა
გაკვეთილი აქტუალურია იმ მხრივ, რომ მოსწავლეები ისწავლიან შეკრების ერთ-ერთ ფუნდამენტურ თვისებას
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მიზანი:
1.     მოსწავლეებმა შეძლონ   შეკრების ერთ-ერთი თვისების(გადანაცვლებადობის კანონის) შესწავლა და მისი გამოყენება პრაქტიკულ სავარჯიშოებში


შედეგები:
 რიცხვები და მოქმედებები
მათ. I.1. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები და რაოდენობები.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

· კითხულობს და წერს რიცხვებს; გამოსახავს მათ სხვადასხვა მოდელის გამოყენებით;
მათ. I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
ახდენს შეკრება-გამოკლების თვალსაჩინოდ დემონსტრირებას, განსაზღვრავს განსხვავებას (მაგალითად, “რამდენით გაიზარდა/შემცირდა?") და აღწერს რიცხვებს შორის დამოკიდებულებებს;

წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან რიცხვთა ნუმერაცია 20-ის ფარგლებში. შეუძლიათ თვლა წინ და უკან ერთისა და ორის ბიჯით. წერენ რიცხვებს  ციფრებით. ასრულებენ შეკრება-გამოკლებას 20-ის ფარგლებში.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები  დაკვირვების საფუძველზე , შეფასების რუბრიკის გამოყენებით  შეფასდებიან განმავითარებელი  კომენტარებით.   
სასწავლო მასალა და ტექნიკური  რესურსები
დაფა, ცარცი, საიდუმლო  ყუთი,თოჯინა-მაშა ,  თაბახის ფურცლები, საწერი კალმები,  რვეულები.  ფლიფჩარტი, მარკერი,   კომპიუტერი, პროექტორი,  მასწავლებლის მიერ შექმნილი  ელექტრონული რესურსი.
გაკვეთილის მსვლელობა, მენეჯმენტი
            გაკვეთილის პირველი ფაზა
                      (წინასწარ)
                         აქტივობა  #1
მათემატიკური თამაში:მათემატიკური ესტაფეტა“ მონაწილეობს ყველა ბავშვი.(3წთ)

                                   აქტივობა #2
                           „ იდუმალი ყუთი“
        ბავშვებმა მასწავლებლის  მინიშნებებით  უნდა ამოიცნონ  რა დევს იდუმალ ყუთში. ყუთში  იქნება - საყვარელი მულტფილმის გმირი  თოჯინა- მაშა. მას თან ექნება წერილი. წერილის  ტექსტი:
      „გამარჯობათ,  ჩემო საყვარელო ბავშვებო! მე თქვენ ძალიან მიყვარხართ.   ვიცი,   რომ  თქვენც გიყვარვართ, ამიტომ  მოვედი და რაღაც მინდა გთხოვოთ!    იმედია დამეხმარებით !დავალება მაქვს შესასრულებელი, მინდა  კარგად შევისწავლო  მათემატიკა.  წინასწარ გიხდით მადლობას“ (3წთ)



               გაკვეთილის  მეორე  ფაზა
                         ( განმავლობაში)

                                 აქტივობა#3
         ბავშვები  ასრულებენ  მაშას  დავალებას, რომელიც მან ელექტრონულად მოიტანა.  დავალებების შესრულების დროს  ისინი აღმოაჩენენ  შეკრების ერთ-ერთ თვისებას.  აღმოჩენას  დააფიქსირებენ ფლიფჩარტზე. (15 წთ)

                      აქტივობა #4
         ბავშვები განაწილებულები  არიან ჯგუფებში მზაობის მიხედვით.  დაბალი მზაობის მოსწავლეებს  მივცემ  თაბახის ფურცელზე  დაწერილ ტოლობას. მათ ევალებათ  შესაკრებებს შეუცვალონ ადგილები  და ჩაწერონ ტოლობა.
         საშუალო  მზაობის  მოსწავლეებს  ჯგუფში მივცემ  აქტივობის ბარათს.  ბარათზე მოცემულია ტოლობა  ერთნიშნა რიცხვების გამოყენებით.  მათ უნდა მოიფიქრონ  იგივე რიცხვების გამოყენებით   3 სხვა ტოლობა.   ამისთვის კი დასჭირდებათ  მათ მიერ აღმოჩენილი გადანაცვლებადობის კანონის გამოყენება.

         მაღალი მზაობის მოსწავლეებს კი გადავცემ  აქტივობის ბარათს.   სადაც მოცემულია ტოლობა ორნიშნა  რიცხვების გამოყენებით. მათ უნდა მოიფიქრონ და დაწერონ 3 სხვა ტოლობა იგივე რიცხვების გამოყენებით. დავალების შესასრულებლად  დასჭირდებათ  გადანაცვლებადობის კანონის გამოყენება. (5 წთ)
      ჯგუფების  პრეზენტაცია ( 5 წთ)

            გაკვეთილის  მესამე ფაზა
                    (შემდეგ)
        მივმართავ ბავშვებს  თხოვნით -  ვის  შეუძლია დღეს რაც  აღმოვაჩინეთ  აუხსნას მაშას.   როგორ გამოიყენოს  ეს აღმოჩენა  პრაქტიკაში.  ყველა ბავშვი ერთად  იმეორებს:  „შესაკრებთა  გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება“ (3 წთ)
    საშინაო  დავალება -სახელმძღვანელო. გვერდი 43. #6,7,8.     (1 წთ)
,                                                    

                                                    
                                                        შეფასების   რუბრიკა
კრიტერიუმები
კარგი
საშუალო
უჭირს
მონაწილეობს მათემატიკურ თამაშში-ადიდებს და ამცირებს რიცხვებს 1-2 ბიჯით



ხსნის მაშას  სავარჯიშოებს, ასრულებს  ჯგუფურ სამუშაოს



გამოაქვს დასკვნები



აჯამებს-უზიარებს მაშას  მიღებულ ცოდნას









                                 გაკვეთილის გეგმა  მათემატიკაში
                                 პირველი კლასი
                              პედაგოგი -ნინო ციცვიძე. 2017 წელი. 27 მარტი
გაკვეთილის მთავარი თემა
ეროვნული ფულის ნიშნები
სწავლების საფეხური
დაწყებითი. პირველი კლასი.
მოსწავლეთა პროფილი
კლაში 26 მოსწავლეა. სსსმ მოსწავლე არ არის.
გაკვეთილის მნიშვნელობა აქტუალურობა
გაკვეთილი მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ მოსწავლეები შეისწავლიან ეროვნულ ფულის ნიშნებს და მიღებულ ცოდნას გამოიყენებენ პრაქტიკაში
გაკვეთილის  მიზნები და შედეგები
გაკვეთილის მიზანიმათ. I.2. მოსწავლეს შეუძლია რიგობრივი რიცხვითი სახელების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         განასხვავებს და ასახელებს ეროვნული ფულის ნიშნებს (მონეტებს და ბანკნოტებს) 20-ის ფარგლებში.

წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან თვლა 20-ის ფარგლებში, ერთნიშნა რიცხვების შეკრება-გამოკლება. ერთნიშნა  რიცხვისა და ორნიშნა რიცხვის შეკრება - გამოკლება.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი კომენტარებით დაკვირვების საფუძველზე.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, საიდულო ყუთი, ეროვნული ფულის ბანკნოტები და მონეტები,  კომპიუტერი, პროექტორი, მასწავლებლის შექმნილი ტესტი იზი-ქვიზის პროგრამით,  სხვადასხვა ნივთები. გამოსაძახებელი ჩხირები.
გაკვეთილის მსვლელობა-საკლასო მენეჯმენტი
           გაკვეთილის მიმდინარეობა
             პირველი ფაზა( მთელი)
                          აქტივობა #1
    საშინაო დავალების შემოწმება(3 წთ)

                        აქტივობა #2
  საიდუმლო ყუთის წარდგენა.
 ბავშვებმა მინიშნებებით  უნდა გამოიცნონ რა დევს საიდუმლო ყუთში.  ( ყუთში იქნება ფული)
მინიშნება  1. არსებობს როგორც ქაღალდის ასევე  ლითონის.
                    2. მის გარეშე  ვერაფერს ვიყიდით
                     3. ყველას უნდა,  რომ ბევრი ჰქონდეს.(2წთ)

                         აქტივობა#3
                      (კითხვებზე  პასუხი)

     მას შემდეგ რაც ბავშვები  გამოიცნობენ  რა დევს საიდუმლო  ყუთში  დავსვავ კითხვებს:
1.      რა ჰქვია ქაღალდის ფულს?
2.      რა ჰქვია ლითონის ფულს?
3.      თქვენ  რომელ ბანკნოტებს იცნობთ?
4.      რომელ მონეტებს იცნობთ?
5.      ხომ არ იცნობთ უცხოურ ფულსაც?

მოხდება ბავშვების პასუხების  შევსება.(5წთ)

მეორე ფაზა (ნახევარი)
     აქტივობა #4

თამაში: „მაღაზიობანა“
მაღაზიაში გასაყიდ ნივთებს   ექნება  შესაბამისი ფასიც.ბავშვებს ვაძლევ ხელოვნურად დამზადებულ ფულს. წყვილები შედიან მაღაზიაში ერთი გამყიდველი, მეორე კი მყიდველი.  ბავშვები ვაჭრობენ და განმარტავენ  რის ყიდვას შეძლებენ არსებული თანხით,  რანდენი დარჩება ხურდა.  თან შესაბამისი მაგალითებით  გამოსახავენ  დახარჯულ თანხას,  დარჩენილ თანხას. მაგალითებს  რვეულშიც ჩაიწერენ.(15 წთ)

         მესამე ფაზა(მთელი)
           აქტივობა #5
          (კითხვა-პასუხი)
1.      რა ვისწავლეთ დღევანდელი გაკვეთილიდან?
2.      გავიხსენოთ ქაღალდის ფულის და ლითონის ფულის სახელები?
3.      რა  უნდა  ვიცოდეთ კარგად მაღაზიაში რომ ვივაჭროთ?
   აქტივობა #6
პროექტორით  ვაჩვენებ ბავშვებს easyQuizz-პროგრამაში  გაკეთებულ ტესტს ახალ მასალაზე. ერთობლივი  ინტერაქციით   გააკეთებენ ტესტს.

            საშინაო დავალება.  სახელმძღვანელო: გვერდი

                                 

No comments:

Post a Comment