edkemp-ის კონფერენცია 2-3 მარტი 2024 წელი

სამოდელო გაკვეთილები ახალი სქემით

         სამოდელო გაკვეთილის გეგმა  ქართულ ენაში
                 პირველი კლასი.
                 პედაგოგი: ნინო ციცვძე                       
                20.04.2017 წელი.
          პრიორიტეტული  გამჭოლი კომპეტენციები:
                                          წიგნიერება, ციფრული წიგნიერება, სემიოტიკური კომპეტენცია.


გაკვეთილის თემა
   „უსუნო ყვავილი“
სწავლების საფეხური
დაწყებითი  საფეხური. პირველი  კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის  26 მოსწავლე.   სსსმ მოსწავლე არ არის.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები

:   გაკვეთილის   მიზანი:
    მოსწავლეებმა შეძლონ :
1)      ახალი ტექსტის წაკითხვა .
2)      ტექსტის  გაგება- გააზრება.
      3) ტექსტის რომელიმე  ეპიზოდის დასურათება  ბუკის  პროგრამაში-paint.
       4)  ნახატის პრეზენტაცია.

        ესგ  სტანდარტი  ქართულში:
ქართ. I. 4. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ქმნის ტექსტის ცალკეული მონაკვეთის/მონაკვეთების ილუსტრაციებს და ასათაურებს მათ;
·         აფასებს მოსმენილს (მომეწონა / არ მომეწონა);
·         აფასებს პერსონაჟს და მის საქციელს (კეთილია / ბოროტია; კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა და ა.შ.);
·         იხსენებს მოსმენილის მსგავს ამბავს.
·         სვამს / პასუხობს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან დაკავშირებით;
ქართ. I. 6. მოსწავლეს შეუძლია ანბანური პრინციპის გაგება და გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა თუ:
·         ასოებს ამთლიანებს მარცვლებად, მარცვლებს - სიტყვებად;
ქართ. I. 7. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.[1]

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         წინადადების საზღვრების შესაბამისად აკეთებს პაუზას;
·         აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან.














წინასწარი ცოდნა
მოსწავლეების  უმეტესობას შეუძლიათ  გაბმულად კითხვა. ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.  განვითარებული აქვთ  კომპიუტერთან მუშაობის საწყისი უნარ-ჩვევები: ჩართვა-გამორთვა, კლავიატურის მოხმარება, პროგრამა paint-ში მუშაობა. შექმნილი პროდუქტის შენახვა მყარ დისკზე.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები დაკვირვების საფუძველზე შეფასდებიან  განმავითარებელი კომენტარებით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
   საიდუმლო ყუთი.  ყვავილი.  კომპიუტერი, პროექტორი, ბუკები, დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლებზე  დაბეჭდილი   მოთხრობის ტექსტი. მასწავლებლის  მიერ  პროგრამა  story jumper-ში შექმნილი ელექტრონული წიგნი.   ელექტრონული რესურსის მისამართი:  https://www.storyjumper.com/book/index/39180126/58ebf0326771b
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი.
კლასის ორგანიზაციის ფორმა:  ინდივიდუალური, წყვილები, მთელი  კლასი.
             გამოწვევა:
             #1 აქტივობა(2 წთ)
    გაკვეთილს დავიწყებ საიდუმლო ყუთის  წარდგენით. ყუთში მოთავსებულია  მექნება ნებისმიერი გაზაფხულის  ყვავილი. ბავშვებმა მინიშნებით უნდა ამოიცნონ რა დევს ყუთში.
 მინიშნებები:
არსებობს სხვადასხვა ფერის.
უმრავლესობას სასიამოვნო სუნი აქვს.
ზოგს სუნი არ აქვს. 
   მას შემდეგ რაც ბავშვები ამოიცნობენ რა დევს  საიდუმლო ყუთში  გადავალ მეორე აქტივობაზე.
       
              #2  აქტივობა (3 წთ)
  დაფაზე დავწერ  სიტყვას „ ყვავილი“  და შევადგენთ ასოციაციურ  რუკას.  რითაც გადავალ ახალი გაკვეთილის თემაზე.

               მეორე ფაზა
             #3  აქტივობა(8წთ)
მოსწავლეებს პროექტორით ვაჩვენებ  ტექსტის მიხედვით შექმნილ ელექტრონულ წიგნს: „უსუნო ყვავილი“.  გავისეირნებთ ილუსტრაციებში  და გამოთქვამენ ვარაუდებს. ტექსტს ჯერ წავიკითხავ საჩვენებელი კითხვით.  შემდეგ  კი ბავშვებთან  ერთად  ელექტრონულ წიგნში. ამის შემდეგ წავაკითხებ  თაბახის ფურცლებზე  გაგრძელებით.

           #4  აქტივობა(8წთ)
  ავხსნი ლექსიკურ ერთეულებს: ყმაწვილი,  კონა.
დავსვავ ტექსტის გასააზრებელ  კითხვებს:
სად ჩაარჭო ყმაწვილმა ყვავილი?
ვისი სიტყვები გაახსენდა ყმაწვილს? 
ეთანხმებით დედის დარიგებას?
რატომ?
როგორი ადამიანი იგულისხმება უსუნო ყვავილში?
თქვენ როგორი ადამიანი მიგაჩნიათ კარგ მეგობრად?
თქვენ როგორი მეგობარი ხართ?
გაიხსენებენ ანდაზას: “ხარი  ხართან რომ დააბა ან ზნეს იცვლის ან ფერსაო“

          მესამე ფაზა
            (შემდეგ)
         #5  აქტივობა
ვთხოვ ბავშვებს ჩართონ ბუკები. შევიდნენ  პროგრამა :   „paint”-ში და დაასურათონ მოთხრობის რომელიმე  ეპიზოდი.(7წთ)

               #6  აქტივობა
    ნახატების პრეზენტაცია.(6წთ)

     სარეზერვო  აქტივობა.
   პარალელის გავლება  რეალურ ცხოვრებასთან.
   თქვენ   ვისი  დარიგება  გახსენდებათ  ამ წუთში?
  შეგისრულებიათ  ეს დარიგება?

               #7 აქტივობა(1 წთ)
საშინაო  დავალება: გაიხსენონ  დედის დარიგება, რომელიც შეესაბამება მოთხრობას და დაწერონ .
  

        
 




   
 გაკვეთილის მნიშვნელობა, აქტუალურობა.
გაკვეთილი აქტუალურია იმ მხრივრომ  მოსწავლეებს  განუვითარდებათ   პრიორიტეტული  გამჭოლი  კომპეტენციები: წიგნიერება, ციფრული წიგნიერება, სემიოტიკური კომპეტენცია.   ასევე გაკვეთილისთვის შექმნილ ციფრულ   რესურსს  განვათავსებ  ბლოგზე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება კოლეგებისთვის და მათ საშუალება ექნებათ თავის გაკვეთილზე გამოიყენონ მზა რესურსი.





                                       მოსწავლეთა შეფასების  რუბრიკა
კრიტერიუმები
საშუალოზე დაბალი
საშუალო
კარგი
 კითხულობს  ტექსტს.
 პასუხობს  კითხვებზე
ახდენს ტექსტის დასურათებას.




აკეთებს  ნახატის პრეზენტაციას.







    


                                   გაკვეთილის რესურსი





Book titled 'უსუნო  ყვავილი'

                           გაკვეთილის რეფლექსია
ეროვნულ სასწავლო გეგმაში მკაფიოდაა ჩამოყალიბებული   9 პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენცია.  მიმაჩნია, რომ   სწორედ დაწყებითი საფეხურიდან,  პირველი კლასიდანვე  უნდა ვეცადოთ ამ კომპეტენციების განვითარებას.
      ამ მიზნით,  გადავწყვიტე  დამეგეგმა გაკვეთილი, რომელიც  მოსწავლეებს  განუვითარებდა    პრიორიტეტულ გამჭოლ კომპეტენციებს: წიგნიერებას,  ციფრულ წიგნიერებას და  სემიოტიკურ კომპეტენციას.
    ეს გაკვეთილი  სარგებელს მოუტანს დამსწრე  კოლეგებსაც. მათ  სურვილი გაუჩნდებათ  თვითონ დაგეგმონ  მსგავსი ტიპის გაკვეთილი.   კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე შეიტანონ გეგმაში გარკვეული  ცვლილებები და განახორციელონ პრაქტიკაში.  მოსწავლეებს  ამ გაკვეთილზე განუვითარდათ  მნიშვნელოვანი უნარები. როგორიცაა:  კითხვის,  ანალიზის,  კომპიუტერში  მუშაობის,  ტექსტის ილუსტრირების,  გაწერილ დროში  მუშაობის, პრეზენტაციის.
     გაკვეთილის გეგმით გათვალისწინებული  ყველა აქტივობა (სარეზერვო აქტივობის ჩათვლით)  განვახორციელე. აქედან  გამომდინარე ვთვლი, რომ მიზანს მივაღწიე.   ამ გაკვეთილის  ჩატარებამ შემძინა  გარკვეული გამოცდილება.  დავრწმუნდი, რომ  შემიძლია  მოსწავლეებს შევთავაზო  საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით  გამდიდრებული  გაკვეთილი. დაგეგმილმა  აქტივობებმა  გაზარდა   მათი მოტივაცია და ჩართულობა. ყველა მოსწავლე გრძნობდა   ჩემ  ყურადღებას.  გამიჩნდა სურვილი დავგეგმო ახალი, ამჯერად  ინტეგრირებული გაკვეთილი. ჩემ  კოლეგებს  ასევე   შეუძლიათ გამოიყენონ გაკვეთილისთვის შექმნილი  ელექტრონული რესურსი, თვითონ კი  დაზოგონ დრო. რესურსი განვათავსე  ინტერნეტსივრცეში,  საკუთარ ბლოგზე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. 
    ამ  გაკვეთილმა  სასწავლო პროცესი  გახადა  მოსწავლეზე უფრო მეტად  ორიერტირებული, რადგან მოსწავლეებს მივეცი  საშუალება გამოევლინათ  საკუთარი  ნიჭი  და შესაძლებლობა. ვფიქრობ,   სასწავლო  პროცესის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს  ასეთი გაკვეთილები. მართლაც ასე მოხდა,  აზერბაიჯანელ მოსწავლეებს  შედარებით  გაუჭირდათ ტექსტის გასააზრებელ  კითხვებზე პასუხის გაცემა, რადგან მათ არ აქვთ საკმარისი  ლექსიკური მარაგი,  მაგრამ ტექსტის შინაარსის  გაგება გამოჩნდა იქედან, რომ მათ  წარმატებით გაართვეს  თავი ილუსტრირებას.
    ბუკში ახალი ტექსტის ილუსტრირებას,   ერთი  მოსწავლის გარდა,  ყველამ გაართვა თავი.  ეს გამოიწვია იმან, რომ   არ გაიხსნა  ხატვის პროგრამა.  ვთვლი აქტივობამ წარმატებით  იმუშავა.  გაგრძელებით კითხვის დროს გამოჩნდა , რომ მოსწავლეთა  ნაწილი  კითხულობდა ასო-ასო, ნაწილი მარცვალ-მარცვალ, ნაწილი კი გაბმით.  რაც  გამოიწვია იმან,  რომ  ტექსტი იყო სრულიად უცხო, თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი და  პირველად წაიკითხეს ამ ფორმით. მეორე და მესამე გაკვეთილზე  დარწმუნებული ვარ  შედეგი  გაუმჯობესდება.  მოსწავლეების  ნაწილს უფრო მეტი მუშაობა ჭირდებათ კითხვის მიმართულებით.   დამატებითი მუშაობის ხარჯზე  გავაუმჯობესებ  მათ კითხვის უნარს. 
  ვიმედოვნებ,  მეორე  სამოდელო გაკვეთილზე წარმატებით გამოვიყენებ ამ გამოცდილებას  და  შეფასების ჯგუფის უკუკავშირს. 
            პედაგოგი: ნინო ციცვიძე




            ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკასა  და ხელოვნებაში
                 პედაგოგი: ნინო ციცვიძე

გაკვეთილის თემა
   ბრტყელი  გეომეტრიული ფიგურები და მათი გამოყენება  ხელოვნებაში.
სწავლების საფეხური
დაწყებითი  საფეხური.  პირველი  კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის  27 მოსწავლე.   სსსმ მოსწავლე არ არის.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები

:   გაკვეთილის   მიზანი
მოსწავლეებმა  შეძლონ:
  
·         ცოდნის გაღრმავება  გეომეტრიული  ფიგურებზე.
·         მათემატიკიდან და ხელოვნებიდან  მიღებული ცოდნის  გამოყენება  კეთებით  სწავლის პროცესში.
·         ცოდნის ტრანსფერი  ერთი საგნიდან მეორეში და პირიქით.
მოსწავლეებს განუვითარდეთ:
      გეომეტრიული ფიგურების  მოდელების  შედგენის უნარი.


მათ. I.6. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურის ამოცნობა და აღწერა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
 · ყოფითი დანიშნულების საგნებში ან მათ ილუსტრაციებში უთითებს დასახელებულ ბრტყელ ფიგურებს;
 · შეარჩევს მითითებული ფიგურის მოდელს შერეული გროვიდან;
· აღწერს მითითებულ გეომეტრიული ფიგურას (მაგალითად, ასახელებს მოცემული მრავალკუთხედის წვეროების რაოდენობას).

 მათ. I.7. მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების გამოსახვა და ობიექტთა ურთიერთმდებარეობის ამოცნობა. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  რომელიმე ხერხით  ქმნის დასახელებული ფორმის ბრტყელი ფიგურის მოდელს ან გამოსახულებას;
ს.გ.I.3. მოსწავლე აკვირდება გარემოში სხვადასხვა ფერს და ფორმას და შეუძლია დაკვირვების შედეგის ასახვა ნამუშევარში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·           გარემოში ამოიცნობს და ასახელებს მარტივ გეომეტრულ ფორმებს (სამკუთხედი, ოთხკუთხედი, წრე) და გამოსახავს ნამუშევარში;
·         ს.გ.I.1. მოსწავლეს შეუძლია  გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ერთ ან რამდენიმე  ძირითად ელემენტ და პრინციპ  ნამუშევრის შექმნისას.
      ქმნის მარტივ ორნამენტებს განმეორებადი ხაზების, ფერებისა და გეომეტრიული      ფიგურებისაგან;

ს.გ.I.2. მოსწავლეს შეუძლია მიმართს სხვადასხვა მასალას, ტექნიკას და პროცედურას   ნამუშევრის შექმნისას.
·           ფერადი ქაღალდებით, მუყაოთი, ბუნებრივი მასალით ქმნის აპლიკაციას, კოლაჟს; 
ს.გ.I.6.მოსწავლეს შეუძლია მუშაობ ინდივიდუალურად და სხვებთან ერთად.
·           ცდილობს დასმული ამოცანის გადაჭრას დამოუკიდებლად და მეწყვილესთან ერთად.


       





წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებს   შეუძლიათ   გეომეტრიული ფიგურების ამოცნობა. საგნების განსხვავება ერთმანეთისაგან სხვადასხვა ნიშნით( მაგ:ფორმა, ფერი, ზომა)  მეწყვილესთან ერთად ნამუშევრის შექმნა.  ნამუშევრის წარდგენა  თანაკლასელების  წინაშე.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები დაკვირვების საფუძველზე შეფასდებიან  განმავითარებელი კომენტარებით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
    მასწავლებლის შექმნილი რესურსი-ციფრული პრეზენტაცია. რესურსის მისამართი:  https://docs.google.com/presentation/d/1_Tg8RLmSP13o9T-hQ98AiqqxR0Mj6unpo_nBhfgqVC8/edit#slide=id.p3  კომპიუტერი, პროექტორი,  დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები, ფერადი ფურცლებისაგან გამოჭრილი გეომეტრიული ფიგურები,  წებო, სახაზავი, უბრალო ფანქარი, საშლელი, სახელმძღვანელო. მანიპულატივები, თოკი.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი.
კლასის ორგანიზაციის ფორმა:  ინდივიდუალური, წყვილები.
             გამოწვევა:
             #1 აქტივობა(10 წთ)
    გაკვეთილს დავიწყებ  ელექტრონული  რესურსის ჩვენებით. სლაიდებზე  განთავსებული დავალებები  ხელს შეუწყობს წინარე ცოდნის გააქტიურებას ორივე საგანში  მათემატიკასა და ხელოვნებაში.
 გაიხსენებენ: 
·         რა ნიშნებით განსხვავდებიან ფიგურები ერთმანეთისაგან?
·         ამოიცნობენ ფიგურებს
·         დაახასიათებენ  ფიგურებს
·         ხელოვნებიდან გაიხსენებენ  აპლიკაციას და ორნამენტს
·         სხვადასხვა მასალით შექმნის ტექნიკას
·         დაასახელებენ ფიგურებს რომლითაც იქმნება ორნამენტები და აპლიკაციები

                        მეორე ფაზა
                    #2  აქტივობა(7 წთ)
           დამოუკიდებელი სამუშაო.
წყვილებს დავურიგებ მანიპულატივებს და ვთხოვ შექმნან რომელიმე გეომეტრიული ფიგურის მოდელი, შემდეგ კი ეს მოდელი ჩახაზონ რვეულში. ერთ-ერთ წყვილს შეგნებულად მივცემ  3 ცალ ისეთი ზომის მანიპულატივს,  რომ  ვერ მოახერხონ სამკუთხედის შექმნა.  ბავშვებს  დავაფიქრებ- რის გამო  ვერ შეიქმნა   სამკუთხედი.  დააკვირდებიან და არ გაუჭირდებათ  იმის  თქმა,  რომ  2 გვერდი ძალიან პატარებია და ერთმანეთამდე  ვერ აღწევს.  ამის საფუძველზე  გავაკეთებთ  „აღმოჩენას“-- ყოველთვის  ნებისმიერი ზომის 3 გვერდისაგან ვერ შევქმნით სამკუთხედს,  სამკუთხედის შექმნა  დამოკიდებული  ყოფილა  გვერდების ზომებზე.

           #3  აქტივობა(2 წთ)
გამოსაძახებელი ჩხირებით გამოვიყვან ბავშვებს დაფასთან. ვთხოვ  თოკის გამოყენებით  შექმნან წრის მოდელი.

         
         #4  აქტივობა(1წთ)
დავსვამ  კითხვას:   როგორ ფიქრობთ  შეიძლება   თუ არა ჩვენთვის ცნობილი  გეომეტრიული ფიგურები გამოვიყენოთ აპლიკაციის  და ორნამენტის  შესაქმნელად?  სავარაუდოდ ბავშვები მიპასუხებენ-დიახ.  კიდევ როგორი ფორმებით იქმნება  აპლიკაცია და ორნამენტები?

               #5 აქტივობა (10 წთ)
    დავარიგებ  წყვილებში  თაბახის ფურცლებს და   წინა გაკვეთილზე გამოჭრილ გეომეტრიულ ფიგურებს. მათ თვითონ უნდა მოიფიქრონ რისი აპლიკაცია  შეიძლება გაკეთდეს  ამ ფიგურებით და  შექმნან  შესაბამისი ნამუშევარი. ასევე ზოგიერთ წყვილს  გადავცემ  თაბახზე   დახაზულ  ჩარჩოს.  მათი დავალება იქნება გააფორმონ  ორნამენტებით  ეს ნახაზი.   ორნამენტები კი შექმნან    სხვადასხვა ფერის, ერთნაირი ზომის,  გამოჭრილი  სამკუთხედებით, წრეებით და კვადრატებით. .   დაკვირვებული ბავშვები  მიხვდებიან, რომ  ორნამენტის შესაქმნელად  საჭიროა  ფიგურები რიტმულად მეორდებოდეს-ეს კი იქნება ჩვენი „ აღმოჩენა“, რომ  ორნამენტი ფიგურების რიტმული გამეორებით  იქმნება და მათ შორის მანძილებიც თანაბარია.

    
            მესამე ფაზა  (4 წთ)

აპლიკაციების  და ორნამენტების პრეზენტაცია.  ბავშვები ისაუბრებენ რა შექმნეს  და რომელი ფიგურები გამოიყენეს.
  

            სარეზერვო აქტივობა
როგორ შეიძლება გავჭრათ  ოთხკუთხედი და მივიღოთ  ორი სამკუთხედი?



              #7 აქტივობა(1 წთ)
              საშინაო  დავალება
ვინც  კლასში მუშაობდა ორნამენტების  შექმნაზე სახლში შექმნას  აპლიკაცია.  ვინც მუშაობდა  აპლიკაციაზე, სახლში შექმნას  ორნამენტი.
  

        
 




   
 გაკვეთილის მნიშვნელობა, აქტუალურობა.
გაკვეთილი აქტუალურია იმ მხრივრომ  მოსწავლეებს  განუვითარდებათ  სხვადასხვა სიტუაციაში მიღებული ცოდნის ტრანსფერის უნარი.    ცოდნის ინტეგრირების  უნარი.  გაკვეთილისთვის შექმნილ ციფრულ   რესურსს  განვათავსებ  ბლოგზე, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება კოლეგებისთვის და მათ საშუალება ექნებათ თავის გაკვეთილზე გამოიყენონ მზა რესურსი.





                                       მოსწავლეთა შეფასების  რუბრიკა
კრიტერიუმები
ახერხებს  ხარვეზებით
ახერხებს
კარგად ახერხებს
 იხსენებს  წინარე ცოდნას
 მუშაობს  მეწყვილესთან ერთად
ქმნის ფიგურის მოდელს, აპლიკაციას, ორნამენტს




აკეთებს  ნამუშევრის პრეზენტაციას.








             
ინტეგრირებული გაკვეთილის რეფლექსია
. დაწყებითი კლასების პედაგოგებს ხშირად გვეძლევა ინტეგრირებული სწავლების საშუალება. ამაში გვეხმარება ის,რომ ერთი პედაგოგი  რამდენიმე საგანს ასწავლის.   ისტ-ის ჩართვა  საგაკვეთილო  პროცესში  ხშირად   ხელს უწყობს სხვადასხვა დისციპლინის  ინტეგრირებას.  ინტეგრირებული გაკვეთილი კი  მოსწავლეებს საშუალებას აძლევს ამა თუ იმ საკითხს სხვადასხვა კუთხიდან შეხედონ,  გაამთლიანონ ყველა საგნიდან მიღებული ცოდნა.   ყველაფერი ეს კი  სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოს და ეფექტურს ხდის.
  ამ მიზნით გადავწყვიტე  ჩამეტარებინა ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკასა და ხელოვნებაში,  პირველ კლასში.  გაკვეთილის თემა:  ‘ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები და მათი გამოყენება ხელოვნებაში“.  გაკვეთილმა სრულიად მოიცვა ეროვნული სასწავლო გეგმის  ყველა შედეგი და ინდიკატორი, რაც გეომეტრიულ ფიგურებს  და მათ გამოყენებას შეესაბამებოდა ორივე საგნიდან.
     ამ ერთ კონკრეტულ  გაკვეთილზე  მოსწავლეებმა გაიაქტიურეს  წინარე ცოდნა ორივე საგნიდან.  გაიღმავეს  ცოდნა აღნიშნულ საკითხებზე.  კეთებით სწავლის პროცესში  აღმოაჩინეს, სამკუთხედების აგების და ორნამენტის შექმნის  ახალი  კანონზომიერებები.  წყვილში მუშაობის  დროს   გამოუმუშავდათ თანამშრომლობითი სწავლის უნარი, პრეზენტაციის უნარი. ყველაზე მთავარი-შეძლეს  ცოდნის ინტეგრირება.  ეს  ყველაფერი კი  თითოეულ  მოსწავლეს  უვითარებს ეგრეთ წოდებულ  21-ე  საუკუნის უნარებს.
     ჩატარებული გაკვეთილი სარგებლის მომტანი იყო ასევე დამსწრე კოლეგებისთვის.  მათ ნახეს როგორ შეიძლება დავაკავშიროთ ერთმანეთთან ორი სრულიად სხვადასვა  საგნობრივი ჯგუფის დისციპლინა.  როგორ მოვახერხოთ  ის, რომ ყველა ბავშვი აქტიურად ჩავრთოთ  ყველა აქტივობაში.  ყველა წყვილს მივცეთ ნამუშევრის წარდგენის  საშუალება. როგორ მივაჩვიოთ ბავშვები განსაზღვრულ დროში მუშაობას   და როგორ  გავხადოთ სწავლა   საინტერესო.  მათ გამოადგებათ ასევე ჩემს მიერ შექმნილი რესურსიც,  მცირეოდენი ცვლილების შედეგად  გამოიყენებენ   თავიანთ გაკვეთილებზე.
    გაკვეთილი გეგმის მიხედვით წარიმართა, ყველა  დაგეგმილი აქტივობა განვახორციელე, მოსწავლეები გავიდნენ შედეგზე, აქედან გამომდინარე ვთვლი , რომ მიზანს მივაღწიე.  ამ გაკვეთილის შემდეგ, კიდევ შევეცდები დავგეგმო ინტეგრირებული გაკვეთილები  სხვადასხვა საგნებში. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ  მართლაც საინტერესო და სასარგებლოა  ამ ტიპის გაკვეთილები მოსწავლეებისთვის.  კოლეგებმაც გამოთქვეს სურვილი,  თვითონაც დაგეგმონ და ჩაატარონ მსგავსი გაკვეთილები.
   ამ გაკვეთილზე  სასწავლო პროცესი გახდა უფრო მეტად ინტერაქტიური. გამოწვევის ფაზაზე ციფრული რესურსის გამოყენებამ  გაზარდა მოსწავლეთა ინტერესი და ჩართულობა.  შემდეგ ფაზებზეც   მოსწავლეთა ინტერესი  არ განელებულა. აქედან გამომდინარე  შემიძლია ვთქვა, რომ  სწორად დაგეგმილი აქტივობები,  მიზანთან და შედეგთან  შესაბამისი,  ეფექტურ სასწავლო პროცესს  განაპირობებს.
     და ბოლოს,  კიდევ ერთხელ ვაანალიზებ  რა ჩატარებულ გაკვეთილს, ვერ გამოვყოფ  წარმატებულ აქტივობას და წარუმატებელს.  ყველა  საინტერესო და წარმატებული აღმოჩნდა.  ხელახლა რომ ჩამეტარებინა ეს გაკვეთილი  ალბათ უფრო მეტ განმავითარებელ კომენტარებს  მივცემდი ბავშვებს, ვიდრე ამ გაკვეთილზე  მოვახერხე.  მომავლისთვისაც იგივეს გავითვალისწინებ, ასევე  გავითვალისწინებ შეფასების ჯგუფის  უკუკავშირს.

         ნინო  ციცვიძე 

19.05.2017

                                გაკვეთილის  ფოტო მასალა





















    






ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილის გეგმა  ქართულ ენასა და ბუნებაში
მასწავლებლის სახელი გვარი-ნინო ციცვიძე
პირადი ნომერი-12001075887
საგანი-ქართული ენა,  ბუნებისმეტყველება
დაწყებითი საფეხური, მესამე კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა 25.    სსსმ  მოსწავლე-1.
გაკვეთილის  თემა   ქართული ენა - „ბაბუაწვერა“, ბუნება- „მცენარის ძირითადი ორგანოების აგებულება და ფუნქციები“
გაკვეთილის მიზანი-  მოსწავლეებმა შეძლონ:
·         ახალი მხატვრული ტექსტის წაკითხვა;
·         ტექსტის გაგება-გააზრება;
·         ცოდნის ტრანსფერი   ქართულ ენასა და  ბუნებას  შორის            კერძოდ ყვავილოვანი მცენარის აგებულებისა და ორგანოების ფუნქციის  დაკავშირება  ლიტერატურული ნაწარმოების  პერსონაჟის მოქმედებასთან.
·          ბუნებრივი მოვლენის-ქარის დახასიათება.

                   გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები


      
            ესგ-ის სტანდარტი  ქართულ ენაში:
ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა
მოსწავლე :
·         აღწერს და ახასიათებს პერსონაჟებს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით;
·            ავლებს პარალელს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავსა და პირად/ლიტერატურულ გამოცდილებას შორის;
·          მარტივი გამოთქმებით („მომწონს / არ მომწონს“, „საინტერესოა / უინტერესოა“, „ვეთანხმები/ არ ვეთანხმები“, „ერთგულია / მოღალატეა“, „მამაცია / მხდალია“ და ა. შ.) აფასებს ნაწარმოებს, პერსონაჟებს, მათს საქციელს და ცდილობს საკუთარი მოსაზრების ახსნას („არ ვეთანხმები იმიტომ, რომ...“, „საინტერესოა იმით, რომ...“ და ა. შ.).

ქართ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა
თავისუფლად კითხულობს ნაცნობ და უცნობ სიტყვებს, ცდილობს დაიცვას სათანადო ტემპი;
 ხმამაღლა, თავისუფლად კითხულობს მასწავლებლის მიერ მითითებულ ეპიზოდს, მცირე ზომის ტექსტებს;
  ხმამაღლა კითხვისას იცავს პაუზას სასვენ ნიშნებთან.
·          ბუნ.III.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს  ყვავილოვანი მცენარეების ზოგადი დახასიათება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:  ამოიცნობს ყვავილოვანი მცენარის ძირითად ორგანოებს და მსჯელობს მათი დანიშნულების შესახებ (ფესვი - წყლის შეწოვა, ღერო  - წყლისა და საკვების გატარება, ფოთოლი - საკვების წარმოქმნა, ყვავილი - თესლისა და ნაყოფის წარმოქმნა გასამრავლებლად); აკვირდება და აღწერს ყვავილოვანი მცენარეების ზოგიერთ გარეგნულ ნიშანს (მაგ., ეკლები, თესლის გავრცელების სამარჯვები, ფესვის სიგრძე და ფორმა), გამოთქვამს ვარაუდს, თუ როგორ ეხმარება ესა თუ ის ნიშან-თვისება მცენარეს გარემოსთან შეგუებაში
·         ბუნ.III.7. მოსწავლემ უნდა შეძლოს ამინდის განმსაზღვრელი  ბუნებრივი მოვლენების დახასიათება.  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:  ჩამოთვლის და ახასიათებს მისთვის ნაცნობ ბუნებრივ მოვლენებს (მაგ., წვიმა, სეტყვა, ცისარტყელა, თოვლი, ქარი, ჭექა-ქუხილი





# აქტივობის მიზანი  და აღწერა გამოყენებული მეთოდი, მეთოდები კლასის ორგანიზების ფორმები სასწავლო რესურსები დრო(წთ)
1

2
კლასთან მისალმება. გაკვეთილის თემის, მიზნის,  შეფასების რუბრიკების გაცნობა.

მიზანი-მოსწავლეთა მოტივაციის  გაზრდა.
აღწერა-    გაკვეთილს დავიწყებ საიდუმლო ყუთის  წარდგენით. ყუთში მოთავსებული  მექნება   ჰერბარიუმიდან  აღებული მცენარე ბაბუაწვერა. ბავშვებმა მინიშნებით უნდა ამოიცნონ რა დევს ყუთში.
 მინიშნებები:

იზრდება მინდორში,  ზოგჯერ ჩვენს ეზოებშიც. არის ბალახოვანი მცენარე. აქვს ყვითელი  ფერის ყვავილი.  მას წერილებს და სურვილებს   ატანენ  ხოლმე ბავშვები.
   მას შემდეგ რაც ბავშვები ამოიცნობენ რა დევს  საიდუმლო ყუთში  გადავალ მეორე აქტივობაზე.

ვერბალური კომუნიკაცია

„საიდუმლო ყუთი“
მთელი კლასი

მთელი კლასი
მოსწავლის შეფასების რუბრიკები ფლიფჩარტზე

საიდუმლო ყუთი, მცენარე ბაბუაწვერა
2 წთ


2 წთ.
3 მიზანი-ახალი ტექსტის გაცნობა
აღწერა-მოსწავლეებს  წავაკითხებ  მოთხრობის ტექსტს  ჯერ ერთობლივა,   შემდეგ კი გაგრძელებით.  

ქოროში კითხვა
გაგრძელებით კითხვა
მთელი კლასი
ინდივიდუალური
თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი ტექსტი 8 წთ
4 მიზანი-ყველა სიტყვის მნიშვნელობის გაგება
აღწერა-ბავშვები  თავად  შეეცდებიან განმარტონ  სიტყვები, შეადგინონ ამ სიტყვებზე წინადადებები.
ვერბალური ინტერაქცია მთელი კლასი დაფა, ცარცი 2 წთ
5 მიზანი-წაკითხულის გააზრება
აღწერა-მასწავლებელი დასვავს ტექსტის გასააზრებელ კითხვებს:
1)      მოთხრობის მიხედვით, როგორი  ყვავილია ბაბუაწვერა?
2)      რა გადაწყვიტა მან?
3)      როგორ დასრულდა მისი მცდელობა?
4)      ვინ ესტუმრა ბაბუაწვერას?
5)      შეძლეს თუ არა მათ დახმარება?
6)      ვისი ხმა გაიგონა ბაბუაწვერამ?
7)      რისი შეეშინდა ბაბუაწვერს?
8)      რამ შეუწყო ხელი ბაბუაწვერას გაფრენაში?
9)      სად გაფრინდა იგი?
10)  რატომ იყო ბედნიერი ბაბუაწვერა?

ვერბალური ინტერაქცია მთელი  კლასი -------------- 3 წთ
6 მიზანი-ტრანსფერის უნარის განვითარება
აღწერა-მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს   მოეწყონ  ჯგუფებად.    გაიხსენებენ ჯგუფური მუშაობის წესებს და იწყებენ მუშაობას.
 სსსმ მოსწავლე  დახატავს ყვავილოვან მცენარეს  და  აღნიშნავს ძირითადი ორგანოებს.
    პირველი ჯგუფის დავალება- ტექსტში ვკითხულობთ:      „ერთ დღეს გადაწყვიტა ფრენა ესწავლა. მაგრამ ფესვებით  მიწაზე იყო მიბმული და არ  იცოდა რა ექნა.“
 დავალება- დახატე როგორი ფესვთა სისტემა აქვს  ბაბუაწვერას. გაიხსენე ფესვის ფუქციები. იმსჯელე  რა მოუვიდიდა ბაბუაწვერას  ფესვები რომ მიწაში დაეტოვებინა და  პეპელას და ბზიკებს  გაჰყოლოდა .
     მეორე ჯგუფის დავალება.  ტექსტში ვკითხულობთ-„. მას ადრე დედა უამბობდა, რომ ადამიანები  ზოგჯერ   ცუდად იქცევიან.  ფოთლებს  დაგაწიწკნიან.“
დავალება- დახატე ბაბუაწვერას ფოთლები. იმსჯელე, რატომ ეშინოდა ბაბუაწვერას ფოთლების დაწიწკვნის? რა მოხდებოდა თუ ბაბუაწვერა  უფოთლებოდ დარჩებოდა?
     მესამე ჯგუფის დავალება.
ტექსტში ვკითხულობთ-„ფეხს დაგადგამენ. ყვავილს მოგაწყვეტენო.“ დავალება-დახატე ბაბუაწვერას ყვავილი.  იმსჯელე რატომ ეშინოდა ბაბუაწვერას ყვავილის  მოწყვეტის?  რისგან შედგება ყვავილი?  რა მნიშვნელობა აქვს მას მცენარისათვის?
      მეოთხე ჯგუფის დავალება
 ტექსტში ვკითხულობთ: „მინდორში ცხოვრობდა პატარა  ბაბუაწვერა. ის ძალიან მოუსვენარი იყო. ხან პეპელას შეუღიტინებდა, ხან ბზიკებს აბრაზებდა.“
დავალება- დახატე პეპელა და
ბზიკი. იმსჯელე რატომ მოდიოდნენ ბაბუაწვერასთან პეპლები და ბზიკები.
        მეხუთე ჯგუფის დავალება
  ტექსტში ვკითხულობთ: „არა,  არ მოწყვიტო.  თუ გინდა სული შეუბერე -უთხრა დედამ.ბავშვი მიუახლოვდა ბაბუაწვერას. უცებ   თითქოს  თბილი ქარი ამოვარდა. ბაბუაწვერამ იგრძნო, რომ  ადგილს მოსწყდა და ჰაერში აფარფატდა.“
დავალება- დახატე  ბაბუაწვერას თესლის სამარჯვები. იმსჯელე  რა მნიშვნელობა აქვს თესლის  სამარჯვებს  ამ მცენარისთვის. რისთვის არის საჭირო  ქარი და სულის შებერვა?

მეექვსე  ჯგუფის დავალება
ტექსტში  ვკითხულობთ: „შენ როგორ დაფრინავო  ჰკითხა ბაბუაწვერამ. ქარს უნდა დაელოდოო, მოვა და  თვითონ გაგაფრენსო უთხრა ფოთოლმა.  ელოდა, ელოდა ქარს , მაგრამ  ქარი არ ჩანდა.“
დავალება-დახატე ქარიანი ამინდი. იმსჯელე როგორ წარმოიწმნება ეს ბუნებრივი მოვლენა? რამდენი სახის არსებობს? რა მნიშვნელობა აქვს მას ყვავილოვანი მცენარეებისთვის?



ჯგუფური მუშაობა ჯგუფები თაბახის ფურცლები, უბრალო ფანქარი, ფერადი ფანქრები, კალამი,  საშლელი 5წთ
7 მიზანი -ჯგუფმა შეძლოს კლასის წინაშე ნაშრომის წარდგენა.
აღწერა-ყველა ჯგუფი გამოდის  დაფასთან, წარმოადგენს ნაშრომს და პასუხობს მასწავლებლის კითხვებს. თავის ნაშრომს წარმოადგენს სსსმ მოსწავლეც.
ჯგუფური პრეზენტაცია ჯგუფები თაბახის ფურცლები, მაგნიტები, მაგნიტური დაფა 18 წთ
8    მიზანი-მოსწავლეებმა შეძლონ გაკვეთილის შეჯამება
აღწერა-მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს  შეაჯამონ გაკვეთილი ერთი წინადადებით .
 მიზანი- მოსწავლეებმა ჩაინიშნონ  საშინაო დავალება.
  აღწერა- მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს  გააგრძელონ მოთხრობა.
ვერბალური კომუნიკაცია მთელი კლასი ----------- 3წთ



2 წთ



                    გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები

მოსწავლეები კითხულობენ ახალ ტექსტს;
მოსწავლეები იაზრებენ წაკითხულს;
ახდენენ ცოდნის ტრანსფერს: ყვავილოვანი მცენარეების აგებულებასა და ფუნქციებს აკავშირებენ   პერსონაჟის  მოქმედებასთან.
   ახასიათებენ  ბუნებრივ მოვლენას-ქარს.





                            მოსწავლის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
საშუალო
კარგი
საუკეთესო
კითხულობს ახალ ტექსტს
კითხულობს მასწავლებლის დახმარებით, უჭირს ზოგირთი სიტყვის ამოკითხვა
კითხულობს დამოუკიდებლად, არ აქცევს ყურადრებას სასვენ ნიშნებს და ინტონაციას
კითხულობს გაწაფულად
იაზრებს წაკითხულს
პასუხობს ზოგიერთ კითხვაზე მასწავლებლის დახმარებით
პასუხობს კითხვების უმეტესობას
პასუხობს ყველა კითხვას სწორად და სხარტად
ახდენს ცოდნის ტრანსფერს საგანთა შორის
უჭირს ცოდნის ტრანსფერი, ახერხებს იშვიათად მასწავლებლის დახმარებით
უმეტეს შემთხვევაში ახერხებს ცოდნის ინტეგრირებას
ტექსტის ყველა მითითებულ მონაკვეთს აკავშირებს ბუნების გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნასთან

                                    ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
საშუალო
კარგი
საუკეთესო
ჯგუფის წევრების  ჩართულობა
ჩართულია 1-2 წევრი
ჩართულია უმეტესობა
ჩართულია ყველა წევრი
ჯგუფის წევრების შეთანხმებული მუშაობა
ხშირად ჭირდებათ წესების შეხსენება
იშვიათად იღებენ შენიშვნას
მუშაობენ სეთანხმებულად


დროის ლიმიტის დაცვა
ვერ  ასწრებს  განსაზღვრულ დროში სამუშაოს
მასწავლებლის შეხსენებით  თითქმის ასწრებს
ზედმიწევნით იცავს დროს
ჯგუფის პრეზენტაცია
უჭირთ პრეზენტაციის გაკეთება
აკეთებენ პრეზენტაციას  მცირედი შენიშვნებით
აკეთებენ პრეზენტაციას დამაჯერებლად

 ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილის გეგმა  ქართულ ენასა და ბუნებაში
მასწავლებლის სახელი გვარი-ნინო ციცვიძე
პირადი ნომერი-12001075887
საგანი-ქართული ენა,  ბუნებისმეტყველება
დაწყებითი საფეხური, მესამე კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა 25.    სსსმ  მოსწავლე-1.
გაკვეთილის  თემა   ქართული ენა - „ბაბუაწვერა“, ბუნება- „მცენარის ძირითადი ორგანოების აგებულება და ფუნქციები“
გაკვეთილის მიზანი-  მოსწავლეებმა შეძლონ:
·         ახალი მხატვრული ტექსტის წაკითხვა;
·         ტექსტის გაგება-გააზრება;
·         ცოდნის ტრანსფერი   ქართულ ენასა და  ბუნებას  შორის            კერძოდ ყვავილოვანი მცენარის აგებულებისა და ორგანოების ფუნქციის  დაკავშირება  ლიტერატურული ნაწარმოების  პერსონაჟის მოქმედებასთან.
·          ბუნებრივი მოვლენის-ქარის დახასიათება.

                   გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები


      
            ესგ-ის სტანდარტი  ქართულ ენაში:
ქართ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი დამოკიდებულების გამოხატვა ტექსტის თემის, მასში განხილული საკითხების მიმართ; მხატვრული ნაწარმოების პერსონაჟ(ებ)ის, მისი/მათი ქცევის შეფასება და საკუთარი თვალსაზრისის ახსნა
მოსწავლე :
·         აღწერს და ახასიათებს პერსონაჟებს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით;
·            ავლებს პარალელს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავსა და პირად/ლიტერატურულ გამოცდილებას შორის;
·          მარტივი გამოთქმებით („მომწონს / არ მომწონს“, „საინტერესოა / უინტერესოა“, „ვეთანხმები/ არ ვეთანხმები“, „ერთგულია / მოღალატეა“, „მამაცია / მხდალია“ და ა. შ.) აფასებს ნაწარმოებს, პერსონაჟებს, მათს საქციელს და ცდილობს საკუთარი მოსაზრების ახსნას („არ ვეთანხმები იმიტომ, რომ...“, „საინტერესოა იმით, რომ...“ და ა. შ.).

ქართ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა
თავისუფლად კითხულობს ნაცნობ და უცნობ სიტყვებს, ცდილობს დაიცვას სათანადო ტემპი;
 ხმამაღლა, თავისუფლად კითხულობს მასწავლებლის მიერ მითითებულ ეპიზოდს, მცირე ზომის ტექსტებს;
  ხმამაღლა კითხვისას იცავს პაუზას სასვენ ნიშნებთან.
·          ბუნ.III.2. მოსწავლემ უნდა შეძლოს  ყვავილოვანი მცენარეების ზოგადი დახასიათება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:  ამოიცნობს ყვავილოვანი მცენარის ძირითად ორგანოებს და მსჯელობს მათი დანიშნულების შესახებ (ფესვი - წყლის შეწოვა, ღერო  - წყლისა და საკვების გატარება, ფოთოლი - საკვების წარმოქმნა, ყვავილი - თესლისა და ნაყოფის წარმოქმნა გასამრავლებლად); აკვირდება და აღწერს ყვავილოვანი მცენარეების ზოგიერთ გარეგნულ ნიშანს (მაგ., ეკლები, თესლის გავრცელების სამარჯვები, ფესვის სიგრძე და ფორმა), გამოთქვამს ვარაუდს, თუ როგორ ეხმარება ესა თუ ის ნიშან-თვისება მცენარეს გარემოსთან შეგუებაში
·         ბუნ.III.7. მოსწავლემ უნდა შეძლოს ამინდის განმსაზღვრელი  ბუნებრივი მოვლენების დახასიათება.  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:  ჩამოთვლის და ახასიათებს მისთვის ნაცნობ ბუნებრივ მოვლენებს (მაგ., წვიმა, სეტყვა, ცისარტყელა, თოვლი, ქარი, ჭექა-ქუხილი





# აქტივობის მიზანი  და აღწერა გამოყენებული მეთოდი, მეთოდები კლასის ორგანიზების ფორმები სასწავლო რესურსები დრო(წთ)
1

2
კლასთან მისალმება. გაკვეთილის თემის, მიზნის,  შეფასების რუბრიკების გაცნობა.

მიზანი-მოსწავლეთა მოტივაციის  გაზრდა.
აღწერა-    გაკვეთილს დავიწყებ საიდუმლო ყუთის  წარდგენით. ყუთში მოთავსებული  მექნება   ჰერბარიუმიდან  აღებული მცენარე ბაბუაწვერა. ბავშვებმა მინიშნებით უნდა ამოიცნონ რა დევს ყუთში.
 მინიშნებები:

იზრდება მინდორში,  ზოგჯერ ჩვენს ეზოებშიც. არის ბალახოვანი მცენარე. აქვს ყვითელი  ფერის ყვავილი.  მას წერილებს და სურვილებს   ატანენ  ხოლმე ბავშვები.
   მას შემდეგ რაც ბავშვები ამოიცნობენ რა დევს  საიდუმლო ყუთში  გადავალ მეორე აქტივობაზე.

ვერბალური კომუნიკაცია

„საიდუმლო ყუთი“
მთელი კლასი

მთელი კლასი
მოსწავლის შეფასების რუბრიკები ფლიფჩარტზე

საიდუმლო ყუთი, მცენარე ბაბუაწვერა
2 წთ


2 წთ.
3 მიზანი-ახალი ტექსტის გაცნობა
აღწერა-მოსწავლეებს  წავაკითხებ  მოთხრობის ტექსტს  ჯერ ერთობლივა,   შემდეგ კი გაგრძელებით.  

ქოროში კითხვა
გაგრძელებით კითხვა
მთელი კლასი
ინდივიდუალური
თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი ტექსტი 8 წთ
4 მიზანი-ყველა სიტყვის მნიშვნელობის გაგება
აღწერა-ბავშვები  თავად  შეეცდებიან განმარტონ  სიტყვები, შეადგინონ ამ სიტყვებზე წინადადებები.
ვერბალური ინტერაქცია მთელი კლასი დაფა, ცარცი 2 წთ
5 მიზანი-წაკითხულის გააზრება
აღწერა-მასწავლებელი დასვავს ტექსტის გასააზრებელ კითხვებს:
1)      მოთხრობის მიხედვით, როგორი  ყვავილია ბაბუაწვერა?
2)      რა გადაწყვიტა მან?
3)      როგორ დასრულდა მისი მცდელობა?
4)      ვინ ესტუმრა ბაბუაწვერას?
5)      შეძლეს თუ არა მათ დახმარება?
6)      ვისი ხმა გაიგონა ბაბუაწვერამ?
7)      რისი შეეშინდა ბაბუაწვერს?
8)      რამ შეუწყო ხელი ბაბუაწვერას გაფრენაში?
9)      სად გაფრინდა იგი?
10)  რატომ იყო ბედნიერი ბაბუაწვერა?

ვერბალური ინტერაქცია მთელი  კლასი -------------- 3 წთ
6 მიზანი-ტრანსფერის უნარის განვითარება
აღწერა-მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს   მოეწყონ  ჯგუფებად.    გაიხსენებენ ჯგუფური მუშაობის წესებს და იწყებენ მუშაობას.
 სსსმ მოსწავლე  დახატავს ყვავილოვან მცენარეს  და  აღნიშნავს ძირითადი ორგანოებს.
    პირველი ჯგუფის დავალება- ტექსტში ვკითხულობთ:      „ერთ დღეს გადაწყვიტა ფრენა ესწავლა. მაგრამ ფესვებით  მიწაზე იყო მიბმული და არ  იცოდა რა ექნა.“
 დავალება- დახატე როგორი ფესვთა სისტემა აქვს  ბაბუაწვერას. გაიხსენე ფესვის ფუქციები. იმსჯელე  რა მოუვიდიდა ბაბუაწვერას  ფესვები რომ მიწაში დაეტოვებინა და  პეპელას და ბზიკებს  გაჰყოლოდა .
     მეორე ჯგუფის დავალება.  ტექსტში ვკითხულობთ-„. მას ადრე დედა უამბობდა, რომ ადამიანები  ზოგჯერ   ცუდად იქცევიან.  ფოთლებს  დაგაწიწკნიან.“
დავალება- დახატე ბაბუაწვერას ფოთლები. იმსჯელე, რატომ ეშინოდა ბაბუაწვერას ფოთლების დაწიწკვნის? რა მოხდებოდა თუ ბაბუაწვერა  უფოთლებოდ დარჩებოდა?
     მესამე ჯგუფის დავალება.
ტექსტში ვკითხულობთ-„ფეხს დაგადგამენ. ყვავილს მოგაწყვეტენო.“ დავალება-დახატე ბაბუაწვერას ყვავილი.  იმსჯელე რატომ ეშინოდა ბაბუაწვერას ყვავილის  მოწყვეტის?  რისგან შედგება ყვავილი?  რა მნიშვნელობა აქვს მას მცენარისათვის?
      მეოთხე ჯგუფის დავალება
 ტექსტში ვკითხულობთ: „მინდორში ცხოვრობდა პატარა  ბაბუაწვერა. ის ძალიან მოუსვენარი იყო. ხან პეპელას შეუღიტინებდა, ხან ბზიკებს აბრაზებდა.“
დავალება- დახატე პეპელა და
ბზიკი. იმსჯელე რატომ მოდიოდნენ ბაბუაწვერასთან პეპლები და ბზიკები.
        მეხუთე ჯგუფის დავალება
  ტექსტში ვკითხულობთ: „არა,  არ მოწყვიტო.  თუ გინდა სული შეუბერე -უთხრა დედამ.ბავშვი მიუახლოვდა ბაბუაწვერას. უცებ   თითქოს  თბილი ქარი ამოვარდა. ბაბუაწვერამ იგრძნო, რომ  ადგილს მოსწყდა და ჰაერში აფარფატდა.“
დავალება- დახატე  ბაბუაწვერას თესლის სამარჯვები. იმსჯელე  რა მნიშვნელობა აქვს თესლის  სამარჯვებს  ამ მცენარისთვის. რისთვის არის საჭირო  ქარი და სულის შებერვა?

მეექვსე  ჯგუფის დავალება
ტექსტში  ვკითხულობთ: „შენ როგორ დაფრინავო  ჰკითხა ბაბუაწვერამ. ქარს უნდა დაელოდოო, მოვა და  თვითონ გაგაფრენსო უთხრა ფოთოლმა.  ელოდა, ელოდა ქარს , მაგრამ  ქარი არ ჩანდა.“
დავალება-დახატე ქარიანი ამინდი. იმსჯელე როგორ წარმოიწმნება ეს ბუნებრივი მოვლენა? რამდენი სახის არსებობს? რა მნიშვნელობა აქვს მას ყვავილოვანი მცენარეებისთვის?



ჯგუფური მუშაობა ჯგუფები თაბახის ფურცლები, უბრალო ფანქარი, ფერადი ფანქრები, კალამი,  საშლელი 5წთ
7 მიზანი -ჯგუფმა შეძლოს კლასის წინაშე ნაშრომის წარდგენა.
აღწერა-ყველა ჯგუფი გამოდის  დაფასთან, წარმოადგენს ნაშრომს და პასუხობს მასწავლებლის კითხვებს. თავის ნაშრომს წარმოადგენს სსსმ მოსწავლეც.
ჯგუფური პრეზენტაცია ჯგუფები თაბახის ფურცლები, მაგნიტები, მაგნიტური დაფა 18 წთ
8    მიზანი-მოსწავლეებმა შეძლონ გაკვეთილის შეჯამება
აღწერა-მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს  შეაჯამონ გაკვეთილი ერთი წინადადებით .
 მიზანი- მოსწავლეებმა ჩაინიშნონ  საშინაო დავალება.
  აღწერა- მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს  გააგრძელონ მოთხრობა.
ვერბალური კომუნიკაცია მთელი კლასი ----------- 3წთ



2 წთ



                    გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები

მოსწავლეები კითხულობენ ახალ ტექსტს;
მოსწავლეები იაზრებენ წაკითხულს;
ახდენენ ცოდნის ტრანსფერს: ყვავილოვანი მცენარეების აგებულებასა და ფუნქციებს აკავშირებენ   პერსონაჟის  მოქმედებასთან.
   ახასიათებენ  ბუნებრივ მოვლენას-ქარს.





                            მოსწავლის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
საშუალო
კარგი
საუკეთესო
კითხულობს ახალ ტექსტს
კითხულობს მასწავლებლის დახმარებით, უჭირს ზოგირთი სიტყვის ამოკითხვა
კითხულობს დამოუკიდებლად, არ აქცევს ყურადრებას სასვენ ნიშნებს და ინტონაციას
კითხულობს გაწაფულად
იაზრებს წაკითხულს
პასუხობს ზოგიერთ კითხვაზე მასწავლებლის დახმარებით
პასუხობს კითხვების უმეტესობას
პასუხობს ყველა კითხვას სწორად და სხარტად
ახდენს ცოდნის ტრანსფერს საგანთა შორის
უჭირს ცოდნის ტრანსფერი, ახერხებს იშვიათად მასწავლებლის დახმარებით
უმეტეს შემთხვევაში ახერხებს ცოდნის ინტეგრირებას
ტექსტის ყველა მითითებულ მონაკვეთს აკავშირებს ბუნების გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნასთან

                                    ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
საშუალო
კარგი
საუკეთესო
ჯგუფის წევრების  ჩართულობა
ჩართულია 1-2 წევრი
ჩართულია უმეტესობა
ჩართულია ყველა წევრი
ჯგუფის წევრების შეთანხმებული მუშაობა
ხშირად ჭირდებათ წესების შეხსენება
იშვიათად იღებენ შენიშვნას
მუშაობენ სეთანხმებულად


დროის ლიმიტის დაცვა
ვერ  ასწრებს  განსაზღვრულ დროში სამუშაოს
მასწავლებლის შეხსენებით  თითქმის ასწრებს
ზედმიწევნით იცავს დროს
ჯგუფის პრეზენტაცია
უჭირთ პრეზენტაციის გაკეთება
აკეთებენ პრეზენტაციას  მცირედი შენიშვნებით
აკეთებენ პრეზენტაციას დამაჯერებლად
 მასწავლებლის ხელისმოწერა:   ნინო ციცვიძე

24.12.2018წელი


                                                             სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
          2018 წლის  24 დეკემბერს ჩავატარე სამოდელო  ინტეგრირებული  გაკვეთილი  ქართულ ენასა და ბუნებაში, მესამე კლასში.  გაკვეთილის თემა ქართულ ენაში: „ბაბუაწვერა“.  გაკვეთილის თემა ბუნებაში: „ყვავილოვანი მცენარის აგებულება  და  ფუნქციები“.
           ახალ ესგ-ში მკაფიოდაა ჩამოყალიბებული ცოდნის   სამი ტიპი: დეკლარატიული, პროცედურული და  პირობისეული. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს  დეკლარატიული და პროცედურული ცოდნის  გამოყენების პირობების გააზრებას და სხვადასხვა კონსტექსტში ტრანსფერის შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აღნიშნული ტიპის გაკვეთილის ჩატარება. გაკვეთილის მთავარი მიზანი იყო:   მოსწავლეებს ახალი მხატვრული ტექსტის  თითოეული მონაკვეთი  დაეკავშირებინათ ბუნების გაკვეთილებზე მიღებულ ცოდნასთან და მთავარი  პერსონაჟის საქციელი  აეხსნათ  ორგანიზმის  სასიცოცხლო თვისებების გათვალისწინებით. ვთვლი, რომ  მიზანს მივაღწიე.
            გაკვეთილი სარგებლის მომტანი იყო კოლეგებისთვის იმდენად, რამდენადაც მათ  ნახეს  მიზნის შესაბამისად დაგეგმილი გაკვეთილი  და მიზნის მიღწევის ეფექტური სტრატეგიები. როგორ შეიძლება გავწეროთ სწორად ყველა აქტივობა დროში და დავიცვათ  სამოდელო გაკვეთილის სტრუქტურა. ვფიქრობ ეს იყო საუკეთსო პრაქტიკის გაზიარება. გაკვეთილი,  პირველ რიგში, სარგებლის მომტანი იყო მოსწავლეებისთვის.   შეჯამების ეტაპზე,  როგორც თვითონ აღნიშნავდნენ, მათ მიეცათ საშუალება  ორი საგნიდან  მოეხდინათ ცოდნის ტრანსფერი, ემსჯელათ და დასკვნები გამოეტანათ.
              ამის შემდეგ შევეცდები  გავითვალისწინო ეს პრაქტიკა და დავგეგმო ინტეგრირებული გაკვეთილები  სხვა საგნებში.  კოლეგებმა  გამოთქვეს აზრი, რომ ისინიც დაგეგმავენ მსგავს  გაკვეთილებს. სასწავლო პროცესის მთავარი  პრობლემაა  მოსწავლის  პასიური  როლი და დაბალი მოტივაცია.  ამ გაკვეთილზე  ვეცადე,   მოსწავლეები  ყოფილიყვნენ  აქტიურები, მოტივირებულები,  პროცესის წარმართველები,  შემფასებლები. 
           ყველა აქტივობა გეგმის მიხედვით წარიმართა,  ბოლომდე განხორციელდა და შეფასდა. მაინც ყველაზე  წარმატებულად მიმაჩნია  ჯგუფური მუშაობა. ყველა ჯგუფმა შეძლო თანამშრომლობა, დროის ლიმიტის დაცვა,  ჯგუფური პრეზენტაციის გაკეთება, მსჯელობა, ჯგუფის ყველა წევრი შესაძლებლობის ფარგლებში  ერთვებოდა მუშაობაში.
        ვაანალიზებ რა ჩემს მიერ ჩატარებულ   ინტეგრირებულ სამოდელო გაკვეთილს,  ვფიქრობ,  შეჯამების ფაზაზე  მეტი დრო  რომ დამრჩენოდა,  პარალელსაც ინტეგრირებულად  გავავლებდით  ნასწავლ  მოთხრობასთან.  ამ გამოცდილებას  გავითვალისწინებ  სამომავლოდ  და  უფრო მეტად  დავფიქრდები   საგაკვეთილო დროის განაწილებაზე.

    ნინო ციცვიძე
  26.12.2018წ.
     

                   პრობლემაზე ორიენტირებული სამოდელო გაკვეთილის გეგმა  ქართულ ენაში

საგანი:  ქართული ენა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი საფეხური/ მესამე  კლასი
მასწავლებელი:  ნინო ციცვიძე
მოსწავლეთა რაოდენობა: 25  სსსმ მოსწავლე-1
თემა:  საინფორმაციო ტექსტი: „ პანდა“
მიზანი:
  მოსწავლეებმა შეძლონ   საინფორმაციო  ტექსტის წაკითხვა; 
                                                                                ტექსტის  გაგება- გააზრება;
                                                                           პრობლემის იდენტიფიცირება, გააზრება  და გადაჭრის  გზების ძიება;
                               მოსწავლეებს განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნებისა და თანამშრომლობოთი  უნარები.

ესგ-სთან შესაბამისობა:

ქართ.დაწყ.(I).6. მოსწავლემ უნდა შეძლოს გაწაფულად კითხვა.
Ø  თავისუფლად კითხულობს ნაცნობ და უცნობ სიტყვებს, ცდილობს დაიცვას სათანადო ტემპი;
ხმამაღლა კითხვისას იცავს პაუზას სასვენ ნიშნებთან.
ქართ.დაწყ.(I).7. მოსწავლემ უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვა და გაგება-გააზრება;
ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ., ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთადაკავშირება.
Ø  ტექსტში ეძებს და პოულობს კონკრეტულ ინფორმაციას (როდის, სად, რამდენი, როგორი, რამდენ ხანს, რამდენჯერ და სხვ.);


Ø  ამოიცნობს ტექსტში მოცემულ სხვადასხვა ინფორმაციას შორის არსებულ  მიზეზშედეგობრივ კავშირებს, გამოაქვს სათანადო დასკვნა;
ქართ.დაწყ.(I).12. მოსწავლემ უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
Ø  აჯგუფებს ინფორმაციას კონკრეტული  ნიშნით;

Ø  ცდილობს უცნობი სიტყვების ახსნას კონტექსტის გათვალისწინებით;
Ø  ილუსტრაციებზე, სათაურზე დაყრდნობით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შინაარსის შესახებ;


N
აქტივობის აღწერა
მეთოდი / მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა
სასწავლო რესურსები
დრო
1.
მასწავლებელი ესალმება კლასს. აღრიცხავს მოსწავლეთა დასწრებას.  მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას,  მიზანს, შეფასების რუბრიკას.
ვერბალური  კომუნიკაცია.
მთელი კლასი
 ფლიფჩარტზე დაწერილი შეფასების რუბრიკა
 3წთ

 წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მასწავლებელი  წერს დაფაზე  სიტყვას-პანდა. მოსწავლეები შეავსებენ ასოციაციურ რუკას.
საერთო ინტერაქცია
მთელი კლასი
დაფა, ცარცი.
3 წთ
3
მასწავლებელი ახალი  თემის  გაცნობის მიზნით მიმართავს კლასს წაიკითხონ  ახალი გაკვეთილის ტექსტი ჯერ ერთობლივად, შემდეგ კი გაგრძელებებით.
 ქოროში კითხვა
გაგრძელებით კითხვა
მთელი კლასი
ინდივიდუალურად
 თაბახის ფურცლებზე დაბეჭდილი ტექსტი

 12 წთ
4
ტექსტის სრულყოფილად გაგების მიზნით,  მოსწავლეები შეეცდებიან განმარტონ  ლექსიკური ერთეულები.  შეადგენენ  წინადადებებს  სიტყვებზე სხვა კონტექსტში.
საერთო ინტერაქციით
მთელი კლასი
 დაფა, ცარცი



3  წთ
5
იმისათვის რომ მოსწავლეებმა ვიზუალურად აღიქვან  ტექსტში  მოცემული ინფორმაცია მასწავლებელი პროექტორით აჩვენებს   დოკუმენტურ ფილმს: „პანდა ველურ ბუნებაში“

მთელი კლასი
პროექტორი, კომპიუტერი, ეკრანი
ფილმის ბმული:

5წთ
6
იმ მიზნით, თუ როგორ გაიგეს და გაიაზრეს ტექსტი მოსწავლეებმა, მასწავლებელი დასვამს  ტექსტის  გასააზრებელ კითხვებს:
1)     რამდენ კილოგრამს იწონის პანდა?
2)     რა აქვს მას წინა თათზე?
3)     სად ბინადრობს იგი?
4)     როგორ ცხოვრებას ირჩევს იგი?
5)     რატომ?
6)     როდის ძინავს მას? როდის მოიპოვებს საზრდოს?
7)     რატომ უწოდებენ მას ბამბუკის დათვს?
8)     რამდენ გრამს იწონის  მისი ნაშიერი/
9)     რამდენი თვისაა პანდას ბელი , როდესაც  დამოუკიდებლად სიარულს იწყებს?
10) რა  მიზეზებმა  გამოიწვია პანდას  რაოდენობის შემცირება?
11) სად არის შეტანილი პანდა?
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
      ----------
3 წთ
8.
პრობლემის იდენტიფიცირების მიზნით, მასწავლებელი დასვამს მიმანიშნებელ კითხვებს. მოსწავლეები გამოკვეთენ  პრობლემას და იმსჯელებენ გადაჭრის გზებზე.
სსსმ მოსწავლეს ვთხოვ  დაწეროს   რაც ყველაზე კარგად დაამახსოვრდა ახალი გაკვეთილიდან.
ვერბალური ინტერაქცია
  ჯგუფები
თაბახის ფურცლები, საწერი კალმები
10წთ
9
გაკვეთილზე მიღებული ცოდნის შეჯამების მიზნით  მოსწავლეები აბობენ ერთ  წინადადებას
ვერბალური ინტერაქცია
მთელი კლასი

2 წთ
10
მიღებული ინფორმაციის  განვრცობის მიზნით, მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს საშინაო დავალებას: მოიძიონ ინფორმაცია პანდასა და ადამიანს შორის  ურთიერთდამოკიდებულების შესახებ.
ზეპირი მითითება
მთელი კლასი

1 წთ
11
მასწავლებელი შეაფასებს მოსწავლეებს
სიტყვიერი კომენტარი
მთელი კლასი
შეფასების რუბრიკა
3 წთ


შეფასების ტიპები და მეთოდები:  მოსწავლეები შეფასდებიან  დაკვირვების  საფუძველზე განმავითარებელი კომენტარებით.


                                                   მოსწავლის შეფასების რუბრიკა

N
შეფასების კრიტერიუმები
გასაუმჯობესებელი
კარგი
საუკეთესო
1
მოსწავლე  კითხულობს ახალ საინფორმაციო ტექსტს
ყურადღებას არ აქცევს სასვენ ნიშნებს , უჭირს ზოგიერთი სიტყვის ამოკითხვა
კითხულობს, ყურადღებას არ აქცევს სასვენ ნიშნებს
კითხულობს გაწაფულად
2
იაზრებს  წაკითხულს
უჭირს   კითხვებზე პასუხის გაცემა
პასუხობს კითხვების უმეტესობას
მასწავლებლის ყველა კითხვას სწორად  და სხარტად პასუხობს


3
იაზრებს პრობლემას, ასახელებს გადაჭრის გზებს
 უჭირს მასწავლებლის დახმარების გარეშე პრობლემის იდენტიფიცირება და გადაჭრის გზების ძიება
პრობლემის იდენტიფიცირებას ახდენს მასწავლებლის დახმარებით, ასახელებს გადაჭრის  გზებს
ახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას, ასახელებს გადაჭრის გზებს
4
თანამშრომლობს ჯგუფში
თავს არიდებს თანამშრომლობას
თანამშრომლობს
თანამშრომლობს აქტიურად


                                           ჯგუფური მუშაობის შეფასების  რუბრიკა

კრიტერიუმები
საშუალო
კარგი
საუკეთესო
ჯგუფის წევრების  ჩართულობა
ჩართულია 1-2 წევრი
ჩართულია უმეტესობა
ჩართულია ყველა წევრი
ჯგუფის წევრების შეთანხმებული მუშაობა
ხშირად ჭირდებათ წესების შეხსენება
იშვიათად იღებენ შენიშვნას
მუშაობენ შეთანხმებულად


დროის ლიმიტის დაცვა
ვერ  ასწრებს  განსაზღვრულ დროში სამუშაოს
მასწავლებლის შეხსენებით  თითქმის ასწრებს
ზედმიწევნით იცავს დროს
ჯგუფის პრეზენტაცია
უჭირთ პრეზენტაციის გაკეთება
აკეთებენ პრეზენტაციას  მცირედი შენიშვნებით
აკეთებენ პრეზენტაციას დამაჯერებლად




                                                                                                     სამოდელო გაკვეთილის რეფლექსია
          2019  წლის  4 მარტს  ჩავატარე  პრობლემაზე ორიენტირებული  სამოდელო   გაკვეთილი  ქართულ ენაში, მესამე კლასში.  გაკვეთილის თემა: „პანდა“. 
           მნიშვნელოვნად მიმაჩნია დაწყებითი კლასებიდანვე  ჩემს  მოსწავლეებს განვუვითარო კრიტიკული აზროვნების, ტექსტის ანალიზის,  პრობლემის იდენტიფიცირების, პრობლემის გააზრებისა და გადაჭრის უნარები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე აღნიშნული ტიპის გაკვეთილის ჩატარება. გაკვეთილის მთავარი მიზანი იყო:  მოსწავლეებს წაეკითხათ  საინფორმაციო ტექსტი, გაეზრებინათ, გამოეყოთ პრობლემა და დაესახათ პრობლემის გადაჭრის გზები.  ვთვლი, რომ  მიზანს მივაღწიე.
            გაკვეთილი სარგებლის მომტანი იყო კოლეგებისთვის იმდენად, რამდენადაც მათ  ნახეს  მიზნის შესაბამისად დაგეგმილი გაკვეთილი  და მიზნის მიღწევის ეფექტური სტრატეგიები. მინდა აღვნიშნო, რომ  ამ ტიპის სამოდელო გაკვეთილი  პირველად ჩატარდა   ჩვენს  კათედრაზე და ამ  მხრივადაც  საინტერესო იყო კოლეგებისათვის.  ვფიქრობ, ასეთი  გაკვეთილები არის  საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. გაკვეთილი,  პირველ რიგში, სარგებლის მომტანი იყო მოსწავლეებისთვის.   მათ   შეძლეს არამარტო პრობლემის იდენტიფიცირება, არამედ  პრობლემის მოგვარების თავისებური გზების შემოთავაზება. ყველა გზა  საინტერესო და განსხვავებული იყო ერთმანეთისაგან. ცხოვრების მანძილზე პრობლემური სიტუაციების გადაჭრის მომენტში მათ ყოველთვის გამოადგებათ  ეს გამოცდილება.
              ამის შემდეგ შევეცდები  ხშირად დავგეგმო ამ ტიპის  გაკვეთილები.  კოლეგებმა  გამოთქვეს აზრი, რომ ისინიც დაგეგმავენ მსგავს  გაკვეთილებს. სასწავლო პროცესის მთავარი  პრობლემაა  მოსწავლის  პასიური  როლი და დაბალი მოტივაცია.  გაკვეთილზე გამოყენებულმა რესურსებმა ხელი შეუწყო მოსწავლეთა გააქტიურებას და ჩართულობას.  ამ გაკვეთილზე  ვეცადე,   მოსწავლეები  ყოფილიყვნენ  აქტიურები, მოტივირებულები,  პროცესის წარმართველები,  შემფასებლები. 
           ყველა აქტივობა გეგმის მიხედვით წარიმართა,  ბოლომდე განხორციელდა და შეფასდა. მაინც ყველაზე  წარმატებულად მიმაჩნია  ჯგუფური მუშაობა. ყველა ჯგუფმა შეძლო თანამშრომლობა, დროის ლიმიტის დაცვა,   პრეზენტაციის გაკეთება, მსჯელობა, ჯგუფის ყველა წევრი შესაძლებლობის ფარგლებში  ერთვებოდა მუშაობაში.
        ვაანალიზებ რა ჩემს მიერ ჩატარებულ   პრობლემაზე  ორიენტირებულ  სამოდელო გაკვეთილს,  ვფიქრობ,  შეჯამების ფაზაზე  მეტი დრო რომ დამრჩენოდა  შეფასების ყველა ფორმას გამოვიყენებდი. მოსწავლეებს მივცემდი კონკრეტულ  უკუკავშირს.   ამ გამოცდილებას  გავითვალისწინებ  სამომავლოდ  და  უფრო მეტად  დავფიქრდები   საგაკვეთილო დროის განაწილებაზე.

    ნინო ციცვიძე
  04.03 2019 წ.


        











                                                                                                                                                             




No comments:

Post a Comment