გაკვეთილის გეგმა ბუნებაში #1 (2012-2013სასწ.წ)
გაკვეთილის მთავარი თემა
|
სახიფათო ნივთები
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი- პირველი კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში არის 18 მოსწავლე. სსმ
მოსწავლე არ მყავს.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა ,აქტუალურობა
|
გაკვეთილი მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ბავშვები ისწავლიან
საფრთხის თავიდან აცილების
მიზნით როგორ უნდა დაიცვან უსაფრთხოების
წესები, ამ ნივთებთან მიმართებაში.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მიზნები:
1.მოსწავლემ შეძლოს სახიფათო და არასახიფათო ნივთების ერთმანეთისაგან
გარჩევა.
2.მოსწავლემ შეისწავლოს ამ ნივთების
სწორად მოხმარების წესები.
მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ
ჯგუფში მუშაობის უნარ-ჩვევები.
შედეგები:
1.მოსწავლეს შეუძლია უსაფრთხო ქცევის ელემენტარული წესების დაცვა.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეები იცნობენ ზოგიერთ
საყოფაცხოვრებო ნივთებს, რომლებიც ზოგჯერ
სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
შეფასების რუბრიკა. შეფასების
პროცედურები: გონებრივი იერიში, კითხვა-პასუხი, დაკვირვება.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური
რესურსები
|
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, მაკრატელი, დანა კოვზი.
ელექტრონული რესურსი: სლაიდშოუ.
|
გაკვეთილის მსვლელობა, მენეჯმენტი
|
გაკვეთილის ორგანიზების
ფორმა:ინდივიდუალური და ჯგუფური.
გაკვეთილის მიმდინარეობა
გაკვეთილს ვიწყებ გონებრივი
იერიშით ვაჩვენებ ბავშვებს მაკრატელს, ვთხოვ მითხრან რა იციან მათ ამ ნივთის შესახებ.
სავარაუდოდ ბავშვები იტყვიან : ვიყენებთ ოჯახში, მზადდება ლითონისაგან, აქვს მახვილი წვეროები, შეიძლება ხელი გაგვიჭრას.
შემდეგ ვაჩვენებ დანას ,დაახლოებით იგივე
პასუხები იქნება დანაზეც. ამის შემდეგ ბავშვებს ვაჩვენებ კოვზს. ვთხოვ მითხრან რა იციან ამ ნივთის შესახებ. ალბათ მიპასუხებენ, რომ ვიყენებთ ჭამის დროს,
მზადდება სხვადასხვა ლითონებისაგან და ხისგანაც, არსებობს სადილის, ჩაის, დესერტის კოვზი საწვნე კოვზი და ასე შემდეგ. შემდეგ ბავშვებს
ვეკითხები კოვზით მიგიღიათ თუ არა რაიმე დაზიანება სხეულზე? ალბათ მიპასუხებენ რომ არა. აქედან გამომდინარე
ვაკეთებთ დასკვნას ,რომ ის სახიფათო ნივთი არ არის. ყველა დასახელებულ ნივთზე ამავე
დროს ვადგენთ ასოციაციურ რუკას დაფაზე. განვმარტავ როგორი ნივთი ითვლება სახიფათო ნივთად-ანუ ეს არის ნივთები რომლებმაც შეიძლება
საფრთხე შეუქმნან ადამიანის ჯანმრთელობას.
ერთი შეხედვით სრულიად უსაფრთხო და ჩვენთვის საყვარელი ნივთი
შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს. მაგალითად ტელევიზორი, ან უთო. ვესაუბრები ელექტრო
ტექნიკის შესახებ და მათი სწორად გამოყენების შესახებ. რომ უთო არ უნდა დაგვრჩეს
ჩართული შეიძლება ეს ხანძრის მიზეზი აღმოჩნდეს, რომ არ შეიძლება ჩართულ ტელევიზორს წყალი გადავასხათ
, ან არ დაგვრჩეს ჩართული სახლიდან გასვლის
წინ, რადგან შეიძლება გადახურდეს და ცეცხლი მოედოს. ( 10 წთ)
ბავშვებს დამოუკიდებლად ვაძლევ სავარჯიშოს სახელმძღვანელოში,
სადაც დააკვირდებიან დახატულ ნივთებს და რომელსაც სახიფათოდ ჩათვლიან წითელი ფერის
წრეს შემოავლებენ. ყველა ბავშვი იმსჯელებს რატომ ფიქრობენ ისინი ასე..(4 წთ)
ბავშვებს ვყოფ ჯგუფებად,
ვავალებ თითოეულ ჯგუფს მოიფიქრონ რაც შეიძლება
მეტი სახიფათო ნივთი. შემდეგ თითოელი ჯგუფი გააკეთებს პრეზენტაციას.( 5 წთ)
წუთშესვენება
სულ არის 4 ჯგუფი. თითოეულ ჯგუფს ვეუბნები ნივთის სახელს ,მათ ევალებათ პატარა ამბის შეთხზვა ამ ამ ნივთზე სადაც მისგან გამოწვეულ ხიფათზე იქნება საუბარი. ეს ნივთები შეიძლება
იყოს: ჩანგალი, დანა, უთო, ხერხი........
(7 წთ)
ვრთავთ ბუკებს, გამზადებული მაქვს სლაიდშოუ სახიფათო ნივთებზე, გავუზიარებ ბავშვებს ეკრანს
და ვაჩვენებ.
ვიმსჯელებთ ამ ნივთების შესახებ.(
5 წთ)
კიდევ ერთხელ ჩამოვაყალიბებთ
იმ უსართხო ქცევის წესებს ,რაც უნდა დავიცვათ ამ ნივთების მოხმარების დროს.
ვაფასებ სიტყვიერი კომენტარებით ჯგუფების მუშაობას და ინდივიდუალურად
წავახალისებ ყველას ვინც აქტიურობდა გაკვეთილის პროცესში.(3წთ)
|
გაკვეთილის თვითშეფასება
·
გაკვეთილი
ჩავატარე გეგმის მიხედვით.
·
ყველა
აქტივობაზე ვიცავდი დროის ლიმიტს.
·
შევძელი
ელექტრონული რესურსების გამოყენება.
·
გამოყენებულმა
სტრატეგიებმა გამოიწვია მოსწავლეთა ჩართულობა და დაინტერესება.
·
გაკვეთილის
ბოლოს პირველკლასელმა მოსწავლეებმა მიაღწიეს
მოსალოდნელ შედეგებს.
·
აქედან
გამომდინარე , ვთვლი რომ მიზანს მივაღწიე.
შეფასების რუბრიკა
შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმი
|
კარგად
+
|
საშუალოდ
V
|
უჭირს
-
|
მსჯელობს, აყალიბებს მოსაზრებას
|
|||
მუშაობს ჯგუფში
|
|||
მუშაობს ბუკთან
|
დააჭირეთ და იხილეთ ფოტო-მასალა
გაკვეთილის აქტივობების ფოტოები |
გაკვეთილის გეგმა ბუნებაში #2(2012-2013სასწ.წ)
გაკვეთილის მთავარი თემა
|
შემოდგომა
|
სწავლების საფეხური
|
დაწყებითი -პირველი კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
კლასში არის 18 მოსწავლე. სსმ მოსწავლე არ მყავს.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა-აქტუალობა
|
გაკვეთილი მნიშვნელოვანია იმ
მხრივ ,რომ მოსწავლეები საკუთარი დაკვირვების საფუძველზე შეძლებენ დასკვნების გაკეთებას,შეეჩვევიან
ბუნებრივი და ელექტრონული რესურსების მოხმარებას სასწავლო პროცესში.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
|
მიზნები:
1.მოსწავლის მიერ ბუნებაში შემოდგომისათვის დამახასიათებელი ცვლილების
დანახვა და გაცნობიერება.
2.მოსწავლემ შეძლოს ცოცხალი და არაცოცხალი ობიექტების ერთმანეთისაგან
გარჩევა.
3. მოსწავლეებმა შეძლონ თავიანთი აზრებისა და შთაბეჭდილებების გადმოცემა.
4.მოსწავლეებმა შეძლონ ინტერნეტ-რესურსების მოხმარება.
შედეგები:
ბუნ.1.1.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს სხეულებს, მოვლენებს შორის მსგავსება
და განსხვავება არსებითი ნიშნების მიხედვით
ადარებს და აჯგუფებს სხეულებს
ერთი ან ორი ნიშნით საკლასო ოთახში, ბუნებაში , ილუსტრაციებზე.
ის ტექნ.1.1მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან
დაკავშირებულ ძირითად ცნებებს და ოპერაციებს.
ის ტექნ.1.4.მოსწავლეს შეუძლია კომუნიკაციის ტექნოლოგიური საშუალებების
გამოყენება.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებს აქვთ სეზონურ ცვლილებებთან დაკავშირებით გარკვეული ცოდნა .
გააჩნიათ საკუთარი აზრის ჩამოყალიბების
უნარი.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
შეფასების რუბრიკა. შეფასების პროცედურები: კითხვა-პასუხი, გონებრივი
იერიში, დაკვირვება.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
სახელმძღვანელო, დაფა ,ცარცი, ფოთლები, ქვები, კენჭები, ბუკები.
|
გაკვეთილის მსვლელობა/ საკლასო მენეჯმენტი
|
გაკვეთილის ორგანიზების ფორმა:ინდივიდუალური და წყვილური.
გაკვეთილის
მიმდინარეობა .
პროვოცირების მიზნით მაგნიტური დაფა დაფარული მაქვს
სხვადასხვა ფერის ~ფოთლებით.ბავშვებს ვთხოვ
იქნებ ამოიცნონ რა თემაზე გვექნება დღეს ჩვენ საუბარი.ბავშვები ალბათ მიპასუხებენ,
რომ შემოდგომის თემაზე. ვეკითხები- როგორ მიხვდნენ ამას. დაფაზე გამოფენილი
ფოთლებით, იქნება სავარაუდო პასუხი. შემდეგ
ვეკითხები- კიდევ რა სეზონურ ცვლილებებს ამჩნევენ გარემოში. ალბათ შემჩნეული ექნებათ ,რომ უკვე აცივდა,ხშირად ვიცვამთ
თბილ ტანსაცმელს. მიმდინარეობს საშემოდგომო სამუშაოები, მაგალითად რთველი. შემდეგ ბავშვებს ვეკითხები- ხომ ვერ მეტყვით ახლა
რომელი თვეა? თვის დასახელების შემდეგ კიდევ
ვასახელებთ დარჩენილ 2 თვეს .ბავშვებს ვთხოვ
ისევ ჩამოთვალონ ყველა ცვლილება რაც შეამჩნიეს და შემოდგომის თვეები.(5წთ)
ვაგრძელებ საუბარს და ვეუბნები, რომ ეს ცვლილებები უფრო ცოცხალ ბუნებას ეტყობა
,არაცოცხალს კი არა. შემდეგ ვაჩვენებ ბავშვებს
ქოთნის მცენარეს , ქვას და კენჭებს.იქნებ მითხრათ რომელია აქ ცოცხალი და რომელი არაცოცხალი-
მივმართავ ბავშვებს. ბავშვები გამოთქვამენ
მოსაზრებებს ,თან დაასაბუთებენ მას. ჩამოვაყალიბებთ ცოცხლის ყველა თვისებას
,რითაც ის განსხვავდება არაცოცხალისაგან. ეს თვისებებია: ცოცხალი იბადება, იზრდება, ვითარდება,სუნთქავს,
იკვებება........ბოლოს კვდება(5წთ)
ვურიგებ ბავშვებს ფოთლებს ,უნდა დააკვირდნენ
კარგად და იპოვონ 2 ერთნაირი ფოთოლი. რასაც ვერ შეძლებენ. ვაკეთებთ დასკვნას, რომ ბუნებაში ყველაფერი ერთადერთი
და განუმეორებელია.
გადავდივარ ახალ აქტივობაზე, ვთხოვ დააჯგუფონ ფოთლები 2 ჯგუფად.სავარაუდოდ
დააჯგუფებენ ფერის მიხედვით და ფორმის
მიხედვით.
(5წთ)
წუთშესვენება.
წუთშესვენების შემდეგ ბავშვებს ვთხოვ გახსნან ბუკები. მე მათ გავუზიარებ ეკრანს. ვაჩვენებ ეკრანზე სხვადასხვა საინტერესო სურათებს, მათ უნდა ამოიცნონ
,რომელია აქ ცოცხალი ობიექტები და რომელია არაცოცხალი ობიექტები. უნდა იმსჯელონ ამის შესახებ
და ჩამოაყალიბონ მოსაზრებები. ეს აქტივობა სრულდება წყვილებში.
შემდეგ ეკრანზე ვაჩვენებ წლის სხვადასხვა სეზონების
პეიზაჟებს. მათ უნდა ამოიცნონ წელიწადის რომელი დროა ამ სურათებზე ,რა აძლევთ მათ
გადაწყვეტილების მიღების საფუძველს. ასევე ვაჩვენებ სხვადასხვა ფერის ფოთლებს მათ
უნდა დაასახელონ ფერები და დააჯგუფონ ფერების მიხედვით შემოდგომის და ზაფხულის ფოთლები. ასრულებენ
წყვილში. (13წთ)
ვეკითხები ბავშვებს როგორ მოეწონათ მათ დღევანდელი
გაკვეთილი ,რა დაამახსოვრდათ განსაკუთრებით.(2 წთ)
ვაფასებ ბავშვებს შეფასების რუბრიკის მიხედვით ,რომელსაც წინასწარ ეცნობიან.(3 წთ)
ვაძლევ საშინაო დავალებას, მათ უნდა
გააგრძელონ დაკვირვება სეზონურ ცვლილებებზე და გადაიღონ სურათები ბუკებით ,ყველა
იმ ცვლილების ,რასაც შენიშნავენ ბუნებაში.(2წთ)
|
გაკვეთილის თვითშეფასება
·
გაკვეთილზე
გამოყენებულმა სტრატეგიებმა გამოიწვია მოსწავლეთა დაინტერესაბა და ჩართულობა.
·
რეფლექსიის
ფაზაზე გამოვიყენე შემაჯამებელი კითხვები
,საიდანაც გამოვლინდა რომ პირველკლასელმა მოსწავლეებმა
მიაღწიეს ამ გაკვეთილისათვის მოსალოდნელ შედეგებს.
·
ეს
გაკვეთილი ხელახლა რომ ჩამეტარებინა აღარ შევთავაზებდი ბავშვებს ფოთლების დაჯგუფებას 3 ნიშნით , რადგან გაუჭირდათ, მხოლოდ ერთმა
ჯგუფმა შეძლო .დანარჩენებში გამოიწვია ფლუსტრაცია.(
თუმცა მოსალოდნელ შედეგებში 3 ნიშნით დაჯგუფება არ მქონდა გათვალისწინებული.)
ელექტრონული რესურსები გაკვეთილზე:
დააწკაპეთ სურათზე და იხილეთ.....
ელექტრონული რესურსები გაკვეთილზე:
დააწკაპეთ სურათზე და იხილეთ.....
შემოდგომის ფოთლები |
ცოცხალი და არაცოვხალი ბუნება გაკვეთილის აქტივობების ფოტოები. დააწკაპეთ სურათზე და იხილეთ. |
გაკვეთილის ფოტომასალაგაკვეთილის გეგმა ბუნებაში #3 (2012-2013სასწ.წ)
შეფასების რუბრიკა
მასწავლებლის თვითშეფასების
რუბრიკა
სკოლა: სართიჭალის
#2 საჯარო სკოლა
მასწავლებლის სახელი, გვარი: ნინო ციცვიძე
კლასი, საგანი: I კლასი,
ბუნება
გაკვეთილის თემა: „წყლის ბინადრები“
რამდენად მიაღწიეს მოსწავლეებმა გეგმით განსაზღვრულ შედეგს:
გაკვეთილზე გამოყენებული სტრატეგიების ეფექტურობა:
რამდენად მივაღწიეთ მოსწავლეთა ჩართულობასა და აქტიურობას:
რომელი უნარების გასავითარებლად დაგვჭირდა უფრო მეტი მუშაობა?
ჯგუფური მუშაობა, ერთმანეთის აზრის გათვალისწინება
რაში დამეხმარა თუ პირიქით ხელი შემიშალა გაკვეთილზე „ბუკის“ გამოყენება?
ინფორმაციის ვიზუალურად აღქმაში , მიღებული ცოდნის სწრაფად შემოწმებაში.
შეიცვალა თუ არა გაკვეთილის სამოქმედო გეგმა.თუ შეიცვალა, რატომ?
არა
ამავე გაკვეთილის ხელახლა ჩატარების დროს რას შევცვლი?
ვიმოქედებდი იგივე გეგმით.
ტესტი( ბუკით გადაგზავნილი გაკვეთილზე)
კლასი: I
საგანი: ბუნება
გაკვეთილის თემა:
„წყლის ბინადრები“
მაქსიმალური ქულა:
10
დრო: 10 წუთი
1.
წყლის
ბინადრებს მიეკუთვნენა:
·
კატა
·
ლოკოკინა
·
წყლის ძროხა
·
ცხენი
2.
თევზს სუნთქვისათვის სჭირდება ლაყუჩები:
3.
სურათზე გამოსახულია:
·
თევზი
·
ზვიგენი
·
ვეშაპი
·
დელფინი
4.
თევზები მრავლდებიან კვირითით:
მართალია მცდარია
5.
ზოგიერთი მოლუსკი საკვებად გამოიყენაბა მართალია მცდარია |
გაკვეტილის ფოტომასალა, დააწკაპეთ სურათზე და იხილეთ:
გაკვეთილის ვიდეო
სამოდელო გაკვეთილის გეგმა ქართულ ენაში
პედაგოგი:ნინო ციცვიძე (2014-2015
სასწავლო წელი)
( შებრუნებული საკლასო ოთახი)
გაკვეთილის
თემა
|
„რას
გალობს შაშვი“ -იროდიონ ევდოშვილი
|
სწავლების
საფეხური
|
მესამე კლასი
|
მოსწავლეთა
პროფილი
|
კლასში არის
18 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე არ მყავს.
|
გაკვეთილის
მიზნები და შედეგები
|
მიზანი
: გაკვეთილის მიზნები:
მოსწავ მოსწავლე
შეძლებს
ü ელექტრონული
წიგნის წაკითხვას.
ü ტექსტის
გაგება-გააზრებას, შემოქმედებით და ლოგიკურ აზროვნებას.
ü დასკვნების გამოტანას.
ü გარკვეული ხასიათის, მიზნისა და დანიშნულების წერილობითი ტექსტების შეთხზვას.
ü იმუშაოს
ტესტზე ბუკში.
ესგ. სტანდარტი:
ქართ.
III. 12. მოსწავლეს შეუძლია მცირე ზომის ტექსტის დამოუკიდებლად
შექმნა და აზრის გასაგებად ჩამოყალიბება.
ქართ. III. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის ზოგიერთი სტრატეგიის
გამოყენება.
ქართ.
III. 7. მოსწავლეს შეუძლია ლიტერატურული ტექსტის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
გამოხატავს წაკითხული ტექსტით აღძრულ ემოციებს, განცდებს;
·
ასახელებს მულტფილმებს, სურათებს, ნახატებს, მოსმენილ და წაკითხულ ნაწარმოებებს,
რომლებიც გაახსენდა ტექსტის კითხვის დროს; მსჯელობს მათ შორის მსგავსება-განსხვავებაზე;
·
ასახელებს ნაწარმოების გმირების მოქმედების მოტივს (რატომ მოიქცა ასე) და აფასებს
მათს საქციელს;
ქართ.
|
წინასწარი
ცოდნა
|
მოსწავლეებს შეუძლიათ კომპიუტერის ჩართვა-გამორთვა. კლავიატურის გამოყენება.
სლაიდშოუს რეჟიმის მართვა. ტესტის წერა ბუკში. შეუძლიათ საკუთარი დამოკიდებულების
გამოხატვა.
|
შეფასების
საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები დაკვირვების საფუძველზე შეფასდებიან განმავითარებელი კომენტარებით.
|
სასწავლო
მასალა და ტექნიკური რესურსები
|
ბუკები, პროგრამა Power point-
ით დამზადებული
ელექტრონული წიგნი, პროგრამა Word-ით დამზადებული ტესტი. უკაბელო ლოკალური ქსელი, როუტერი. დაფა,
ცარცი. რვეულები, თაბახის ფურცლები.
|
გაკვეთილის
მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი.
|
წინა დღით მოსწავლეებს ბუკებში კლასის მართვის პროგრამის ფაილის გადაგზავნის რეჟიმით გადავუგზავნი დამხმარე ელექტრონულ წიგნს და დავალებას ვორდის ფაილით.შესრულებული
სამუშაო უნდა მოიტანონ
შემდეგ გაკვეთილზე.
ამდენად, გაკვეთილი მიმდინარეობს „შებრუნებული
საკლასო ოთახის
მოდელით“.
მოსწავლეებს გაკვეთილის გამოწვევისა
და წვდომის ფაზები
სახლში აქვთ გასავლელი.
სახლში მოსწავლეს საშუალება ეძლევა ელექტრონული წიგნი მრავალჯერ წაიკითხოს და სამუშაო სწორად შეასრულოს.
გამოწვევა:
წინა
გაკვეთილზემოსწავლე გამოთქვამს ვარაუდებს
ტექსტის სათაურის მიხედვით
და აფიქსირებს ფურცელზე.
წვდომა:
ელექტრონულ წიგნში მოსწავლე იწყებს მოთხრობის ტექსტის წაკითხვას. კითხულობს რამდენჯერმე
. ტექსტის აღქმაში ეხმარება ელექტრონული
წიგნი. იაზრებს ტექსტს, აფასებს პერსონაჟებს, გამოაქვს დასკვნები. აყალიბებს საკუთარ
დამოკიდებულებას. ასრულებს საშინაო დავალებას.
რეფლექსია(მეორე დღე)
აქტივობა#1 (7 წთ)
მოსწავლეები
ნაწილ-ნაწილ წაიკითხავენ ტექსტის ეპიზოდებს
ბუკში.
აქტივობა#2 (3 წთ)
მასწავლებელთან ერთად განიხილავენ გაუგებარ სიტყვებს. ახსნიან ამ სიტყვებს
მათეული ვერსიით. მოხდება სწორი ვერსიის
მიწოდება მასწავლებლის მიერ და ეს სიტყვები მოთავსდება სიტყვების სკივრში.
აქტივობა#3 (10 წთ)
მასწავლებლის მიერ მომზადებულ კითხვებზე მოსწავლეები შეეცდებიან პასუხის გაცემას.
კითხვები:
1.დაასახელეთ მოთხრობის მთავარი გმირი?
2.რა ორი უბედურება ეწვია შაშვს?
3.რამ გამოასალმა სიცოცხლეს მისი ძმა?
4.რა გამოსავალი მონახა შაშვმა?
5. თქვენი აზრით, იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება სწორი?
წელიწადის რომელ დროებზეა მოთხრობაში საუბარი?
ხომ არ გახსენდებათ რაიმე მსგავსი შემთხვევა
და როგორ მოიქეცით თქვენ მაშინ?
6. რას ნანობს შაშვი?
7.რატომ არ მოსწონს მას გალიაში ყოფნა?
8.ხომ ვერ გაიხსენებდით რაიმეს, ჩვენს მიერ ნასწავლს,
სადაც ასევე ტყვეობაზეა საუბარი?
(სულხან-საბა ორბელიანის „საყვედური ტყვეობაზე უარესია“)
9. რატომ აირჩია მეფემ ისევ ტყვეობაში ყოფნა?
10. გამოვიტანოთ დასკვნა ორივე ნაწარმოებიდან.
აქტივობა #4( 2 წთ)
აფორიზმის შესწავლა. ა. წერეთლის „სჯობს მონობაში გადიდკაცებულს თავისუფლების ძებნაში
მკვდარი.“
აქტივობა
სრულდება ჯგუფებში. ფლიპჩარტებზე
აქტივობა#5
„ცნების რუკა“(5 წთ)
აქტივობა
სრულდება ჯგუფებში. ფლიპჩარტებზე ჯგუფები
გააკეთებენ პრეზენტაციას : „ შაშვი“.
აქტივობა
#6 რაფთ-ი( 8 წთ)
ჯგუფები
მიწერენ წერილს ონავარ ბიჭებს და შაშვს. რომელიც ფლიპჩარტზე გაიკვრება.
აქტივობა#7( 8 წთ)
კლასის მართვის პროგრამით ბუკებში გადაეგზავნებათ ტესტი. ტესტი სრულდება ჯგუფებში.
აქტივობა
#8 (2წთ)
ჯგუფების შეფასება
და საშინაო დავალების მიცემა:
1. მეორე გაკვეთილისთვის მოთხრობა ისწავლონ თხრობით.
2. საშინაო
დავალების რვეულებში კი შეეცადონ გააგრძელონ მოთხრობა.
|
გაკვეთილის მნიშვნელობა,
აქტუალურობა.
|
გაკვეთილი აქტუალურია იმ მხრივ, რომ ტრადიციული სწავლების შემთხვევაში მასწავლებელი აკავშირებს მოსწავლეს ცოდნასთან, შ.ს.ო-ის შემთხვევაში კი მოსწავლე თავად იღებს ცოდნას, მასწავლებელი ფასილიტატორის ფუნქციით იფარგლება. შ.ს.ო-ის შემთხვევაში ხდება ტექნოლოგიების მიზანმიმართული გამოყენება ისე, რომ მოსწავლე და მასწავლებელი მაქსიმალურად იყენებენ თავის დროსა და ძალისხმევას. ამ მოდელის დროს
მოსწავლეები
სახლში ახორციელებენ იმ სამუშაოებს, რომლებიც ტრადიციულის შემთხვევაში კლასში ხდება, ხოლო კლასში აკეთებენ იმ დავალებებს, რომლებიც ტრადიციულის დროს სახლში ხორციელდება. ე.ი. სახლში ეცნობიან ახალ მასალას, ხოლო კლასში ახდენენ მის გამტკიცებას
|
მოსწავლეთა
შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
საშუალოზე დაბალი
|
საშუალო
|
კარგი
|
კითხულობს
ელ. წიგნში, პასუხობს მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს. გამოაქვს დასკვნები.
|
|||
ჯგუფთან ერთად მუშაობს ცნების რუკაზე
|
|||
ჯგუფის წევრებთან ერთად წერს წერილს პერსონაჟს
|
|||
მუშაობს ტესტზე ბუკში
|
მოსწავლის თვითშეფასების
რუბრიკა
კრიტერიუმები
|
საშუალოზე დაბალი
|
საშუალო
|
კარგი
|
ტექსტს ვკითხულობდი
გამართულად, ვპასუხობდი მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვებს, გამომქონდა შესაბამისი
დასკვნები.
|
|||
ჯგუფის წევრებთან
ერთად ვმუშაობდი ცნების რუკაზე
|
|||
ჯგუფის წევრებთან ერთად მივწერე წერილი პერსონაჟს
|
|||
ვიმუშავე ბუკში ტესტზე
|
ჩემი თვითშეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
დიახ
|
არა
|
გაკვეთილი გეგმის მიხედვით წარვმართე
|
||
აქტივობები
გაწერილ დროში შევასრულეთ
|
||
მოვახერხე ყველა ბავშვის ჩართვა.
|
||
მოვაღწიე დასახულ მიზანს
|
ელექტრონული წიგნი
გაკვეთილის ფოტომასალა
გაკვეთილის ვიდეო
No comments:
Post a Comment