edkemp-ის კონფერენცია 2-3 მარტი 2024 წელი

ტრენინგების ანგარიშები-2014

ტრენინგის ანგარიში
 ტრენინგის დასახელება:  კლასის მართვა.
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.
ხანგრძლივობა: 9 საათი.
ჩატარების ადგილი: ქ. თბილისის 87-ე საჯარო სკოლა.
ჩატარების დრო: 18, 19  ივნისი, 2014 წელი.
ტრენერი:  იანინა გიგიბერია.
                             ტრენინგის მიზანი
ტრენინგის მიზანი იყო კლასის მართვის და  კონფლიქტების მოგვარების ეფექტური სტრატეგიების გაცნობა.
                                  ტრენინგის რეზიუმე
ტრენინგზე  განვიხილეთ შემდეგი საკითხები:
1.      კლასის მარტვის სტილი.  პირველ რიგში ვისაუბრეთ  მოსწავლეთა ინდივიდუალიზაციაზე  სოციალიზაციაზე, ასევე დისციპლინაზე.  განვიხილეთ კლასის მართვის სტილი:
·         ავტორიტარული.
·         დემოკრატიული.
·         ქაოსური.
        ავტორიტარული სტილის დროს მასწავლებლის მიდგომა  ბიჰევიორისტულია.  არ არის გათვალისწინებული მოსწავლის  პირადი შეხედულებები და ინტერესები.
      მასწავლებელი ნიშანს არამარტო ცოდნის შესაფასებლად იყენებს, არამედ უწესრიგობის დასაჯელად.
       გაკვეთილზე დრო ყოველთვის ერთნაირადაა განაწილებული.   ასეთი სტილითვ აღზრდილ  ბავშვს ნაკლებად აქვს განვითარებული კომუნიკაციური უნარები, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება.
       აღზრდის დემოკრატიული სტილი კი თანამშრომლობით დამოკიდებულებას გულისხმობს  მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის.
მასწავლებელი ხშირად მიმართავს შექებას . საკლასო სივრცე დანაწევრებულია, ერთად ხდება ქცევის წესების   შემუშავება.  დემოკრატიული მიდგომა მოსწავლეებს ეხმარებათ  სოციალური და ინტელექტუალური კომპეტენციის განვითარებაში. შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში.
       რაც შეეხება კლასის მართვის ქაოსურ მოდელს, ამ დროს არ ხდება ქცევის წესების შემუშავება, მიზნის  დასახვა. მასწავლებელს კი აქვს კეთილგანწყობა მოსწავლეების მიმართ, მაგრამ მოსწავლეებს აქვთ ნაკლები პასუხისმგებლობა. კი არიან გახსნილები, მაგრამ ხშირად არასწორად იქცევიან  სოციუმში.
         მასწავლებელმა კლასი რომ ეფექტურად მართოს  უნდა სექმნას შესაბამისი განწყობა,  სწორად უნდა გაანაწილოს მოსწავლეები საკლასო სივრცეში, ყველასთან უნდა შეეძლოს მიახლოება, ქცევის წესები  მოსწავლეებთან ერთად უნდა შეიმუშაოს.  ამ დროს ყურადრება უნდა მიაქციოს მოსწავლეთა  ასაკსა და საჭიროებებს, თვითონ უნდა იყოს საუკეთესო მოდელი.
           ყურადღება უნდა მიაქციოს ქცევის წესების დაცვას, აღნიშნოს მოსწავლის კარგი ქცევა და წაახალისოს კიდეც. მოახდინოს ცუდის პრევენცია, ან თუ საჭირო გახდა კორექცია.  მასაწავლებელმა ყოველტვის ტაქტიანად უნდა მიუთითოს მოსწავლეს ქცევის წესის დარღვევაზე, არვ დატოვოს უყურადღებოდ არც კარგი ქცევა და არც ცუდი.  მასწავლებელი მოსწავლეს უნდა აღიქვავდეს, როგორც ინდივიდს, ხოლო  კლასს როგორც გუნდს.
       უნდა ვეცადოთ მოსწავლეს გამოვუმუშავოთ თვითმართვის უნარი, ანუ  თავად დაისახოს მიზანი და დაგეგმოს მიზნის მისაღწევი ღონისძიებები. ამ დროს ის უფრო დაინტერესებულია. თვითმართვის განვითარების 4 ეტაპს გამოყოფენ. საჭიროა ყოველ ეტაპზე შესაბამისად წახალისადეს მოსწავლეც.  მეოთხე ეტაპზე შეიძლება წახალისება საჭიროც აღარ იყოს, იმდენად გაძლიერდეს თვითმარტვის უნარი.
                     კონფლიქტები
      კონფლიქტი წარმოიშობა  ორ ან ორზემეტ ისეთ მხარეს შორის , მაშინ როდესაც აქვთ, ან ფიქრობენ რომ აქვთ ურთიერთშეუთავსებელი მიზნები.
    არსებობს შინაგანი კონფლიქტიც, რომელიც თავის მხრივ კიდევ  სხვადასხვა სახის არსებობს.
     ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო  კოფლიქტის ორი მიმართულებით განხილვა: პოზიტიური და ნეგატიური.  ნეგატიური ზოგჯერ არასასურველ შედეგებს იწვევს ძალადობას,  სიკვდილს...
      პოზიტიური კი   იწვევს განვითარებას.  სკოლის გარემოში სხვადასხვა  მიზეზები იწვევს კონფლიქტებს.  ჩვენ განვიხილეთ თომასისა და ქილმენის კლასიფიკაცია, სადაც გავეცანით 5 ძირითად  სტრატეგიას კონფლიქტის მოგვარების: განრიდებას,  კონკურენციას,  შწეგუებას, კომპრომისს და თანამშრომლობას.   სკოლაში არ არის მიზანშეწონილი განრიდების  სტრატეგიის არჩევა.  მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ  როდის უნდა აირჩიონ კონკურსის ფორმა(ოლიმპიადების, შეჯიბრებების დროს). სხვა შემთხვევაში უნდა აირჩიონ თანამშრომლობა. არცერთი სტრატეგია არ არის ბოლომდე  მისაღები, უკეთესია მათი ცვლა.  კონფლიქტის მოსაგვარებლად საჭიროა დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება,  ეს კი ზრდის საკუთრი თავის რწმენას.
                       რეკომენდაციის  სახით   გავეცანით  მასწავლებლის ქმედებებს კონფლიქტის დროს.  უფრო ეფექტურია მოსწავლეები მოვამზადოთ  მედიატორებად და ვასწავლოთ  მათ კონფლიქტების მოგვარება.  ამისთვის შეიძლება სასკოლო ცხოვრებაში   დავნერეგოთ  პროგრამა, რითაც მოსწავლეებს მოვამზადებთ  მედიატორებად.
                ზოგჯერ თავს იჩენს ღირებულებითი კონფლიქტი, რასაც მოჰყვება კამათი,  კამათში კი იბადება ჭეშმარიტება. ასეთი კონფლიქტების  დროს  უნდა გამოვიყენოთ ხოლმე როლების გაცვლა.
               გავეცანით მოსწავლეებში ბრაზის მართვის სტრატეგიას. ამისთვის კი უნდა ვიყოთ ასერტული ქცევის  კარგი მაგალითი და შევქმნათ სკოლაში კეთილგანწყობილი გარემო.
                                      ინტერკულტურული განათლება
                   საინტერსო იყო ინტერკულტურული  და მულტიკულტურული  განათლების გაცნობა.  განვიხილეთ  სხვადასხვა მოდელი ინტერკულტურული განათლების. ესენია: ასიმილაციის, ინტეგრაციის, მულტიკულტურული, ინტერკულტურული.
                  ინტერკულტურული განათლება მოსწავლეებს უვითარებს  ისეთ კომპეტენციებს, როგორიაა: მრავალმხრივი ხედვას , კონფლიქტური სიტუაციის ანალიზს, მის მოგვარებას, განსხვავებული ღირებულებების ჩამოყალიბებას. მასწავლებელმა  კი უნდა გამოიყენოს ასეთი მიდგომები: კონტრიბუცია, დამატებითი მიდგომა, ტრანსფორმაციული და სოციალური ქმედებების  მიდგომა. დღეისათვის მასწავლებლები უფრო იყენებენ  კონტრიბუციას და დამატებით მიდგომას სკოლაში,  უნდა ვეცადოთ გამოვიყენოთ  ტრანსფორმაციული და სოციალური ქმედებების  მიდგომა.
                         ტრენინგის განმავლობაში განვიხილეთ სხვადასხვა სიტუაციური ამოცანა, ვიმსჯელეთ  მულტიკულტურულ განათლებაზე.  ბოლოს კი  დავწერეთ შემაჯამებელი ტესტი.
                                                    დასკვნა

               ეს ტრენინგი  მართლაც მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის,  აქ  გავეცანით ისეთ საკითხებს, რომლის  ცოდნაც აუცილებელია დღევანდელ  მსოფლიოში(გლობალიზაციის პერიოდში). კონფლიქტების მართვაც მნიშვნელოვანია  ყველა პედაგოგისთვის. მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში და გავუზიარებ კოლეგებსაც.






                                                  ტრენინგის ანგარიში
 ტრენინგის დასახელება: სასწავლო პროცესის შეფასება.
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.
ხანგრძლივობა: 13   საათი.
ჩატარების ადგილი: ქ. თბილისის 87-ე საჯარო სკოლა.
ჩატარების დრო:   20, 21, 22  ივნისი, 2014 წელი.
ტრენერი:  იანინა გიგიბერია.

                     ტრენინგის მიზანი
ტრენინგის მიზანი იყო, გავცნობოდით შეფასების  მიზანს, შეფასების ტიპებს და  ძირიტად პრინციპებს.  გაგვეცნობიერებინა ურთიერთკავშირი, სასწავლო მიზანს, შეფასებას, სწავლებასა და სწავლას შორის. გვესწავლა გამოყენება, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მოსწავლეთა შეფასების სხვადასხვა სქემის, პრაქტიკაში.
               ტრენინგის რეზიუმე
ტრენინგზე  განვიხილეთ შემდეგი საკითხები:
1.      შეფასების მიზნები.  შეფასება ეს არის რაიმე საგნის, მოვლენის, პროცესის შესაბამისობა წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმთან.
 შეფასება სხვადასხვა კომპონენტებით ხდება.  ესაა: საკლასო მუშაობა, საშინაო დავალება და შემაჯამებელი  დავალებები. შეფასების საშუალებით  ვადგენთ მოსწავლეთა ძლიერ და სუსტ მხარეებს.  განვიხილეთ  ნორმაზე ორიენტირებული, კრიტერიუმზე ორიენტირებული და პიროვნებაზე ორიენტირებული  შეფასების სახეები.
2.        შეფასების ტიპები.  განვიხილეთ  განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასება.  განმსაზღვრელი შედეგზეა ორიენტირებული, განმავითარებელი კი  პროცესზე.
3.      შეფასების სქემები.  შეფასება ხდება სქემების გამოყენებით. სქემა არის მკაცრად განსაზღვრული კრიტერიუმებისა და მათი გამოყენების  წესების ერთობლიობა.  განვიხილეთ შეფასების სქემები და იდეალურ ვარიანტში როგორ იწერება შეფასების კრიტერიუმები, რომ  მიზანში რამდენ ზმნასაც დავწერთ, იმდენივე შეფასების კრიტერიუმია საჭირო.  ეს საშუალებას აძლევს მასწავლებელს თითოეული მოქმედება შეუფასოს მოსწავლეს.  გავარჩიეთ  ანალიტიკური, ჰოლისტური, კონკრეტული  და ზოგადი შეფასების სქემები. გავაანალიზეთ ყველა მათგანი.
4.      შეფასების ძირითდი პრინციპები.
·         სანდოობა
·         ვალიდობა
·         ობიექტურობა
·         გამჭვირვალობა
შეფასება უნდა მოხდეს სტანდარტულად და პრაქტიკულად.
5.შეფასების მეთოდები.
·         საშინაო დავალება
·         ტესტირება
·         დაკვირვება, კომენტარი
·         პორთფოლიო
·         მოსწავლის თვითშეფასება და თანატოლთა შეფასება.
ვიმსჯელეთ  თითოეულის  ძლიერ და სუსტ მხარეებზე.  განსაკუთრებით ყურადღება გავამახვილეთ  ტესტის სწორად შედგენაზე.
5.      შეფასების შედეგების გამოყენება მოსწავლის სწავლის ხელშესაწყობად  და მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის.
შეფასების შედეგები მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს თავის პრაქტიკაში, ამით მივხვდებით თუ რა ტიპის  ცოდნისა და კომპეტენციის გაუმჯობესებას საჭიროებს მოსწავლე.   ტრენინგი დატვირთული იყო სხვადასხვა პრაქტიკული სავარჯიშოებით,  ვიმუშავეთ ჯგუფებში და გავაკეთეთ  შეფასების სქემების  პრეზენტაციები. ტრენინგის  ბოლოს კი ინდივიდუალურად  ვწერეთ ტესტირება.   ჩემი შედეგი - 46  ქულა. კმაყოფილი ვარ  შედეგით.
ტრენინგის მნიშვნელობა.
       მინდა   ავღნიშნო,  რომ  ტრენინგი მართლაც მნიშვნელოვანი იყო.  ამ ტრენინგზე  კარგად გავერკვიე ყველა ზემოთ აღნიშნულ საკითხში.  მომავალი სასწავლო წლიდან შეფასების სქემებს უფრო სრულყოფილად შევადგენ, ვიდრე აქამდე  ვქმნიდი, ამაში სწორედ ტრენინგზე მიღებული ცოდნა გამომადგება.  ასევე მიღებულ ცოდნას გავუზიარებ კოლეგებს  კათედრის სხდომაზე, გავაკეთებ შეფასების სქემების  პრეზენტაციას.

                                 ნ. ციცვიძე.     25.06 2014 წ.




ტრენინგის ანგარიში

ტრენინგის დასახელება:  eTwinning-ის პორტალი და პლატფორმა.
ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.
ხანგრძლივობა: 15 საათი.
ჩატარების ადგილი: . რუსთავის  23-ე სკოლა.
ჩატარების დრო:  3, 4, 5  ოქტომბერი.  2014 წელი.
ტრენერიხათუნა ყოჩაშვილი

                             ტრენინგის მიზანი
      ტრენინგის მიზანი იყო  გვესწავლა  ეთვინინგის საშუალებით  პარტნიორების მოძებნა,  მათთან დაკავშირება, პროექტის მოძებნა და შერჩევა, გუგლ დრაივში და  თვინსფეისზე მუშაობა.
                                  ტრენინგის რეზიუმე

                                   პირველი დღე

        ტრენინგი დავიწეთ საინტერესო აქტივობით:  „ ჩვენი თავის დახასითება  მესამე პირის მხრიდან.“ ამ აქტივობით ტრენინგის წევრებმა ერთმანეთი გავიცანით.  შემდეგ მეორე საინტერესო აქტივობა შემოგვთავაზა ტრენერმა  - ანუ სად ვგრძნობდით თავს ეთვინინგზე. ეს იყო  აქტივობა:  „მზე ,  ვარსკვლავები და შავი ხვრელები“.
      ამის შემდეგ ვიმუშავეთ კომპიუტერთან.  შევედით საიტზე: eTwinning.net-ზე.  ვისწავლეთ ამ საიტის შესახებ ყველაფერი. მოვძებნეთ პროექტები და პარტნიორები. ვისწავლეთ პარტნიორთან წერილის მიწერა და მივწერეთ კიდეც. ასევე განვაახლეთ ჩვენი პროფილი.  გავიხსენეთ  ფოტოების ატვირთვა და  კომენტარის გაკეთება. ბოლოს კი დავწერეთ  პირველი დღის რეფლექსია.  საშინაო დავალება-მივწეროთ პარტნიორ მასწავლებლებს წერილები.
                                  მეორე დღე
      ტრენინგი დავიწყეთ  პირველი დრის მასალის გახსენებით.  მეორე დღეს  ძირითადად  ვიმუშავეთ გუუგლ დრაივში.  ვისწავლეთ  გუუგლის დოკუმენტის შექმნა. ასევე პრეზენტაციების შექმნა ინტერნეტში. ასევე შევედით ჩვენი ტრენერის  TwinSpace-ზე  და ვიმოგზაურეთ  ამ სივრცეში. გავეცანით  თითოეულ ჩანართს.  ვისწავლეთ ახალი TwinSpace-ის გვერდის შექმნა და რედაქტირება.  ასევე მოსწავლეთა მოწვევა და პროექტის აქტივობებზე გადასვლა.  დავწერეთ მეორე დღის  რეფლექსია ( შემაჯამელი ესე). ტრენერმა მოგვცა საშინაო დავალება უნდა მოგვემზადებინა  გუუგლის დოკუმენტი და  პრეზენტაცია  გუუგლ დრაივში.

                            მესამე დღე
        მესამე დღე  დავიწყეთ ასეთი აქტივობით- „ რას ფიქრობენ სხვები ჩვენზე“ . ამით კიდევ უფრო  ახლოს გავიცანით მონაწილეებმა ერთმანეთი. შემდეგ კი  წარვადგინეთ  ჩვენი მომზადებული საშინაო დავალებები. გავიხსენეთ წინა დღის ნასწავლი მასალა. ისევ ვიმუშავეთ  eTwinning-ზე და გუუგლ დრაივში, ვისწავლეთ ვორდის დოკუმენტის  გადაქცევა პდჰ-ად. ისევ ვიმუშავეთ  TwinSpace-ზე. ვისწავლეთ  მასალების მომზადება  და ატვირთვა.  დავწერეთ  ტრენინგის შეჯამება. 
      მინდა ავღნიშნო, რომ  ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ ტრენინგით, რადგან უკვე დამიკავშირდა პარტნიორი და  მიმიწვია პროექტში. ასევე დიდი მადლობა ტრენერს- ხათუნა ყოჩაშვილს  გაწეული შრომისთვის.
                                                                                       7.10.2014წ.
                                                                                       ნ. ციცვიძე

.
            ტრენინგი: მასწავლებელთა  თვითშეფასების კითხვარის შევსება
2015  წლის  5-6 დეკემბერს  გავიარე    ტრენინგი  თვითშეფასების

კითხვარის შევსების შესახებ.
ტრენინგის ჩატარების ადგილი: სართიჭალის #2  საჯარო სკოლა.
ტრენინგის ჩამტარებელი ორგანიზაცია: მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.
ტრენერი: ნანა ქირია
ტრენინგის ხანგრძლივობა: 10 საკონტაქტო საათი
 ტრენინგის გავლის შემდეგ  საჭიროდ ჩავთვალე

შევხვედროდი  ჩემი ზედამხედველობვის ქვეშ მყოფ პედაგოგებს.  შეხვედრა

7 დეკემბერს შედგა.  შეხვედრას ესწრებოდა ყველა პედაგოგი.  ფასილიტაცია

სასიამოვნო ატმოსფეროში წარიმართა.  პედაგოგები ინტერესით ისმენდნენ

ჩემს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას . მეც სიამოვნებით ვპასუხობდი მათ

შეკითხვებს. ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გავეცი და  დავაკმაყოფილე

მათი ცნობისმოყვარეობა.

      მინდა ავღნიშნო, შიშის  შეგრძნება  რაც არსებობდა ამ კითხვარის

გარშემო, თითქოსდა სირთულის გამო, გაუქრათ.  ყველა  მიხვდა  რატომაა

საჭირო კითხვარის შევსება.  რომ ისევ ჩვენი საჭიროებების გამოსავლენად

ხდება  და ჩვენს პროფესიულ განვითარებაზეა ორიენტირებული.  კითხვარის

შევსების შემდეგ  გაუადვილდებათ   პროფესიული განვითარების გეგმის

შედგენა. ამაში დამეხმარა სატრენინგო მასალაც, საიდანაც სრულყოფილი

ინფორმაცია  მივაწოდე  პედაგოგებს.

               საინფორმაციო შეხვედრის  მეორე დღიდანვე დავიწყე   აქტივობების

განხორციელება.   თეორიული საუბრისა და ინფორმაციის მიწოდების შემდეგ

უკვე პრაქტიკული მუშაობა დავიწყეთ თვითშეფასების კითხვარზე.  ისევ

შევხვდით  ერთმანეთს.  ყველა პედაგოგს ხელთ ჰქონდა დაბეჭდილი ფორმით

თვითშეფასების კითხვარი. გავინაწილეთ თითოეული ქვესფერო და შევავსეთ.

შემდეგ  წავიკითხეთ  შევუსწორეთ ერთმანეთს,  შევარჩიეთ  საუკეთესო


სტილი. ყველა პედაგოგმა თვალი გადაავლო თავის პრაქტიკას და  გაიხსენა


       ტრენინგი: "ციფრული თხრობის ეფექტურობა  სწავლა  სწავლებაში"
ტრენინგის ჩატარების დრო: 18-20 დეკემბერი.
ტრენინგის ჩატარების ადგილი:  ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსი.
ტრენინგის ხანგრძლივობა-15 საკონტაქტო საათი.
ტრენერი; მარიკა  ჩიტაძე
ტრენინგის შესახებ:
ტრენინგი დავიწყეთ  სახალისო აქტივობით, გავიცანით  ერთმანეთი  და  დავიმახსოვრეთ სახელები. შემდეგ კი შევუდექით მუშაობას. ყველა მონაწილემ ჩვენი მოლოდინები გავუზიარეთ   ერთმანეთს.  გავეცანით ახალ ვებ ინსტრუმენტებს, რომლებსაც უნდა დავეუფლოთ, ვისაუბრეთ ციფრული  თხრობის შესახებ, რომელიც ხელს უწყობს თემის სიღრმისეულ შესწავლას. ჯგუფური  უნარ-ჩვევების განვითარებას, კონფლიქტის აცილებას.  ვისდაუბრეთ თხრობის მნიშვნელობის  შესახებ.  ვისწავლეთ  პოვერ პოინტში   ციფრულ მოთხრობაში ხმის შემოტანა და დადება.   შემდეგ კინ დავიყავით  ჯგუფებად  და პრაქტიკულად  დავიწყეთ ციფრულ მოთხრობაზე მუშაობა.

            ტრენინგი   საინტერესო აღმოჩნდა, მოლოდინიც  გაამართლა, დარწმუნებული  ვარ  წარმატებით გამოვიყენებ ჩემ პრაქტიკაში  და მოსწავლეებსაც  უფრო  გაახალისებს ასეთი მუშაობა,  განუვითარებს შემოქმედებით უნარებს.
მეორე  დღე  დავიწყეთ  პირველი დღის დავალების პრეზენტაციით, ანუ  ერთმანეთს  წარვუდგინეთ ჩვენი შექმნილი   ციფრული მოთხრობა  პოვერ პოინტში  გაკეთებული.  ყველა მოთხრობა ძალიან საინტერესო იყო. გავაკეთეთ პრეზენტაციის შეფასება. შემდეგ კი ტრენერმ ა გაგვაცნო ციფრული მოთხრობის შექმნის  7 საფეხური.   ამის შემდეგ წყვილებში დავწერეთ  ციფრული მოთხრობა,  რომელიც გამოგვადგებოდა ითვინნინგის რომელიმე პროექტისთვის. მოვახდინეთ სცენარის იდეის დამუშავება. შემდეგ კი  შევისწავეთ ახალ ინსტრუმენტზე მუშაობა, სადაც სქემაში შევიტანეთ  მოთხრობის ძირითადი  ეტაპები.
ესაა   პროგრამა popplet.com    ონლაინ რესურსი, რომელითაც   შეძლება შუალედური დავალებების   შესრულება.  ასევე  საინტერესოა იმ მხრივ, რომ  საშუალებას გვაძლევს კოლეგებთან ერთად  ვიმუშაოთ ერთ დავალებაზე. შედგეს კოლაბორაცია.  საინტერესო სიახლე აღმოჩნდა ჩვენთვის  ეს პროგრამა.   ამის შემდეგ  ერთი საინტერესო ონლაინ  რესურსიც შევისწავლეთ.  ჩვენ უკვე ინდივიდუალურად  შევუდექით  ახალ პროგრამაში storyjamper-ში ციფრული მოთხრობის შექმნას.  დავასრულეთ ეს პროცესი და  მოთხრობის ლინკი გავუზიარეთ ტრენერს ფოსტაზე.  ტრენერმა გვაჩვენა  კენ რობინსონის ვიდეო განათლებაზე.  სადაც  ჩანდა მისეული ხედვა განათლების საკითხებზე.



                                  ტრენინგის რეფლექსია
ტრენინგის დასახელება: „მასწავლებლის პროფესიული საქაღალდის შეფასება“
ტრენინგის ხანგრძლივობა:8 საათი.
ტრენინგის ჩატარების ადგილი: სართიჭალის #2 საჯარო სკოლა.
ტრენერი: იზა გვირჯიშილი.
ტრენინგის ჩატარების დრო: 12-13 მარტი. 2016 წელი.
  ტრენინგის პირველი დღე დავიწყეთ  ერთმანეთის გაცნობით.  შემდეგ კი ტრენერმა საინტერესო   პრეზენტაცია შემოგვთვაზა  მასწავლებლის კარიერული წინსვლის თითოელი საფეხურის ძირითად  და დამატებით აქტივობებზე.  განვსაზღვრეთ რომელი აქტივობებია  აუცილებელი  სტატუსის შესანარჩუნებლად  და რომელი შემდეგ საფეხურზე გადასასვლელად.  რომელ აქტივობას რამდენი კრედიტი აქვს ახალ სქემაში. ასევე საკითხავ მასალაში გავეცანით იმ პროექტებს და პროგრამებს, რომელშიც მონაწილეობა  კრედიტით  აღინიშნება. ბოლოს კი ჯგუფებმა ერთმანეთს  დავუსვით კითხვები ტრენინგზე  მოსმენილი  ახალი მასალიდან.
     მეორე  დღე უფრო მეტად საინტერესო აღმოჩნდა.  განვიხილეთ პრაქტიკული  სიტუაციები, რაც შეიძლება  შეფასების ჯგუფს  შეხვდეს   სკოლაში. ჯგუფები აქტიურად ჩავერთეთ დავალებების შესრულებაში. ყველა ამოცანას წარმატებით გავართვით თავი.  საფუძვლიანად  განვიხილეთ  სასწავლო რესურსის შეფასების კრიტერიუმები. ასევე როგორ  ფასდება  პედაგოგის   კონსულტირება  სტუდენტთან და  პედაგოგთან.  განვიხილეთ  სასწავლო რესურსის რეფლექსიის სხვადასხვა ვარიანტები, შევაფასეთ რესურსი და რეფლექსია კრიტერიუმების მიხედვით.
   უახლოეს დღეებში  ჩემი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ პედაგოგებს  გავაცნობ  სატრენინგო მასალიდან ყველა მნიშვნელოვან ინფორმაციას. გავუწევ  მათ დახმარებას  მუშაობის პროცესში.
     ტრენინგი  იყო საინტერესო.  ინფორმაცია კი საჭირო შეფასების ჯგუფის წევრებისთვის. ტრენერი ამომწურავად პასუხობდა ჩვენს  შეკითხვებს.
          ნინო ციცვიძე.
         18.03.2016 წელი.




                         








No comments:

Post a Comment