edkemp-ის კონფერენცია 2-3 მარტი 2024 წელი

კონფერენციები

            კონფერენცია: "პროექტზე დაფუძნებული სწავლება სკოლაში."

                 კონფერენციის ანგარიში
კონფერენციის  დასახელება -„პროექტზე დაფუძნებული სწავლება სკოლაში“
ჩამტარებელი ორგანიზაცია-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.
ჩატარების ადგილი-თბილისის მასწავლებლის სახლი.
ჩატარების დრო-2013 წლის     21-22              ივნისი.

   კონფერენციის პირველ დღეს  გავაკეთე პრეზენტაცია პროექტზე : „ცხოველთა მრავალფეროვნება დედამიწაზე“.ეს პროექტი განვახორციელე პირველ კლასში. პროექტში ჩართული იყო ყველა მოსწავლე, ასევე მოსწავლეთა მშობლები და ხელოვნების პედაგოგი ნ.მეტრეველი.
    პროექტის მიზანი იყო ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება ბავშვებში და დამოკიდებულების შეცვლა ცხოველთა  სამყაროს მიმართ.  პრეზენტაციას თან ერთვოდა ფოტომასალა, რომელიც ასახავდა პროექტის სამივე ეტაპს. ასევე პროექტის შეფასების რუბრიკა და ჩემი თვითშეფასების რუბრიკა. პრეზენტაციის შემდეგ იყო  ჩემს მიმართ კითხვები დასმული, ასევე შემაფასებელი კომენტარები გაკეთდა დარბაზიდან. ყველა კომენტარიდან იგრძნობოდა დადებითი განწყობა პროექტისადმი.
   მინდა ავღნიშნო ბატონ კ.ჟღენტის მიერ დასმული კრიტიკული შეკითხვების შესახებ. მომიწია პასუხის გაცემა ასეთ კითხვაზე: „რატომ აირჩიე ამ მიზნის მისაღწევად პროექტი და არა ჩვეულებრივი გაკვეთილი?“ ეს კითხვები პირადად ჩემთვის(და ასევე ბევრი მონაწილე აღნიშნავდა ჩემსავით)იყო  მეტად მნიშვნელოვანი. რადგან გვიწევდა დასაბუთება იმ არჩევანის  რაც ჩვენ მიზნად დავისახეთ პროექტის განხორციელების დროს.
   აღსანიშნავია ,რომ ზოგი მონაწილე ახერხებდა დასაბუთებული პასუხის გაცემას, ზოგი ვერ ახერხებდა. ამითაც ალბათ ბევრი რამის სწავლა შეიძლებოდა. ე.ი. ჩვენი არჩეული თემა უნდა ყოფილიყო მიზნის შესატყვისი, ასევე განსახორციელებელი ამოცანები  ზუსტად უნდა ყოფილიყო გათვლილი. მე პირადად მომიწია იმის დასაბუთება რატომ ავირჩიე  მიზნის მისაღწევად პროექტი და არ ავირჩიე ჩვეულებრივი გაკვეთილი. ავღნიშნე რომ  დაკვირვების უნარის განვითარება, კვლევა-ძიების უნარის განვითარება, თანამშრომლობის უნარის განვითარება ცხოველთა მრავალფეროვნების აღქმა ვერ მოხდებოდა ჩვეულებრივ გაკვეთილზე, ამიტომ ამ მიზნის მისაღწევად ავირჩიეთ პროექტი.
    კონფერენციას მეორე დღეს ვესწრებოდი როგორც მსმენელი. მეორე დღეც ნაყოფიერი ჩემთვის, რადგან მოვისმინე ბევრი საინტერესო პროექტის  პრეზენტაცია. თუმცა ყველა პრეზენტატორი ვერ ახერხებდა პრეზენტაციის ფორმატის დაცვას, ანუ განსაზღვრულ დროში მნიშვნელოვანი ინფორმაციის წარმოჩენას. ზოგმა საერთოდ ვერ შეძლო აუდიტორიის ყურადღების მიქცევა, რადგან გაურკვევლად საუბრობდა. იყვნენ  საუკეთესო პრეზენტატორებიც, მათ საინტერესო პროექტები წარმოადგინეს. განსაკუთრებით მომეწონა პროექტი: „აბრეშუმის გზა“.
   ყველა გამომსვლელმა აღნიშნა ერთი საერთო რამ, რომ პროექტზე მუშაობის დროს ყველა ბავშვი იყო მოტივირებული და  მუშაობდა ხალისით .
    ეს ორი დღე მეტად ნაყოფიერი იყო ჩემთვის, რადგან:
·         კონფერენციაზე წარმოდგენილი პროექტები არის მნიშვნელოვანი სასწავლო რესურსები პედაგოგებისთვის.
·         მივიღეთ  გამოცდილება-  საუკეთესო პრეზენტაციის წარდგენის.
·         გარკვეულ ,განსაზღვრულ დროში მთავარი ინფორმაციის წარმოჩენის.
·         საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შევიძინეთ ბევრი მეგობარი-კოლეგა, რომელთანაც დღემდე ვაგრძელებთ საქმიან ურთიერთობას.
·         გაჩნდა ბევრი ახალი იდეა, თუ როგორ წარვმართოთ ჩვენი მომავალი პროფესიული განვითარება.
·         კონფერენციაზე მიღებული გამოცდილება სიამოვნებით გავუზიარე ჩემს კოლეგებს სკოლაში.
·         ვაჩვენე მათაც კონფერენციის ვიდეო მასალა, ასევე ვაჩვენე ინტერნეტით საინტერესო პროექტები, ავტორების ბლოგებზე განთავსებული.
·         საინტერესო იყო თუნდაც  იმით, რომ დაგვენახა  სუსტი მხარეები პროექტების ,რაც კარგი  მასალაა მომავალი მუშაობის დაგეგმვისათვის.


   ჩემს მიერ კონფერენციაზე წარდგენილი პრეზენტაცია:






            კონფერენციაზე ჩემი ფოტოები:



                     ჩემი პრეზენტაციის  დასასრული:




       კონფერენცია: "კითხვის ეფექტური მეთოდების გამოყენება სასწავლო პროცესში."

         

                            კონფერენციის აგარიში-2

კონფერენციის დასახელება-„კითხვის ეფექტური მეთოდების გამოყენება სასაწავლო პროცესში“
კონფერენციის ჩატარების ორგანიზატორი-ქალბატონი ნინო ბუთურიშვილი.
ჩატარების ადგილი-გარდაბნის #1 საჯარო სკოლა.
ხანგრძლივობა-5 საათი.
ჩატარების დრო-2013 წლის 30 აპრილი.

                 ნაწილი მეორე
v  კონფერენციის მიზანი იყო კონფერენციის მონაწილე პედაგოგებს  გვემსჯელა სასაწავლო პროცესში კითხვის ეფექტური მეთოდების გამოყენებაზე.
v   ქართული ენის მასწავლებელთა  პროფესიული ზრდისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების ხელშეწყობა;
v  წიგნიერებაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დანერგვის ხელშეწყობა;მეთოდების დამუშავება და დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოკვეთა;
v  ინოვაციური იდეების,კონკრეტულ პედაგოგთა მიერ პრობლემის დაძლევის ახლებური ხედვის  გაცნობა;
v  პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა კარიერული ზრდის ( კრედიტების დაგროვება) ხელშეწყობა.
v  გამოცდილი,აქტიური და მაღალი საგნობრივი კომპეტენციის მქონე პედაგოგთა რეგიონული ქსელის შექმნა;
v  არასერტიფიცირებულ  მასწავლებელთათვის პროფესიული და საგნობრივი გამოცდილების მიღება.


                                      ნაწილი მესამე
                                        რეზიუმე.
კონფერენცია გახსნა კონფერენციის ორგანიზატორმა ქ-ნმა ნ. ბუთურიშილმა. კონფერენციას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები თბილისის მასწავლებლის სახლიდან: ბატონი დ.კვინიკაძე და ქ-ნი რუსუდან თედორაძე.
პირველი პრეზენტატორი-ქ-ნი რიტა მინესაშვილი, საპრეზენტაციო თემით: „დიდი წიგნების ერთობლივი კითხვა“. გამომსვლელმა ისაუბრა ამ მეთოდის ეფექტურობაზე.წარმოადგინა თვალსაჩინოება,რომელსაც იყენებდა გაკვეთილის პროცესში.პრეზენტაცია გამდიდრებული იყო ფოტო და ვიდეო მასალით.
მეორე გამომსვლელი-ქ-ნი ალვინა ხუბულია,საპრეზენტაციო თემით: „კითხვის სტრატეგიები“.მის პპრეზენტაციაში კარგად ჩანდა გაკვეთილის ყველა მომენტი,ასევე პრეზენტაციას ახლდა ფოტო და ვიდეო მასალა.
მესამე გამომსვლელი-ქ-ნი ზეინაბ ბერაძე, საპრეზენტაციო თემით: „კითხვები და პასუხები QAR“პრეზენტატორმა წარმოადგინა საინტერესო მასალა,თუ რა სტრატეგიით ახდენს გაკვეთილზე წაკითხული ტექსტის გააზრებას. წარმოადგინა ოთხი სახის კითხვები, გააკეთა დასკვნა ,რომ ტექსტი ყოველთვის არ იძლევა სრულ ინფორმაციას ,ბავშვები უნდა შევაჩვიოთ დამალული ინფორმაციის ამოცნობას.
მეოთხე გამომსვლელი-თქვენი მონა-მორჩილი გახლდით.ჩემი პრეზენტაცია შეეხებოდა ორიენტირებული მოსმენისა და აზროვნების მეთოდს.გაკვეთილის ძირითადი მომენტები წარმოვადგინე ვიდეომასალით, რომელმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია აუდიტორიაში. დამისვეს კითხვები ამ მეთოდის ირგვლივ . პატარა კვლევის საფუძველზე, გავაკეთე ჩემი დასკვნა მეთოდის გამოყენებაზე.
მეხუთე გამომსვლელი -ქ-ნი ნინო ბუთურიშვილი. საპრეზენტაციო თემით: „სიტყვათა კლასიფიკაცია“.გამომსვლელმა საინტერესოდ წარმოადგინა აზერბაიჯანელი ბავშვებით დაკომპლექტებულ კლასში, როგორ აღწევს მიზანს ამ მეთოდის გამოყენებით.პრეზენტაცია გამდიდრებული იყო ფოტო და ვიდეო მასალით.დასმული იყო შეკითხვები, რომელსაც ამომწურავად პასუხობდა პრეზენტატორი.
მეექვსე გამომსვლელი-ქ-ნი ირმა შველიძე. მან წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე-„სილუეტების თეატრი“.დიდი მოწონება დაიმსახურა ბავშვების მიერ დადგმულმა ზღაპარმა. პრეზენტაციას თან ერთვოდა ვიდეომასალა ,საიდანაც კარგად ჩანდა ამ მეთოდის ეფექტურობა განსაკუთრებით აზერბაიჯანელი ბავშვებისთვის.
შესვენება
მეშვიდე გამომსვლელი-ლალი ნარიმანიძე, ნანა არაბული მათ წარმოადგინეს პრეზენტაცია- „ორიენტირებული კითხვა.“ორ მასწავლებელს სხვადასხვა კლასში ჰქონდა გამოცდილი ეს მეთოდი. საინტერესო იყო მათი შემაჯამებელი დასკვნა მეთოდის ეფექტიანობაზე.
მერვე გამომსვლელი-ნონა არევაძე. მან წარმოადგინა პრეზენტაცია- „ფონოლოგიური უნარების განვითარება“.ჩვენ თვალწინ კარგად ჩანდა ამ მეთოდით როგორ აღწევს მასწავლებელი მიზანს გაკვეთილზე. არაქართულენოვანი ბავშვები(პირველკლასელები)  ახერხებდნენ სიტყვების დამარცვლას მარცვლებიდან სიტყვების მიღებას.
მეცხრე გამომსვლელი-გიორგი ჭაუჭიძე. მან წარმოადგინა პრეზენტაცია- „საკითხავი აქტივობები კითხვის დაწყებამდე.“წარმოადგინა ოთხი სხვადასხვა აქტივობა ,რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებს ჯერ კიდევ წინასაანბანო პერიოდში გამოუმუშავდეთ კითხვის უნარები. შემდეგ როდესაც კითხვას იწყებენ მათ უკვე აქვთ გარკვეული ცოდნა ამ სფეროში, ანუ შეუძლიათ უკვე ზოგიერთი სიტყვების კითხვა.პრეზენტაციას თან ერთვოდა ავტორის მიერ შექმნილი დიდი წიგნები.
       ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ამ კონფერენციაში მონაწილეობა.პირველად ვიღებდი ასეთი სახის კონფერენციაში მონაწილეობას. შევიძინე ბევრი მეგობარი(კოლეგა). მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის  მათი გამოცდილების მოსმენა. შევეცდები დავნერგო პრაქტიკაში მათ მიერ გამოცდილი მეთოდები. ასევე ჩემს სკოლაში ვაჩვენებ კოლეგებს ამ კონფერენციის ვიდეო ჩანაწერს, ალბათ მათაც გაუჩნდებათ მოტივაცია მიიღონ მონაწილეობა  ასეთი სახის კონფერენციებში.
          გამიჩნდა იდეა  მომავალი წლისთვის მე თავად დავგეგმო ასეთი კონფერენცია ჩემს სკოლაში ,მოვიწვიო მასწავლებლები რაიონის სკოლებიდან   როგორც მონაწილეებად ასევე მსმენელებად.

   ნინო ციცვიძე                                3.05.2013წ.



            კონფერენციის დღის წესრიგი:
          
წიგნიერი    და    შემოქმედებითი   სასწავლო     პროცესის   ორგანიზება
განრიგი
#
გვარი სახელი
ტელ.
სქემაში ჩართულობა
სკოლა
წარმოდგენილი თემა/მეთოდი
გამოსვლის დრო

ნინო ბუთურიშვილი
577 973 222

კონფერენციის ორგანიზატორი
კონფერენციის გახსნა,
14.00
1
რიტამინესაშვილი
577970552
+
გარდაბანი,თაზაქენდის საჯ.სკოლა
დიდი წიგნების ერთობლივი კითხვა
14.10
2
ალვინა ხუბულია

+
გარდაბანი,ვაზიანი# 2
კითხვის სტრატეგიების სწავლება
14.25
3
ზეინაბ ბერაძე

+
გარდაბანი,ქესალო
კითხვები და პასუხებიQAR
14.40
4
ნინოციცვიძე

+
გარდაბანი სართიჭალა#2
ორიენტირებული მოსმენა და აზროვნება
14.55
5
ნინო ბუთურიშვილი

+
გარდაბანი,კალინინო
სიტყვათა კლასიფიკაცია
15.10
6
ირმა შველიძე

+
მარნეული,აზიზქენდი
სილუეტების თეატრი
15.25

შესვენება




15.45
7
ლალი ნარიმანიძენანა არაბული

+
მარნეული,ყულარი
ორიენტირებული კითხვა
16.00
8
ნონა არევაძე

+
მარნეული ,დაშტაფა
ფონოლოგიური უნარების განვითარება
16.15
9
გიორგი ჭაუჭიძე

+
მარნეული,შაუმიანი
საკითხავი აქტივობები კითხვის დაწყებამდე
16.30
10

სალომე ყველაშვილი

+
გარდაბანი მარტყოფი#2
თამაშით სწავლება
16.45

კახა ჟღენტი



მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი







16.55




                წიგნიერი    და    შემოქმედებითი   სასწავლო     პროცესის   ორგანიზება

დებულება
ქართული ენის მასწავლებელთაპროფესიული ზრდისა და გამოცდილების გაზიარებაზე ორიენტირებული გარდაბნის რაიონული კონფერენციის შესახებ

კონფერენციის ჩატარების მიზანი/აქტუალობა :
v  ქართული ენის მასწავლებელთა  პროფესიული ზრდისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარების ხელშეწყობა;
v  წიგნიერებაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დანერგვის ხელშეწყობა;მეთოდების დამუშავება და დადებითი და უარყოფითი მხარეების გამოკვეთა;
v  ინოვაციური იდეების,კონკრეტულ პედაგოგთა მიერ პრობლემის დაძლევის ახლებური ხედვის  გაცნობა;
v  პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა კარიერული ზრდის ( კრედიტების დაგროვება) ხელშეწყობა.
v  გამოცდილი,აქტიური და მაღალი საგნობრივი კომპეტენციის მქონე პედაგოგთა რეგიონული ქსელის შექმნა;
v  არასერტიფიცირებულ  მასწავლებელთათვის პროფესიული და საგნობრივი გამოცდილების მიღება.
1.   კონფერენციის ჩატარების ფორმა,ვადები,ადგილი.
1.1.           ქართული ენის მასწავლებელთა გარდაბნის რაიონული კონფერენცია ჩატარდება გარდაბნის # 1 საჯარო სკოლაში(ეკლესიასთან ახლოს)30 აპრილს,2013 წელი,14.00 საათზე.
1.2.           კონფერენციაში მონაწილე მომხსენებლობის მსურველმა მასწავლებლებმა უნდა შეავსონ  წერილზე თანდართული სარეგისტრაციო ფორმა და გაგზავნონ ელ.ფოსტაზე ninobut@ gmail.comან დარეკონ 577 973 222,ან დაუკავშირდნენ გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, აუცილებლად  2013 წლის 12 აპრილამდე,(იმისათვის ,რომ შედგეს განრიგი) .
2.     სამიზნე აუდიტორია:
2.1. მომხსენებლებად წარმოდგენილი  იქნებიან,გარდაბნის  რაიონის როგორც ქართულენოვანი,ასევე არაქართულენოვანი  სკოლების  დაწყებითი კლასების(I-IV),ქართული ენისა დალიტერატურის I-VI  და  VII-XII კლასების სერტიფი-ცირებული მასწავლებლები.(სქემაში ჩართულები მიიღებენ კრედიტ-ქულებს).
2.2.მოწვეული მომხსენებელი მასწავლებლები (მაქსიმუმ  2 ).
  2.3.   კონფერენციაში მსმენელად მონაწილეობა ,სასურველია არა მხოლოდ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაშიჩართულმასწავლებელთათვის,არამედ არასერტიფიცირებული მასწავლებლებისთვისაც,რამდენადაც მოკლე დროში ( 3-4 საათი ) გაეცნობიან , საგაკვეთილო პროცესში წამოჭრილი პრობლემების მოხერხებული  და შედეგზე ორიენტირებული  გადაჭრის გზებს.
          2.4.  კონფერენციას დაესწრებიან აგრეთვე მოწვეული სტუმრები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან;გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები; სკოლის დირექტორები .
3საკონფერენციო თემა: კითხვის ეფექტური მეთოდების გამოყენება სასწავლო პროცესში .
3.1.  კონფერენციაში  მომხსენებლად  მონაწილეობის მსურველი მასწავლებელი, ვალდებულია 2013 წლის 18 აპრილამდე  საპრეზენტაციო  თემა(დაგეგმილი გაკვეთილი ან მეთოდი)   გააგზავნოს  ელ.  ფოსტაზე ninobut@ gmail.com  .  მასალა  უნდა შეიცავდეს როგორც  თეორიულ, ასევე პრაქტიკულ  საგაკვეთილო სიტუაციებს( სურათები ან  მცირე ვიდეოჩანაწერი).ჩანდეს მეთოდის ეფექტურობა.შესაძლებელია უარყოფითი მხარეებისჩვენებაც ,ასეთის არსებობის შემთხვევაში.
                დამხმარე საშუალებებად გთავაზობთ სკოლის ბაზაზე არსებულ(ბიბლიოთეკებში)  სასწავლო-მეთოდურ გზამკვლევს „კითხვის ეფექტური მეთოდები 1“, „ კითხვის ეფექტური მეთოდები  2“. სასწავლო მეთოდურ ფილმებთან ერთად. შესაძლებელია მოდიფიცირებული  მეთოდების საკუთარი კლასისა და საგნისმოთხოვნილებებზე მორგებული,ასევე  ინოვაციური მეთოდების წარმოდგენაც   წიგნიერების ( კითხვისა და წერის კომპონენტები) განვითარების მიმართულებით,რამდენადაც ეს უნარი მნიშვნელოვანია სხვა საგნების წარმატებით ათვისებაშიც. მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს საპრეზენტაციო ფორმატში  Power Pointi.
             საკონფერენციო თემები გაეგზავნება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის წარმომადგენლებს.
3.2.განსაზღვრულიამომხსენებელთადრო: ერთიპრეზენტაცია 15  წუთი.
4.         კონფერენციას ტექნიკურ -მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფს გარდაბნის საგანმანათლებლო რესურსცენტრი.( დარბაზი,კომპიუტერული აღჭურვილობა, პროექტორი,მარკერის დაფა).  სხვა საკანცელარიო მასალას ( მარკერი,ფლიფჩარტის ქაღალდი და ა.შ) უზრუნველყოფს კონფერენციის ორგანიზატორი.
5.          გამომსვლელთა რიგითობა და შესვენების ხანგრძლივობა დადგინდება განრიგის შედგენის,თემების წარმოდგენის შემდგომ .
 6.    კონფერენციის ორგანიზატორი :   გარდაბნის მუნიციპალიტეტის,სოფელ კალინინოს საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ფარგლებში მოქმედი პროგრამის : „ვასწავლოთ ქართული როგორც მეორე ენა“ ტრენერ-მასწავლებელი  

ნინო ბუთურიშვილი.



         ჩემი პრეზენტაციის ვიდეოჩანაწერი კონფერენციაზე:


               
           






კონფერენციის ანგარიში       
ნაწილი 1
ღონისძიების დასახელება-etwinning plus-ის შემაჯამებელი კონფერენცია
ჩამტარებელი ორგანიზაცია-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.
ჩატარების ადგილი-თბილისის მასწავლებლის სახლი.
ჩატარების დრო-21 დეკემბერი. 2013 წელი.
ხანგრძლივობა- 6 სთ 45 წთ.
ნაწილი 2
მიზანი და ამოცანები.
კონფერენციის მიზანი იყო :
·         ამ პორტალზე დარეგისტრირებული მასწავლებლების უფრო უკეთესად გაცნობიერება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაში.
·         პროექტებზე მუშაობა და პროექტების შეფასება.
·         უცხოელი პედაგოგების გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციაზე მიზნის მისაღწევად დასახული იყო ამოცანები:

·         ქართველი ტრენერების საინტერესო მოხსენებები.
·         უცხოელი პედაგოგების მოხსენებები მათ პრაქტიკულ საქმიანობებზე.
·         მონაწილე პედაგოგების სურვილის მიხედვით, ჯგუფებად გადანაწილება და  მუშაობა ჩვენთვის სასურველ ტრენერებთან.

ნაწილი 3
რეზიუმე
კონფერენცია გახსნა მასწავლებელთა  პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა. კონფერენციას საქართველოს რეგიონებიდან და დედაქალაქიდან 100-მდე პედაგოგი ესწრებოდა.
მოხსენებები წაკითხული იქნა სხვადასხვა თემებზე.  მათ შორის:
·         საგანმანათლებლო პროექტების მართვა.
·         მშობლების ჩართვა საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაში.
·         პროექტების შეფასება.
·         ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში და სხვა.

დღეისათვის საქართველოდან 560 პედაგოგია დარეგისტრირებული ეთვინინგზე. ევროპის სხვადასხვა ქვეყნის პედაგოგები განათლების სხვა სპეციალისტები საერთო პორტალის საშუალებით ქმნიან საგანმანათლებლო პროდუქტს და უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას.
ჩვენ მოვისმინეთ შოტლანდიელი პედაგოგის ჯორჯ გლასის და ინგლისელი პედაგოგის სანდრა ანდერვუდის მოხსენებები.
ყველა მოხსენება თავისთავად საინტერესო იყო. მათ შორის გამოვყოფდი ქ-ნ მანანა რატიანის მოხსენებას, ქ-ნ სოფიკო ლობჟანიძის მოხსენებას და ბატონ პ. პაპავას მოხსენებას. მეორე დღეს  გამიჭირდა კიდეც არჩევანის გაკეთება, იმდენად საინტერესო იყო ყველა ტრენერის მოხსენება. ბოლოს ჩავეწერე ბატონ პაატა პაპავასთან. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ის მცირე დრო  ჩვენი ურთიერთობისა.

ნაწილი 4
კონფერენციის მნიშვნელოვნების დასაბუთება.
კონფერენცია მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ  საქართველოს სხვადასხვა კუთხის აქტიურმა პედაგოგებმა გავიცანით ერთმანეთი, გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება. უფრო მეტი რამ გავიგეთ ამ პორტალზე მუშაობის შესახებ. მოვისმინეთ ბევრი საინტერესო მოხსენება. გავიცანით უცხოელი კოლეგები. ვიმუშავეთ ჯგუფებში .
      ჩემს  სკოლაში, კათედრის სხდომაზე მომეცემა საშუალება კოლეგებს გავუზიარო ყველა სიახლე ამ პორტალის შესახებ. მოვუწოდებ ისინიც დარეგისტრირდნენ ამ პორტალზე. ამით მათ საშუალება მიეცემათ ჩაერთონ ევროპის ქვეყნების სასწავლო პროექტებში და გაიზიარონ საუკეთესო გამოცდილება. დავეხმარები პედაგოგებს პროექტების მოძიებაში ეთვინინგზე.
     ასევე  საინტერესო იყო მოკლე დროით, მაგრამ ნაყოფიერი შეხვედრა პაატა პაპავასთან. ჩვენ ვისაუბრეთ წიგნიერებაზე ზოგადად და ბევრი საინტერესო წიგნების შესახებ.  ასევე  ვისაუბრეთ მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდაზე.

კონფერენციის დღის წესრიგი



21 დეკემბერი. პირველი დღე.
11:00-11:10 კონფერენციის გახსნა.
მომხსენებელი გია მამულაშვილი.
11:10-11:45 პროექტებით სწავლება.
მომხსენებელი მანანა რატიანი.
11:45-12:45 როგორ გაცხდეთ Appy პიროვნება.
მომხსენებელი სანდრა უნდერვუდი.
12:45-13:45  როგორ შევქმნათ წარმატებული e Twinning პროექტი.
მომხსენებელი ჯორჯ გლასი.
14:00 15:00 შესვენება, სადილი.
15:00 15:15 მეორე დღის მიმოხილვა: გარემოს დაცვა.
მომხსენებელი მანანა რატიანი.
15:15 15:30 მეორე დღის მიმოხილვა. სამოქალაქო განათლება.
მომხსენებელი გიორგი გახელაძე.
15:30- 15:45  მათემატიკური წიგნიერება და ტექნოლოგიები.
მომხსენებელი ზაქრო გიუნაშვილი.
15:45-16:00 მეორე დღის მიმოხილვა წიგნიერება.
მომხსენებელი პაატა პაპავა.

22 დეკემბერი. მეორე დღე
11:00-11:30 როგორ შევუწყოთ ხელი მშობელთა ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში.
მომხსენებელი სოფო ლობჯანიძე.
11:30-12:00 პროგრამების შეფასება.
მომხსენებელი მაია არავიაშვილი.
12:00-13:00 შესვენება სადილი.
13:00-14:00 თემა სამოქალაქო განათლება.
მომხსენებელი გიორგი გახელაძე.
13:00-14:00თემა მათემაქტიკური წიგნიერება და ტექნოლოგიები.
მომხსენებელი ზაქრო გიუნაშვილი.
13:00-14:00-თემა წიგნიერება
მომხსენებელი პაატა პაპავა.



                კონფერენციის ფოტოები






კონფერენცია :  "ინოვაციური მიდგომები პედაგოგიურ პრაქტიკაში."

                                        კონფერენციის    ანგარიში
კონფერენციის დასახელება-   „ინოვაციური  მიდგომები პედაგოგიურ პრაქტიკაში“.
ჩამტარებელი ორგანიზაცია- ლამარა მარგველაშვილის  სახელობის სკოლა XXI  საუკუნე.
ჩატარების ადგილი- თბილისი,  თიბისი ბანკის სათაო ოფისი.
ჩატარების დრო- 10 მაისი. 2014  წელი.
     კონფერენციაზე ვიმყოფებოდი მსმენელის სტატუსით,  თუმცა გაგზავნილი მქონდა პრეზენტაცია და საკონფერენციო თემა, მაგრამ ვერ მოვხვდი მომხსენებლებში, რაზედაც ძალიან დამწყდა გული.
     კონფერენციის დაწყებამდე დავათვალიერე   სტენდური პრეზენტაციები.  ყველა თავისთავად  საინტერესო იყო.  განსაკუთრებით მომეწონა ინტეგრირებული გაკვეთილი  რუსულ ენაში და მათემატიკაში. გავესაუბრეთ სტენდური პრეზენტაციის ავტორებსაც, მათ გაგვიზიარეს თავიანთი გამოცდილება.
10.30  საათზე მოხდა კონფერენციის გახსნა.  მოვისმინეთ ზეპირი მოხსენებები. გამოვყოფდი ქ-ნ მაია ინასარიძის მოხსენებას:“სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიულ განვითარება.“ და მალხაზ მაყაშვილის მოხსენებას :
„ციფრული ტექნოლოგიები კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის.“ პრაქტიკაში  ნამდვილად გამომადგება ამ მომხსენებლების  რეკომენდაციები.
ასევე საინტერესო იყო ვირტუალურ ლაბორატორიებში მუშაობა, ალბათ მაღალი კლასების მასწავლებლები უფრო უფრო დაინტერესდებოდნენ ამ მოხსენებებით.
შევისვენეთ 12.30-13.00-მდე.
საინტერესო მოხსენება გააკეთა  ბ-ნმა  პაატა პაპავამ. მოხსენება შეეხებოდა ბიოგრაფიის სწავლებას. მოხსენება ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა აუდიტორიასთან.  შევჯერდით  ბიოგრაფიის სწავლების მნიშვნელობაზე.  ბიოგრაფიიდან შეიძლება გავიგოთ:
ü  რა არის ცხოვრება.
ü  რით არის საინტერესო ამ ადამიანის ცხოვრება.
ü  რა არის მის ცხოვრებაში  უარყოფითი.
ü  რა იყო მისი პრობლემური თვისება.
ü  მისი რომელი თვისება იყო ყველაზე  სასარგებლო.
ü  რა შეცდომები  დაუშვა ამ ადამიანმა.
ბიოგრაფიის სწავლებისას  უნდა გამოვიყენოთ ეფექტური სტრატეგიები. ესენია:
ü  დისკუსია.
ü  ბიოგრაფიის ყუთი.
ü  გმირის წარმოსახვითი ვიზიტი.
ü  ფილმის ჩვენება და განხილვა.
ü  ეპიზოდების  გათამაშება.
აუდიტორიის ინტერესი გამოიწვია პრეზენტაციამ კომპიუტერული  და ბიოლოგიური ვირუსების მსგავსება-განსხვავებაზე.  ასევე საინტერესო იყო პრეზენტაცია სასწავლო რესურსების აღდგენა- რესტავრაციაზე.  განსაკუთრებით მომეწონა მეხუთე კლასის მოსწავლეების მიერ შექმნილი მულტფილმი. ეს იყო „შვლის ნუკრის ნაამბობი.“ მულტფილმიდან ჩანდა ბევრი სხვადასხვა  კომპიუტერული  პროგრამის ცოდნა  მომხსენებელმაც საინტერესოდ წარმოადგინა.
                           კონფერენციის ფოტომასალა
  































                                               "მასწავლებელთა მეორე ეროვნული კონფერენცია."

                 კონფერენციის ანგარიში
კონფერენციის  დასახელება -„მასწავლებელთა მეორე ეროვნული კონფერენცია.
ჩამტარებელი ორგანიზაცია-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნული ცენტრი.
ჩატარების ადგილი- ბაზალეთის სასტუმრო კომპლექსი.

ჩატარების დრო-2014  წლის  10-11-12 დეკემბერი.

           კონფერენცციის პირველი დღე 
12;00-12;30 ლანჩი.
13;00-14;00 მონაწილეთა რეგისტრაცია.
14;00-14;30-კონფერენციის გახსნა.

 მოვისმინეთ ბ-ნ  გიორგი მაჩაბელის   მოლოცვა.
შემდეგ კი რეგიონალური  კოორდინატორის  ბ-ნ ლაშა მკუნალიძის   მოხსენება.
13;30-14;30  მოვისმინეთ  ქ-ნ ირინა აბულაძის მოხსენება  "მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა  კარიერული წინსვლის სქემა."
      სქემის შესახებ მოხსენებას  რეზონანსი მოჰყვა აუდიტორიაში. მასწავლებლებმა  გამოთქვეს თავისი აზრი ყველა საკითხზე.  გაიმართა კითხვა-პასუხი მომხსენებელსა და აუდიტორიას  შორის.
     14;30-15;30  სადილი.
16;00-16;45 მომხსენებელმა  საბა ჩიხლაძემ  გააკეთა მოხსენება  ტრენერთა სკოლის შესახებ. მოხსენება საინტერესო იყო მსმენელების ინტერესი  გამოიწვია.
     16;-15-16;45  მომხსენებელმა გალინა აბულაძემ  წარმოადგინა  მოხსენება:  "მედია საშუალებების გამოყენება." მოხსენება იყო საინტერესო,  ჩემთვის იყო ინოვაცია ბევრი მსმენელიც  აღნიშნავდა ამას.
  16:45-17:15-მოვისმინეთ ქ-ნ ელიზა ბაგალიშვილის  მოხსენება  " გამოვიყენოთ ბლოგი."მომხსენებელმა ისაუბრა ბლოგის მრვალმხრივ გამოყენებაზე. 
   17:15-17:45  ქ-ნმა ასმათ ჩხიტუნიძემ  წარმოადგინა მოხსენება: "როგორ ვიმუშაოთ  მოსწავლეებთან, რომლებსაც მკვეთრად გამოხატული მეტყველების პრობლემები აქვთ"
 მოხსენება იყო მშრალი, არჩანდა პრაქტიკული მუშაობა ამ კატეგორიის ბავშვებთან, უმჯობესი იქნებოდა  ტეორიების კითხვას გვენახა ვიზუალური მასალა. მაგალითად რა შედეგს მიაღწია მომხსენებელმა ერთ-ერთთან მაინც.

     კონფერენციის მეორე დღე
08:30-09:30 საუზმე.
10:00-12:00 მუშაობა ჯგუფებში.  დაიწყო ჩვენი პრეზენტაციების წარდგენა ჯგუფებში. პირველი პრეზენტატორი იყო ქ-ნი ლელა მანგოშვილი, კერძო სკოლიდან " ბინული".  მან შემოგვთავაზა თემა :" ინოვაციური აქტივობებისა და მეთოდების გამოყენება  წიგნიერების  განვითარებაში."   ქალბატონმა ლელამ გაგვაცნო ყველა აქტივობა რასაც აკეთებს ამ კუთხით.  ასევე უპასუხა ჩვენს მიერ დასმულ კითხვებს.
10;15-10:30 მომხსენებელმა   მეგი კუთხაშვილმა წარმოადგინა თემა:"საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მოტივივაციის ამაღლება, კროსვორდებით სწავლება." მართლაც საინტერესო იყო მისი ერთ-ერთი გაკვეთილი.
10:30-10:45 მომხსენებელმა ლალი პაპოშვილმა წარმოგვიდგინა თემა " წერილი მზიანი ქვეყნიდა" . რომელიც იყო პროექტი  და მიზნად ისახავდა  პრიორიტეტული კომპეტენციების განვითარებას.
10;45-11:00 მომხსენებელმა მარეხ ბასილიძემ წარმოგვიდგინა პროექტი ;"ჩვენ გვიყვარს კითხვა".
 პროექტი სახალისო და საინტერესო იყო.
11:00-11:15 ქ-ნმა ნინო ჯინჭარაძემ  წარმოადგინა პროექტი; "სკოლა და მშობელი". მართლაც საინტერესო აქტივობები  ჰქონდა განხორციელებული  ამ კუთხით მშობლებთან.
11:15-11:30 მომხსენებელმა ბელა ნავდარაშვილმა წარმოადგინა  ინტეგრირებული გაკვეთილი  მათემატიკასა და ხელოვნებაში.  გაკვეთილი დატვირთული იყო საინტერესო აქტივობებით.
11:30-11:45 ორმა მომხსენებელმა ლარისა ქავთარაძემ და მაკა ჩხაიძემ  წარმოადგინეს მათემატიკის გაკვეტილი  მეექვსე კლასში. ასევე  ჩანდა როგორ მოახდინეს   ბავშვებმა თეორიული მასალის ტრანსფერი პრაქტიკულად.
11:45-12:00  მომხსენებელმა ფიქრია ვასაძემ წარმოადგინა  გაკვეთილი ბუნებაში: " ჩემი უბნის ადგილის გეგმა."გაკვეთილიდან  ჩანდა პრაქტიკულად როგორ  განახორციელეს  უბნის ადგილის გეგმის გაკეთება  მოსწავლეებმა.
12:00-12:30 ყავის შესვენება.
12;30-12:45 ქ-ნმა ნატო ხაჭაპურიძემ წარმოადგინა პროექტი;'მაინც სად არის სიკეთე" პროექტი დატვირთული იყო ქველმოქმედებით და აუდიტორიაზე ემოციურად ძალიან იმოქმედა. 
12:45-13:00 მე თავად წარვადგინე ჩემი პროექტი:"ვიცხოვროთ სუფთა გარემოში."პროექტმა აუდიტორიის დაინტერესება გამოიწვია და ბევრი კითხვები წამოვიდა დარბაზიდან. ყველას გავეცი ამომწურავი პასუხი.
13:00-13:15 მომხსენებელმა ლალი ჯალიაშვილმა წარმოადგინა თემა; "'ცხოვეელბი  ერთგვარი სტრატეგია სასწავლო მიზნებისათვის."
13:15-13:30 მომხსენებელმა ქ-ნმა ლელა მძელურმა  წარმოადგინა ინტეგრირებული გაკვეთილი  ქართულში და მათემატიკაში.  გაკვეთილი მომავლის კლასში ჩატარდა და ძალიან საინტერესო იყო.
13:30-13:45 მომხსენებელმა ხათუნა ყოჩაშვილმა  წარმოადგინა ინტეგრირებული გაკვეთილი :"ნაყინის წვეულება". მომხსენებელმა საინტერესოდ წარმოადგინა სხვადასხვა პროგრამების ინტეგრაციით განხორციელებული გაკვეთილი.
13;45-14;00 მომხსენებელმა ქ-ნმა ეკა რევაზიშვილმა წარმოადგინა პროექტი:" ცვენ ვძრუნავთ გარემოზე" პროექტი იყო საინტერესო, კარგად დაგეგმილი აქტივობები, მაგრამ არ ახლდა  ვიზუალური მასალა.
14:00-15:00 სადილი.
15:30-15:45 ქ-ნმა ლელა გოგინაშვილმა წარმოადგინა პროექტი;"პურის გზა". პროექტი ხანგრძლივი და საინტერესო იყო. პრეზენტატორმა ვერ შეძლო კომუნიკაცია  აუდიტორიასთან.   პრეზენტაცია უჩვეულოდ წარიმართა, ზურგით აუდიტორიასთან.
15;45-16:30  ქ-ნმა  ვერიკო სომხიშვილმა  წარმოადგინა მოხსენება "შემეცნებითი ტექსტის გაგება-გააზრების სწავლება დაწყებით საფეხურზე.  გაკვეთილი იყო  ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი.
 16:30-16:45  მომხსენებემა  ნათია კურტანიძემ წარმოადგინა  თემა; "ვილაპარაკოთ ქართულად".  პროექტი  მოიცავდა  ბავშვების მიერ განხორციელებულ მრავალფეროვან აქტივობებს  ენის დასაცავად.  
16:45-17:00  მომხსენებელმა ხათუნა  მიღრიჯანაშვილმა  წარმოადგინა თემა:  "როგორ გამოვიყენოთ  მასისა ფდა სიგრძის ერთეულები."  გაკვეთილიდან ჩანდა თეორიული ცოდნის ტრანსფერი პრაქტიკაში.

17;00- 17;30  ყავის შესვენება

20:00-21:00  ვახშამი.





                                        12 დეკემბერი
09:00-10:00  საუზმე.
10:00-11:00   კონფერენციის შეჯამება. სერტიფიკატების გადმოცემა.
12:00- გამომგზავრება თბილისში.





                                     მესამე ეროვნული კონფერენცია
კონფერენციის  დასახელება -„მასწავლებელთა მესამე  ეროვნული კონფერენცია.
ჩამტარებელი ორგანიზაცია-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნული ცენტრი.
ჩატარების ადგილი- თბილისის მასწავლებლის სახლი.

ჩატარების დრო-2014  წლის  10-11-12 დეკემბერი.


    





















კონფერენციის ანგარიში
                              
                 
კონფერენციის  დასახელება -eTwinning-ის  წლის ემაჯამებელი კონფერენცია
ჩამტარებელი ორგანიზაცია-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
ჩატარების ადგილი- ბაკურიანი.  სასტუმრო: „vere  palace”

ჩატარების დრო-2014  წლის  19, 20,21 დეკემბერი.

     მინდა  ავღნინო, რომ  კონფერენცია მეტად ნაყოფიერი  იყო და შინაარსობრივად დატვირთული. მოვისმინეთ ბევრი საინტერესო  პრეზენტაცია და გავიცანით  ბევრი საინტერესო  კოლეგა.  ვიმუშავეთ ჯგუფებში, სადაც ჩვენი სურვილის მიხედვით გადავნაწილდით.  ეს კი ჩვენი კონფერენციის დღის რეჟიმია:

           კონფერენცციის პირველი დღე 
14;30-14;40  კონფერენციის რეგისტრაცია.
14:40-14:50 კონფერენციის გახსნა. მომხსენებელი: ლაშა მკურნალიძე.
14;50-15;10 eTwinning Plus 2014 წლის მიმოხილვა. მომხსენებელი თეონა კუპატაძე.
15;10-15:40  როგორ შევაფასოთ პროექტი, რა არის ხარისხის ნიშანი. მომხსენებელი მაია  არავიაშვილი.
15:40-16:00  შესვენება.
16:00-16:30  დიფერენცირებული სწავლება, მრავალმხრივი ინტელექტი. მომხსენებელი  ნინო ლაბარტყავა.
16:30-17:00  XXI საუკუნის უნარები.  მომხსენებელი  ნინო სეხნიაშვილი.
17:00-17:30 ყავის შესვენება.
17;30-18:30  ჯგუფებში მუშაობა
პირველი ოთახი : პროექტზე დაფუზნებული სწავლება სოციალური და ემოციური უნარების განვითარებისათვის. მომხსენებელი: ნინო ლაბარტყავა.
მეორე ოთახი: პროექტების ინიცირება და მართვა. მომხსენებელი: ხათუნა ციხელაშვილი.
მესამე ოთახი: როგორ მოვიძიოთ პარტნიორები. მომხსენებელი: მარინა ჩიტაძე.
19:00 ვახშამი.

       20 დეკემბერი  2014 წელი
მეორე დღე
09:00-10:00 საუზმე
10:30-11:00  გაცვლითი პროექტები და გამოცდილების გაზიარება. მომხსენებელი : ნინო ჩხეტია.
11:00-11:30 გაცვლითი პროექტები და გამოცდილების გაზიარება. მომხსენებელი: ნინო სარაული.
11:30-12:00 ყავის შესვენება.
12:00-13:00 ჯგუფებში მუშაობა.
პირველი ოთახი: კულტურული და ეთნიკური მახასიათებლები სასწავლო პროექტებში. მომხსენებელი  გიორგი ურჩუხიშვილი.
მეორე ოთახი:  პროექტებით სწავლების როლი ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განხორციელებაში. მომხსენებელი ინგა გელაშვილი.
მესამე ოთახი: აქ რამ მოგიყვანა შე მადლიანო.
მომხსენებელი  ქეთი პაპავა.
13:00-14:00სადილი.
თავიშუფალი დრო.
18:00 ვახშამი.

                 21 დეკემბერი, 2014 წელი
               მესამე დღე
09:00-10:30  სასწავლო პროექტები და მოსწავლეთა მოტივაცია. მომხსენებელი: ნინო მოლაშხია.
10:30-11:00  პროექტებით სწავლება.  მომხსენებელი მარინა ჩიტაძე.
11:00-12:00 სადილი.
12:00-12:30 პრეზენტაციის უნარები. მომხსენებელი საბა ჩიხლაძე.
13:00-14:00 ყავის შესვენება.
14:00-15:00 თბილისში გამომგზავრება.





კონფერენციის ვიდეო:






29.12.2014 წელი.

მონაწილეობა მივიღე   2014 წლის   მეორე ეროვნული კონფერენციის  გამარჯვებულ მასწავლებელთა   დაჯილდოებაში.

გადმომცეს სერტიფიკატი და ფასიანი საჩუქარი.

ძალიან მიხარია, რომ კოლეგების რჩეული გავხდი, რადგან გამარჯვებულის გამოვლენა  კოლეგების ანონიმურად შეფასების შედეგად მოხდა.







                                                    კონფერენციის ანგარიში
კონფერენციის დასახელება-   „სამოქალაქო და სოციალური კომპეტენციის განვითარება“
ჩამტარებელი ორგანიზაცია- ლამარა მარგველაშვილის  სახელობის სკოლა XXI  საუკუნე.
ჩატარების ადგილი- თბილისი,  სასტუმრო:  „Holiday  inn”
ჩატარების დრო- 1მაისი. 2015  წელი.
     კონფერენციას ვესწრებოდი  მსმენელის  სტატუსით.
     კონფერენციის დაწყებამდე დავათვალიერე   სტენდური პრეზენტაციები.   თავისთავად  ყველა  საინტერესო იყო.  განსაკუთრებით მომეწონა  სტენური პრეზენტაცია :  „ თუშური ტრადიციული სამოსი, ხელსაქმე და სამზარეულო.“  ავტორი-გვანცა აქიმიძე.   გავესაუბრე   სტენდური პრეზენტაციების ავტორებსაც, მათ გაგვიზიარეს თავიანთი გამოცდილება.

10.00  საათზე  დაიწყო ზეპირი პრეზენტაციები. პირველი მომხსენებელი გიორგი გახელაძე.  ექსპერტ - კონსულტანტი.
10:15 მომხსენებელი ნინო ბესელია.  სამოქალაქო განათლების კონსულტანტი.
10:30 მომხსენებელი თამარ  ქარაია.  სამოქალაქო განათლების  ლექტორთა  ასოციაციის აღმასრულებელი  დირექტორი.
10:45 მომხსენებელი მალხაზ მაყაშვილი.   ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.  ასოცირებული პროფესორი.
11:00 მომხსენებელი  მაია ბლიაძე.  გეოგრაფიის დოქტორი. განათლების ექსპერტი.
11:15 მომხსენებელი მარიამ ქუთათელაძე. სკოლა XXI საუკუნეს დირექტორი.
11:30-12:00 შესვენება
12:00  მომხსენებელი  გურანდა ჭელიძე  და ქეთევან ნაჭყებია.  ევროპული  სკოლა.
12:15  მომხსენებელი  თამარ ყულიაშვილი.  გორი ახალდაბის საჯარო სკოლა.
12:30   მომხსენებელი  სოფიო ხვადაგიანი.  ქუთაისის 23-ე საჯარო სკოლა.
12:45  მომხსენებელი ნანა გარჯიკაული. თელავის #1 საჯარო სკოლა.
13:00   მომხსენებელი ქეთევან ძაგნიძე. ვანის მე-2 საჯარო სკოლა.
13:15მომხსენებელი ნინო დოლიშვილი. მუხრანის #1 საჯარო სკოლა.

     ჩემთვის ყველაზე მეტად საინტერესო აღმოჩნდა მომხსენებლები:  სოფიო ხვადაგიანი  და ნანა  გარჯიკაული.  მათი პრეზენტაციებიდან კარგად ჩანდა  სასკოლო კლუბების ნაყოფიერი და  მრავალმხრივი მუშაობა.
სურვილი გამიჩნდა ჩვენ სკოლაშიც ფუნქციონირებდეს  რომელიმე სასკოლო კლუბი,  ეს საშუალებას  მოგვცემდა   უფრო განვითარებოდათ   მოზარდებს   სამოქალაქო  კომპეტენცია.  
     ჩემს კოლეგებს  კათედრაზე  სიამოვნებით  გავუზიარებ შთაბეჭდილებებს  ამ კონფერენციის შესახებ. ასევე  გავაცნობ როგორ და რა ფორმით  შეიძლება დაწყებითი  კლასებიდანვე  მოსწავლეებში განვავითაროთ  სამოქალაქო კომპეტენცია.  ანუ   როგორ აღვზარდოთ   შეწყნარებლებად   და  ემპათიურებად.  რა სახის პროექტებით  შეიძლება ყოველივე ამის  მიღწევა.

        კონფერენციის ფოტომასალა:








  



                          მასწავლებელთა  მესამე ეროვნული კონფერენცია

     კონფერენციის დასახელება-მასწავლებელთა  მესამე ერ0ოვნული კონფერენცია.
     ჩამტარებელი ორგანიზაცია-  მასწავლებელთა  პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
   ჩატარების ადგილი-თბილისის მასწავლებლის სახლი.
    კონფერენციის ჩატარების დრო- 2015 წლის   14 ნოემბერი.

    კონფერენციაზე მიწვეული ვიყავი მომხსენებლად.
    მოხსენება გავაკეთე თემაზე: " ჩემი პირველი ელექტრონული წიგნი"

        პროექტის ანოტაცია
  დღეისათვის კითხვის სწავლების ერთ-ერთ პრობლემას  წარმოადგენს  ის, რომ  მოსწავლეები  სულ უფრო და უფრო  ნაკლებად ურთიერთობენ წიგნთან, უმეტეს დროს  კი კომპიუტერთან ატარებენ.  პრობლემა  აქტუალურია სწავლების  სამივე საფეხურზე, განსაკუთრებით კი  დაწყებითზე. 
          გადავწყვიტე  პროექტის განხორციელება, სადაც  თანამედროვე ტექნოლოგიები  მიზანმიმართულად  გამოვიყენე  კითხვის  უნარის გასავითარებლად. ამასთან ერთად,  მოსწავლეებს  განუვითარდათ  მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარები. მათ შეძლეს  საგნების ინტეგრაცია და შექმნეს პროექტის  საბოლოო პროდუქტი-ელექტრონული წიგნები.
       მოტივაციის მიზნით,  მესამეკლასელ  მოსწავლეებს ვაჩვენე  ჩემი შექმნილი ელექტრონული წიგნები,რამაც მათი დიდი მოწონება დაიმსახურა,ამის შემდეგ მოსწავლეებს სურვილი გაუჩნდათ თავად შეექმნათ საკუთარი ელექტრონული წიგნები. შევადგინეთ  პროექტის გეგმა და პროექტის ბროშურა,შევუდექით მუშაობას.
        მოსწავლეები კითხულობდნენ  მოთხრობებს    ბუკთან, ისინი თვითონ იწერდნენ თავიანთ ხმებს სპეციალური პროგრამით. შემდეგ ისმენდნენ  და აკვირდებოდნენ ხარვეზებს, წერდნენ  თავიდან ,  სანამ გამართულად და შესაბამისი ინტონაციით  არ შეძლებდნენ წაკითხვას. ინახავდნენ ჩაწერილი ხმის  საბოლოო ვარიანტს  საქაღალდეში.  ამის შემდეგ მათ  ტექსტი დაყვეს მონაკვეთებად (ანალიზის დონე), დაასურათეს  თითოეული მონაკვეთი (გაგების დონე), ნახატებს გადაუღეს  ფოტოები და შეიტანეს ბუკში. ჩემი დახმარებით  ააწყვეს  ელ.წიგნი(სინთეზის დონე) პროგრამაში: Power Point.  პროექტის  პრეზენტაციაზე კი შეაფასეს პერსონაჟები და შეუსაბამეს  ანდაზები (შეფასების დონე).
       მიმაჩნია,რომ პროექტის მიზანი მიღწეული იქნა,რადგან დავინახეთ შედეგი. მოსწავლეებს  განუვითარდათ  შემდეგი კომპეტენციები: წიგნიერება, მედიაწიგნიერება და სემიოტიკური,  ასევე  განუვითარდათ მაღალი დონის სააზროვნო უნარები.  შეიქმნა ჩვენი  ელ. ბიბლიოთეკა ინტერნეტსივრცეში.http://internetbiblioteka.blogspot.com/  .

      
         პროექტის    პრეზენტაცია
     

                                       ჩემი პრეზენტაციის  ვიდეო

კონფერენციის ფოტოები


ითვინინგის  2015 წლის შემაჯამებელი კონფერენცია
2015 წლის 12 დეკემბერს  მიწვეული ვიყავი  ითვინნინგის  წლის შემაჯამებელ კონფერენციაზე, სადაც დამაჯილდოვეს  ლეპტოპით, როგორც წლის წარმატებული  მასწავლებელი.  






   
კონფერენცია: "ინტელის საგანმანთლებლო პროგრამების შემაჯამებელი წლიური კონფერენცია"
 ჩატარების დრო:   2015  წლის   16 დეკემბერი
ჩატარების ადგილი:  თბილისის მასწავლებლის სახლი
მიწვეული  ვარ  მომხსენებლად. ჩემი პრეზენტაცია:



მოვხვდი ფინალში, მეორე ადგილზე  და  ინოვაციური განატლების ფონდის დირექტორმა ბატონმა  მერაბ ლაბაძემ  გადმომცა სერტიფიკატი და  100 ლარიანი ვაუჩერი მაღაზია; " ალტაში"



ითვინინგის  კონფერენცია წყალტუბოში 14-17 ოქტომბერი. 2016 წელი.

         ჩემი პრეზენტაცია


1 comment:

  1. ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია თქვენი ბლოგი,ყოჩაღ,მომეწონა ,გისურვებთ წარმატებებს,პატივისცემით თამარ თავაძე

    ReplyDelete