edkemp-ის კონფერენცია 2-3 მარტი 2024 წელი

კათედრაზე აქტიურობა

                 მოხსენება კათედრის სხდომაზე(2013-2014სასწ.წ.)

·                    მოგესალმებით ძვირფასო კოლეგებო. მინდა ვისაუბრო პროფესიული განვითარების სქემაში ჩართვის და მონაწილეობის პირობებზე. სქემაში ჩართვის მიზანი არის: ჩვენი პროფესიული განვითარება და წინსვლა, ამავე დროს კარიერული ზრდა  და მზარდი ხელფასი. ჩვენი ხელფასი პირდაპირ ხდება დამოკიდებული ჩვენს შრომით საქმიანობაზე.
·         გაგაცნობთ იმ აქტივობებს , რომლებიც შეიძლება ავირჩიოთ და მოვაგროვოთ კრედიტქულები. ესენია:
·         1.სამინისტროსა და ცენტრის ორგანიზებით განხორციელებული ტრენინგი-25 საატი-1 კრედიტი.
·         2.კანონმდებლობით განსაზღვრული წესით აკრედიტებული  ტრენინგ-პროგრამები -მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის ძირითადი და საგნობრივი ნაწილით გათვალისწინებული კომპეტენციების განვითარება-25 საათი-0.5 კრედიტი.
·         3. სასკოლო და მეთოდური სახელმძღვანელოს  ავტორობა- 7 კრედიტი.სასკოლო სახელმძღვანელოს თანაავტორობა-3 კრედიტი. მეთოდური სახელმძღვანელოს ავტორობა -4 კრედიტი.მეთოდური სახელმძღვანელოს თანაავტორობა-2 კრედიტი.
·         საგანმანათლებლო პროექტის ავტორობა-1 კრედიტი.
·         საგამნათლებლო კონფერენციები, სემინარები-მომხსენებლად მონაწილეობა-1 კრედიტი.
·         საგამნმანათლებლო კონფერენციები, სემინარები-მონაწილეობის მიღებ0.5 კრედიტი.
·         პროფესიული სტაჟირების გავლა-25 საათი-1კრედიტი.
·         ჟურნალ -გაზეთებში გამოქვეყნებული აკადემიური სახის სტატია -2 კრედიტი.
·         საგანმანათლებლო ხასიათის კვლევის ავტორობა-3 კვლევა 1 კრედიტი.
·         მასწავლებლის მოსწავლეთა გამარჯვება მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადებში. 3 გამარჯვება-2 კრედიტი.
·         მასწავლებლის მოსწავლეთა გამარჯვება ეროვნულ ოლიმპიადებში-3 გამარჯვება 1 კრედიტი.
·         საგნობრივ კათედრაზე აქტივობები.  3 ინტეგრირებული გაკვეთილი-1კრედიტი.
·         დამუშავებული თემის წარდგენა კათედრაზე, კონფერენციაზე, სემინარზე-1 კრედიტი.უნდა წარმოადგინოთ ვიდეოჩანაწერი.
·         ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში -ელექტრონული რესურსების შექმნა და გამოყენება:
·         მასწავლებელი ქმნის სასწავლო ციფრულ ობიექტებს (ცხრილი, პრეზენტაცია, შეფასების რუბრიკა, ბლოგი, )და იყენებს სასწავლო პროცესში. ქმნის  ელექტრონულ პორტფოლიოს და ათავსებს ინტერნეტში.
·         მასწავლებელი იყენებს ისტ-ს მოსწავლეებთან, მშობლებთან კოლეგებთან კომუნიკაციისთვის-2 კრედიტი.
·         სსსმ მოსწავლეებთან მუშაობა , სასაწავლო გეგმის , ჯგუფური და ინდივიდუალაური საკლასო -სასწავლო გეგმის, ჯგუფური და  საკლასო-სასწ ავლო აქტივობების დაგეგმვა დაგეგმვა და განხორციელება-2კრედიტი.
·         სამინისტროსა და ცენტრის ორგანიზებით განხორციელებულ ტრენინგებში ტრენერად მუშაობა-3 კრედიტი.
·         აკრედიტებულ ტრენინგებში ტრენერად მუშაობა-3 ტრენინგი 1 კრედიტი.
·         თქვენ უნდა შეადგინოთ თქვენი სამოქმედო გეგმა გადააგზავნოთ მასწავლებლის სახლში მისამართზე kjgenti@tpdc.ge
·         მანამდე კი რესურსცენტრში უნდა მოხდეს განაცხადის წარდგენა ჩარვის შესახებ.
·         პირველი კატეგორიის მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად საჭიროა 32 კრედიტის დაგროვება.
·         2010 წლის სერტიფიცირებულ მასწავლებელს დასჭირედება 28 კრედიტის მოგროვება.
·         სქემაში ჩართულობას  აკონტროლებს მონიტორინგის ჯგუფი.












              მოხსენება კათედრის სხდომაზე( 2013-2014სასწ. წ.)

            ძვირფასო კოლეგებო, მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება სასწავლო პროექტებთან დაკავშირებით.განხორციელებული მაქვს სხვადასხვა თემატიკის სასწავლო პროექტები. გაგაცნობთ ამ პროექტების გეგმებს და თანდართულ ფოტო და ვიდეომასალას ელექტრონულად.
 ჯერ შევჩერდეთ პროექტის  კომპეტენციებზე და თემატიკის შერჩევაზე.  ასევე დაფაზე წინასწარ ჩამოწერილი მაქვს გეგმის ეტაპები და ვსაუბრობ თითოეულის გარშემო.ეს  კომპეტენციებია:

·        თანამშრომლობის კომპეტენცია, რაც აუცილებელია ჯგუფური პროექტების განხორციელებისთვის;

·        კომუნიკაციის კომპეტენცია კონტაქტების დამყარებისთვის, პროექტში საერთო განსჯისა და მუშაობისთვის;

·        ორგანიზაციის კომპეტენცია, რომელიც მას გამოადგება დაგეგმვის პროცესში;

·        პროდუქციის შექმნის კომპეტენცია, რაც მას გამოადგება ტექსტების, ვიდეოების, ფოტოების, რეპორტაჟების, ვებგვერდების და სხვათა მოსამზადებლად;

·         ცოდნის ტრანსფერი - ერთ სიტუაციაში ნასწავლის, სხვა სიტუაციაში გამოყენების უნარი;
·        პასუხისმგებლობის კომპეტენცია;

·        თვითშეფასების კომპეტენცია, რაც ნიშნავს თვითდამკვიდრების, თვითრეფლექსიის უნარს და მოსწავლეთა დამოუკიდებლობას;

·        პრეზენტაციის კომპეტენცია, რომელიც აუცილებელია პროდუქტის პლენუმზე ან სულაც საზოგადოების წინაშე წარსადგენად.


სასურველია, რომ სხვადასხვა საგნისა და საგნობრივი ჯგუფის პედაგოგებმა ერთობლივად დაგეგმონ და განახორციელონ სასწავლო პროექტები, რადგან საგანთა მომცველი - ინტერდისციპლინარული პროექტებში მონაწილეობა მოსწავლეებს ეხმარება ერთი და იგივე საკითხის მრავალი კუთხით დანახვაში.


პროექტის სტრქტურა
პროექტის დაგეგმვის დროს, გასათვალისწინებელია  შემდეგ:
·        რამდენად მნიშვნელოვანი/აქტუალურია პრობლემა, რომლის განხორციელებასაც ვაპირებ;
·        საკმარისია თუ არა გუნდის წევრების კომპეტენცია პროექტით დასახულ მიზნების და  დაგეგმილი შედეგების მისაღწევად;
·        პრობლემა, ან მისი გადაჭრის გზები წარმოადგენს თუ არა სიახლეს და ითხოვს  თუ არა შემოქმედებითობას;
·        დაგეგმილი აქტივობები ემსახურება თუ არა თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას;
·        არსებობ თუ არა საკმარისი მატერიალური და ადამიანური რესურსები პროექტის განსახორციელებლად;
·        საკმარისია თუ არა ვადები პროექტის შედეგების მისაღწევად;
·        არის თუ არა  გუნდის წევრებს შორის ფუნქციები განაწილებული ისერომ წარმოჩინდეს ყოველი წევრის ძლიერი მხარე.

პროექტის ფაზები

პროექტებს გააჩნიათ განსაზღვრული სტადიები. ყველა სტადიაზე მთავარია მოსწავლეს შესაძლებლობა მიეცეს, თავად იყოს პასუხისმგებელი საკუთარ ნამუშევარზე.

·        თემა და პრობლემა _ შეიძლება შერჩეული იყოს მასწავლებლის მიერ და წარედგინოს კლასს ამოსარჩევად, ან უშუალოდ კლასიის მიერ იყოს ამორჩეული, მაგალითადგონებრივი იერიშით“. ძალიან კარგია, როდესაც საკითხი ან პრობლემა მოსწავლეთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს. საკითხი უნდა იყოს კონკრეტული, რადგან არ მოხდეს მოსწავლეთა დაბნევა.

თქვენის მხრივ მოსწავლეებს პროექტზე მუშობისას შეგიძლიათ შესთავაზოთ განსაკუთრებული მეთოდი ან ტექნიკური მოწყობილობა, რომელსაც მოსწავლეები გამოიყენებენ მუშაობის პროცესში.

·        დაგეგმვა. მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ როდის იწყებენ პროექტზე მუშაობას, რა დრო დასჭირდებათ, რა რესურსებს გამოიყენებენ და სად შეიძლება მათი მოძიება, მოსწავლეები სათითაოდ იმუშავებენ თუ ჯგუფებში, იმუშავებენ ერთიდაიგივე, თუ სხვადასხვა თემებზე.

·        მასალის შეგროვება, ანალიზი და მეთოდები. პროექტზე მუშაობა ძალიან სწრაფად გამოუმუშავებს მოსწავლეებს სხვადასხვა უნარებს. მაგ. კვლევითი პროექტისას _ ინტერვიუს აღების, ლიტერატურაზე მუშაობის, სტატისტიკური დამუშავების, მასალის ანალიზის და სხვ. უნარები. შემოქმედებითი პროექტის შესრულებისას _ შეიძლება საჭირო გახდეს ისეთი ტექნიკური ცოდნა და უნარები, როგორიცაა ვიდეოკამერასთან მუშაობა; შემოქმედებითი უნარები _ ტრანფარანტების და დროშების დასამზადებლად. საუკეთესოა პროექტი, რომელიც მოსწავლეებისგან მოითხოვს მათი ყველა უნარის

გამოყენებას: კვლევითის, შემოქმედებითის, სოციალურის. ამ საფეხურზე მასწავლებელს შეუძლია უპასუხოს მოსწავლეთა კითხვებზე ან მისცეს მათ რჩევები, მაგრამ პასუხისმგებელნი საკუთარ სამუშაოზე თავად მოსწავლეები არიან.

·        კვლევის შედეგები შეიძლება იყოს ანგარიში, ფილმი, გამოფენა, აუდიოკასეტა, ლექცია, სურათი,  კონფერენცია... უმჯობესია, თუ წარმოდგენილი იქნება არა მარტო კვლევის შედეგები, არამედ პროექტზე მათი მუშაობის ყველა სტადია; ჩანდეს, რას გრძნობენ მოსწავლეები შესწავლილ პროექტთან დაკავშირებით. სამუშაო შეიძლება წარდგენილი იყოს კლასის, ან უფრო ფართე აუდიტორიის წინაშე.

·        შეფასება და თვითშეფასება. იმდენად, რამდენადაც ერთი და იგივე პროექტი ხშირად რამდენიმე სფეროს მოიცავს, სამუშაოს შეფასებ შეიძლება რამდენიმე პედაგოგს მოუწიოს. შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იყოს არა მარტო აკადემიური კრიტერიუმი, არამედ პროექტში გამოყენებული ყველა ცოდნა და უნარები.       პროექტის დაგეგმვის დროს აუცილებლად გასათვალისწინებელია მონიტორინგის მექანიზმი და პერიოდულობა - როგორ წარმოუდგენიათ პროექტში მონაწილეებს (როგორც მასწავლებლებს, ასევე მოსწავლეებს) პროექტის შუალედური და საბოლოო მონიტორინგის ჩატარება. შიდა მონიტორინგის დროს პროექტი განმხორციელებლები აფასებენ, რამდენად წარმატებით მიმდინარეობს პროექტი. შუალედური შიდა მონიტორინგის (თვითშეფასების) მუდმივი წარმოება პროექტში მონაწილეებს დაეხმარება, დაინახო მუშაობის პროცესში დაშვებული შეცდომები, გამოასწორო სინი, შეძლო დასახული ამოცანების ადაპტირება, ეს კი ხელს შეუწყობს პროექტის წარმატებით განხორციელებას და სასურველ შედეგზე გასვლას. გარე მონიტორების მხრიდან პროექტის შუალედური შეფასებისთვის პროექტში ჩართულმა პირებმა პერიოდულად უნდა მოამზადონ შუალედური წერილობითი თუ ზეპირი ანგარიშები. გარე მონიტორების მიერ მიცემული შენიშვნების, რჩევების, რეკომენდაციების გათვალისწინება ხელს შეუწყობს აგრეთვე პროექტის წარმატებულ განხორციელებას.

ემერ ლენცენის (2002) მიხედვით სკოლის პროექტგაკვეთილის მიმდინარეობა იყოფა შემდეგ ფაზებად:

·        ინიციატივა _ ინიციატივა ჩნდება, იდეები პროექტგაკვეთილისათვის ნაპოვნია;

·         დასაწყისი _ პროექტი დაიწყო და დაიგეგმა;

·        განხორციელება _ პროექტი ხორციელდება;

·        პრეზენტაცია _ პროექტის შედეგების წარგენა;

·        შეფასება (რეფლექსია) _ პროექტი ფასდება და გრძელდება.

გთავაზობთ პროექტის შეფასების სარეკომენდაციო ცხრილს.
პროექტის შეფასების  სარეკომენდაციო ცხრილი:

კრიტერიუმი
კარგი
საშუალო
სუსტი
პრობლემა. რამდენად აქტუალურია და რამდენად ცხადად არის ეს დასაბუთებული



მიზანი. რამდენად კონკრეტული, მიღწევადი, ნათელი და გაზომვადია



ამოცანები. რამდენად შეესაბამება თითოეული ამოცანა პროექტის მიზანს



განხორციელების გზები. რამდენად უზრუნველყოფს მიზნის მიღწევას, რამდენად რაციონალურია და პრაქტიკული, რამდენად რეალურია ვადები და არის თუ არა ფუნქციები გადანაწილებული ჯგუფის წევრებს შორის



შედეგი. რამდენად რეალურია აღნიშნული შედეგის მიღწევა და რამდენად შეესაბამება მიზანს



რესურსები. რამდენად ზუსტად არის განსაზღვრული, რა არის საჭირო პროექტით გათვალისწინებული შაქმიანობებისათვის



დიზაინი. რამდენად ლოგიკურად არის აგებული პროექტი (თანამიმდევრობა), ლაკონური და მარტივი ენა




უნარები, რომლებიც შეიძლება შეფასდეს პროექტის განხორციელების პროცესში:
·        პრობლემის განსაზღვრის (იდენტიფიცირების);
·        ინფორმაციის მოძიების;
·        თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების;
·        საქმიანობის ორგანიზების;
·        შემოქმედებითობის;
·        მოძიებული ინფორმაციის კლასიფიკაციისა და კატეგორიზაციის;
·        შედეგების ანალიზის;
·        პრობლემის გადაჭრის;
·        გადაწყვეტილებების მიღების.

პროექტის განხორციელების პროცესში
მოსწავლეებზე დაკვირვების ცხრილი
დაკვირვების საგანი
კომენტარები
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში

იყვნენ თუ არა მოსწავლეები მოტივირებულნი და რამ განაპირობა მოტივაცია

აგრძელებდნენ თუ არა მოსწავლეები მუშაობას გაკვეთილების შემდეგ

ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი

იყვნენ თუ არა ჯგუფში პასიური მოსწავ­ლეები და რა იყო მათი პასიურობის მიზეზი

ჰქონდა თუ არა მათ შეხვედრებს პროექტის განხორციელებისას სისტემატური და საქმიანი ხასიათი

იმოქმედა თუ არა პროექტის განხორ­ციელების პროცესმა მათ მოსწრებაზე (თუ _ კი, მიუთითეთ კონკრეტული მაგალითები)









           


































    

1 comment:

  1. მე მქვია ლუკას მაქსი, მე ვცხოვრობ ნიდერლანდებში. ერთი კვირის წინ ახალი Rolls-Royce ვიყიდე, რადგან უკვე სამი თვეა, რაც ილუმინატების შეკვეთას შევუერთდი და ძლივს მოვახერხე ჩემი ოჯახის შესანახი. ოდნავ მოგიყვებით ჩემს შესახებ. სიღარიბეს ასე აღვწერდი, უნივერსიტეტში არასდროს დავდიოდი. სკოლის დამთავრების შემდეგ, ბენზინგასამართ სადგურზე წავედი სამუშაოდ. როცა ახალგაზრდა ვიყავი, ჩემი ხელფასი საკმარისი იყო. როდესაც გავთხოვდი, ჩემი შვილი დაიბადა, სერიოზული ფინანსური პრობლემები შემექმნა და მუდმივი ვალი შემექმნა. ერთ შუადღეს ახალი Lamborghini გავიდა საწვავის სადგურში. ახალგაზრდა კაცი მანქანიდან გადავიდა, ის დაახლოებით 28-30 წლის იყო. ყოველთვის მიკვირდა, როგორ შეეძლოთ ახალგაზრდებს ამდენი ფულის მიღება. მშვიდად ვუთხარი ჩემს თავს, რა უნდა გააკეთო, რომ ასე მართო მანქანა? მან მომისმინა და იცინოდა, მან დამაკავშირა ილუმინატის შეერთებით, ლორდ პატრიკის დახმარებით და დღეს გავხდი მდიდარი და ცნობილი, თუ თქვენც გაინტერესებთ WhatsApp +2348055329159 ან გაუგზავნეთ ელ.ფოსტით agentpatrick5@gmail.com

    ReplyDelete