edkemp-ის კონფერენცია 2-3 მარტი 2024 წელი

ინტეგრირებული გაკვეთილები

       ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა #1 (2012-2013სასწ.წ)
გაკვეთილის მთავარი თემა
    „უსუნო ყვავილი“
სწავლების საფეხური
დაწყებითი-პირველი კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის 18 მოსწავლე.სსმ მოსწავლე არ მყავს.
გაკვეთილის მნიშვნელობა-აქტუალურობა
გაკვეთილი აქტუალურია იმ მხრივ, რომ ბავშვებს განუვითარდებათ მსჯელობის უნარი, ანალიზის უნარი, ფანტაზიის უნარი, აიმაღლებენ ეკოლოგიურ ცნობიერებას,განუვითარდებათ ესთეტიკური გემოვნება,დაეუფლებიან აპლიკაციის შექმნის უნარს,  ჯგუფური მუშაობის  უნარებს.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მიზნები
ქართული:
·         ხმამაღლა  და გაბმით კითხვის დაუფლება.
·         დაფიდან გადაწერის უნარის გამომუშავება.
·          თამაშებში მონაწილეობა წესების დაცვით.
·         მეტყველებისას შესაბამისი ინტონაციის დაცვა .
ბუნება:
·         ბალახოვანი მცენარის ორგანოების ამოცნობა
·         მინდვრის ზოგიერთი ყვავილის ამოცნობა
·         ესთეტიკური გემოვნების განვითარება.
ხელოვნება:
·         დაკვირვების შედეგად მიღებული შთაბეჭდილებების ასახვის უნარის განვითარება.

შედეგები
ქართ.1.13.
·         მოსწავლეს შეუძლია დაფიდან მარტივი წინადადებების გადაწერა.
·         ქართ.1.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადექვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია, შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში
·         .ხმამაღლა კითხულობს  მარტივი წინადადებებით შედგენილ  მცირე ზომის ტექსტებს.


ბუნება:
·         ბუნ.1.2.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ორგანიზმები გარეგნული ნიშნების მიხედვით.
·         ბუნ.1.8.მოსწავლეს შეუძლია საკუთარი გარემოსადმი დამოკიდებულების გამოხატვა.
ხელოვნება:
·         ს.გ.1.2.ფერადი ქაღალდებით, ბუნებრივი მასალით, მუყაოთი ქმნის აპლიკაციას ,კოლაჟს.
·         ს.გ.1.5.იცავს დროის ლიმიტს.
·         ქართ.1.13.მოსწავლეს შეუძლია კარნახით წერა და


წინასწარი ცოდნა
მოსწავლეები იცნობენ ზოგიერთ უსუნო ყვავილს:ყაყაჩოს,გვირილას,ტიტას. შეუძლიათ ამოიცნონ ზოგიერთი სურნელოვანი ყვავილი სუნით.
შეფასების საგანი და პროცედურები
შეფასების რუბრიკა.კითხვა-პასუხი,გონებრივი იერიში,პრეზენტაცია.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელოები,დაფა,ცარცი,თაბახის ფურცლები,ფანქრები,ყვავილები,ბალახოვანი მცენარე,ბუკები.
გაკვეთილის მსვლელობა-საკლასო მენეჯმენტი
პირველი გაკვეთილი                
გაკვეთილს დავიწყებ  ასოციაციური რუკის შედგენით.დავწერ დაფაზე სიტყვას „ყვავილი“. ბავშვები გადმოსცემენ თავიანთ ასოციაციებს.(3 წთ) გადავაშლევინებ წიგნებს და წავაკითხებ ბავშვებს გაკვეთილის სათაურს  „უსუნო ყვავილი.“  დავსვავ კითხვას: -       - თქვენი აზრით რაზე უნდა იყოს საუბარი ამ მოთხრობაში? ბავშვები გამოთქვამენ თავიანთ ვარაუდებს. 
 ვნახოთ ვისი ნათქვამი გამართლდება? - შემდეგ დავიწყებ ტექსტის კითხვას ნაწილ-ნაწილ. ბავშვები წინასწარ გამოთქვამენ   მოსაზრებებს  იმის შესახებ,  თუ როგორ განვითარდება მოვლენები. კითხვის ასეთი ფორმა  იწვევს ბავშვების ჩართულობას და დაინტერესებას.    ამის შემდეგ ტექსტს წავაკითხებ  ბავშვებს  ინდივიდუალურად ხმამაღლა.  (10 წთ)
შესვენება (2 წთ)
გავაანალიზებთ ანდაზას  „ ხარი ხართან რომ დააბა ან ზნეს იცვლის ან ფერსაო“  გამოვიტანთ დასკნას- როგორი ამხანაგებიც გვყავს, ჩვენც მათ ვემსგავსებით.  ბავშვებს ვთხოვ გაიხსენონ სხვა ანდაზაც ამხანაგობაზე.თუ ვერ შეძლეს , მაშინ მე ვეუბნები: „ მითხარი ვინ არის შენი ამხანაგი და გეტყვი ვინა ხარ შენ“. ვამეორებინებ ანდაზებს და ვაზეპირებინებ. (5 წთ.)
 ვწერთ საკლასო წერას. დაფაზე ვწერ ტექსტს;“ მწვანე მინდორს ამშვენებენ: ტიტა, ზამბახი და მიხაკი.“(5 წთ)
  წერის შემდეგ  გავაგრძელებ საუბარს. ჩვენ ვახსენეთ სიტყვა -მინდორი.
- ბავშვებო ვინ მეტყვით როგორი ადგილია მინდორი?
- ვინ ყოფილა მინდორში?
- რატომ გიყვართ მინდორში თამაში?
-გაზაფხულზე რა ამშვენებს მინდორს?
   ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მათ არ გაუჭირდებათ. ამავე დროს  ვაჩვენებ ყვავილების თაიგულს, რომელიც მაგიდაზე მიდგას. ( მის არსებობაზე მე წინასწარ ვზრუნავ). ამ თაიგულის შემადგენელ ყვავილებს ცალ-ცალკე ვიღებ. ვსვავ კითხვებს:
- იცით ამ ყვავილის სახელი?
 -რა ფერისაა იგი?
- როგორი ფოთლები აქვს?
-როგორი ფორმის ყვავილი აქვს?
-როგორი სუნი აქვს?  ან არ აქვს სუნი.
 ყველა ყვავილის სახელს დაფაზე ვწერ.
 ბავშვები იმახსოვრებენ. შემდეგ ვაჩვენებ მინდვრის ყვავილს, რომელიც ფესვიანად მაქვს ამოღებული მიწიდან. ბავშვები ამოიცნობენ და ასახელებენ ორგანოებს: ფესვი, ღერო. ფოთოლი, ყვავილი.(10 წთ.)
            მეორე გაკვეთილი
ვიწყებთ ასეთ თამაშს: ბავშვებს ვუხვევ თვალებს. თვალახვეულებმა სუნით უნდა ამოიცნონ ყვავილები.
ეს თამაში ხელს შეუწყობს  ყვავილის აღქმას არამარტო ვიზუალურად არამედ სურნელით. მათ შორის შეხვდებათ უსუნო ყვავილებიც, რომლებსაც სუნით ვერ აღიქვამენ და მხოლოდ ვიზუალურად უნდა დაიმახსოვრონ.
 ბოლოს დავძენ, რომ არ შეიძლება დიდი რაოდენობით ყვავილების დაკრეფა, რადგან მცენარე თესლს აღარ გაიკეთებს და აღარ გამრავლდება.( 10 წთ.)
ამის შემდეგ გაკვეთილს აგრძელებს ხელოვნების მასწავლებელი . ყოფს ბავშვებს ჯგუფებად ,თითოეულ ჯგუფს ურიგებს თეთრ ფურცლებს და ფერად ფურცლებს, წებოს, მაკრატელს და თხოვს მათ აპლიკაციის შექმნას-„მინდორი გაზაფხულზე“ ყველა ჯგუფი იწყებს მუშაობას.  მასწავლებელი ეხმარება მათ ფერების შერჩევაში, გამოჭრაში და კომპოზიციის შექმნაში. ( 10 წთ.)
 წუთშესვენება.( 2 წთ)
   ყველა ჯგუფი წარმოადგენს თავის ნაშრომს და პრეზენტატორები ისაუბრებენ აპლიკაციის შესახებ. შეფასადებიან ჯგუფები.( 10 წთ.)
 ვაძლევ შემაჯამებელ კითხვებს:
 -აქვს თუ არა მნიშვნელობა იმას ვისთან ვმეგობრობთ?
-რატომ გადაედო სუნი უსუნო ყვავილს?
  -დავასახელოთ ყვავილების სახელები?
-მათ შორის რომელია უსუნო?
-რომელი ორგანოებისაგან შედგება ყვავილოვანი მცენარე?
 ისევ  ვიმეორებთ ნასწავლ ანდაზებს,რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა გვახსოვდეს.  ( 3 წთ.)



        გაკვეთილის  აქტივობების ფოტოები ანიმოტოში:

http://animoto.com/play/qWmLsSOZmPN9MkqBk6CzSw

http://animoto.com/play/ax2gI9W6ZpA10FiQj3904Q

შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
კარგი+
საშუალო v
უჭირს -
მსჯელობს, გამოთქვამს მოსაზრებას, ვარაუდს.



ამოიცნობს მცენარის ორგანოებს.



ამოიცნობს ყვავილებს სუნით, უსუნო ყვავილებს კი ვიზუალურად.



კითხულობს, წერს.



მუშაობს ჯგუფში.




მასწავლებლის თვითშეფასების რუბრიკა
სკოლა: სართიჭალის #2 საჯარო სკოლა
მასწავლებლის სახელი, გვარი:  ნინო ციცვიძე - ნატო მეტრეველი.
კლასი, საგანი:  I კლასი.  ქართული,  ბუნება, ხელოვნება.
გაკვეთილის თემა:  „უსუნო ყვავილი“
რამდენად მიაღწიეს მოსწავლეებმა გეგმით განსაზღვრულ შედეგს:
გაკვეთილზე გამოყენებული სტრატეგიების ეფექტურობა:
რამდენად მივაღწიეთ მოსწავლეთა ჩართულობასა და აქტიურობას:
რომელი უნარების გასავითარებლად დაგვჭირდა უფრო მეტი მუშაობა?
მოსმენის უნარის, სხვისი აზრის პატივისცემის.
შეიცვალა თუ არა გაკვეთილის სამოქმედო გეგმა.თუ შეიცვალა, რატომ?
არა
ამავე გაკვეთილის ხელახლა ჩატარების დროს რას შევცვლი?
ვიმოქედებდი იგივე გეგმით.




        ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა  #2  (2012-2013 სასწ.წ)

                              (ქართული  ენა,  ბუნებისმეტყველება,  ხელოვნება)
პედაგოგები: 1.ნ. ციცვიძე.(ქართული ენა,  ბუნებისმეტყველება)
                        2. ნ.მეტრეველი. (ხელოვნება)

გაკვეთილის მთავარი თემა
ასო-ბგერა „ზ“    თევზი
სწავლების საფეხური
დაწყებითი  საფეხური. პირველი კლასი.
მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის 18 მოსწავლე. სსმ მოსწავლე არ მყავს.
გაკვეთილის მნიშვნელობა,აქტუალურობა
გაკვეთილი მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ პირველი კლასის მოსწავლეები განივითარებენ სამეტყველო უნარებს, მოახდენენ  სიტყვების ანალიზს, სინთეზს, გაეცნობიან თევზების მრავალფეროვნებას, მათ საარსებო გარემოს, აიმაღლებენ ეკოლოგიურ ცნობიერებას, ნახულით აღძრულ შთაბეჭდილებას გადმოსცემენ ხატვით და აპლიკაციით.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მიზნები:
ქართული ენა.
·         შეძლონ ცოდნის გამოვლენა.
·         შეძლონ  წაკითხულის დამახსოვრება.
·          განუვითარდეთ სიტყვის სინთეზისა და ანალიზის უნარი.
ბუნებისმეტყველება:
·         დაკვირვების უნარის განვითარება.
·         წყლის ბინადარი ცხოველების ამოცნობა.
·         თევზების მრავალფეროვნებისა და საარსებო გარემოს გაცნობა.
 ხელოვნება:
·         დაკვირვების საფუძველზე განცდილი შთაბეჭდილების გადმოტანა ნახატებში და აპლიკაციებში.

შედეგები:
·         ქართ.1.5. მოსწავლეს გამომუშავებული აქვს ფონოლოგიური  უნარ-ჩვევები.
·         ქართ.1.1. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადექვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია, შეუძლია სწორად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციებში.

·         ბუნ1.2. მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ორგანიზმები გარეგნული ნიშნების მიხედვით.
·         ს.გ.1.3.მოსწავლე აკვირდება გარემოში სხვადასხვა ფერს და ფორმას ,შეუძლია დაკვირვების შედეგების ასახვა ნამუშევრებში.

·         ის ტექნ.1.1მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებს და ოპერაციებს.
·         ის ტექნ.1.4.მოსწავლეს შეუძლია კომუნიკაციის ტექნოლოგიური საშუალებების  გამოყენება

წინასწარი ცოდნა
მოსწავლეები იცნობენ  ზოგიერთ წყლის ბინადარს. იცნობენ ზოგიერთი  სახეობის თევზს.შეუძლიათ შთაბეჭდილებების გაზიარება ხატვით.შეუძლიათ მარცვლებიდან სიტყვების მიღება. ან პირიქით.
შეფასების საგანი, პროცედურები
შეფასების რუბრიკა. დაკვირვება ,მოსმენა.
სასწავლო მასალა, ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელოები. ასაწყობი მარცვლები. დაფა, ცარცი, ბუკები, ელექტრონული რესურსი-სლაიდშოუ, ფერადი ქაღალდები, მაკრატელი, წებო, ფერადი ფანქრები.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი.
საკლასო მენეჯმენტი: ინდივიდუალური, ჯგუფური.

          გაკვეთილის მსვლელობა.
     გაკვეთილს დავიწყებ სამოტივაციო საუბრით.
ბავშვებო ჩვენ ავხსენით ასო-ბგერა „ზ“ ,წავიკითხეთ ტექსტი, სადაც შეგვხვდა სიტყვა- თევზი.  სიტყვა-ზვიგენი, სიტყვა-ზუთხი. ზუთხი და ზვიგენი ხომ თევზებია. მოდით შევადგინოთ ასოციაციური რუკა თევზზე.შევადგენთ დაფაზე ასოციაციურ რუკას. ბავშვებს ექნებათ საინტერესო ასოციაციები თევზთან დაკავშირებით. ვისაუბრებთ მათ შესახებ. ბოლოს დავუსახელებ რამდენიმე თევზის სახეობას , რომელიც მათ არ ეცოდინებათ. მაგალითად  სკაროსი, ძუძუმწოვარი თევზი-ზვიგენი, გიგანტური თევზები და ასე.შ. ამით უფრო გავაძლიერებ მათ ინტერესს თევზების მიმართ.(5 წთ)
      ამის შემდეგ ვეტყვი მათ, რომ შექმნილი მაქვს სლაიდშოუ, სადაც ისინი გაეცნობიან სხვადასხვა სახეობის თევზებს, მათ საარსებო გარემოს და წყლის სხვა ბინადრებსაც.მანამდე კი უნდა შევასრულოთ ასეთი აქტივობა.მე დაფაზე დავწერ სიტყვებს, სადაც ზოგიერთი ასო დამალულია კვადრატის ქვეშ, თქვენ უნდა ამოიცნოთ დამალული ასოები და აღადგინოთ სიტყვები.ყველა სიტყვაში  ზ  ასოა დამალული. ამოიცნობენ ასოს და აღადგენენ სიტყვებს.  ამის შემდეგ ვურიგებ ასაწყობ მარცვლებს, საიდანაც უნდა შეადგინონ სიტყვები, თუ გაუჭირდებათ ვაკვირდები და ვეხმარები.
  
  ვუკითხავ  მისარითმს:
„ზარი, ზარი,რა ზარი,
ერთად რეკავს რვა ზარი,
მთა-ბარს  გააქვს ზანზარი,
ხალხს დაეცა თავზარი,
რად შეშინდით რვა სკოლის
ბავშვებს უხმობს რვა ზარი.“
იმეორებენ გუნდურად და სწავლობენ.(13 წთ) შესვენება(2 წთ)
წუთშესვენების შემდეგ  ჩავრთავთ ბუკებს, გავუზიარებ ჩემს ეკრანს და ვაჩვენებ სლაიდშოუს, ბავშვები დააკვირდებიან წარმოდგენილ წყლის ბინადრებს, დასვამენ კითხვებს და მე დავაკმაყოფილებ მათ ცნობისმოყვარეობას.(9 წთ)


            მეორე გაკვეთილი
დავიწყებ მინი ლექციით  თევზების საარსებო გარემოს შესახებ, მათი კვების ტიპების შესახებ,მათი სხეულის აგებულების თავისებურებებზე, მათთან ერთად ბინადარ სხვა ცხოველებზე. ასევე მათ მნიშვნელობაზე და თევზჭერის ვადებზე.  ვესაუბრები წელიწადის რომელ დროს შიძლება თევზჭერა. შევეკითხები ბავშვებს  კიდევ ხომ არაფერი აინტერესებთ თევზების შესახებ.(7წთ)
    გაკვეთილს გაგრძელებს ხელოვნების  მასწავლებელი ნ.მეტრეველი.შეეკითხება  მოსწავლეებს რომელმა თევზმა მოახდინა მათზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?  რატომ?
ყოფს მათ 4 ჯგუფად,  თითოეულ ჯგუფს აძლევს არჩევანის საშუალებას. აირჩიონ ხატვა ან აპლიკაცია და გადმოსცენ თავიანთი შთაბეჭდილებები. მასწავლებელი ეხმარება თითოეულ ჯგუფს .(20წთ)
წუთშესვენება(1წთ)
ჯგუფების  პრეზენტაციები(5 წთ)  წინასწარ გაცნობილი შეფასების კრიტერიუმების  საფუძველზე შეფასდება  ჯგუფები.
რეფლექსიის ეტაპზე ვეკითხები ბავშვებს - რა დაამახსოვრდათ მათ ყველაზე მეტად დღევანდელი გაკვეთილიდან , რით იყო საინტერესო დღევანდელი გაკვეთილი? რა გაიგეს ახალი დღევანდელი გაკვეთილიდან?(წ3 წთ)




          აქტივობების ამსახველი ფოტოები ანიმოტოში

http://animoto.com/play/mH2vA7wLbRzrI6ktUOpXVw
მეორე გაკვეთილის  ფოტოები ანიმოტოში

http://animoto.com/play/Ex4GHJkx0oX9OveuJucKsQ

პრეზენტაციის ფოტოები ანიმოტოში

http://animoto.com/play/2mU4N8tnSEeej0L88AHsRw

                                              შეფასების      რუბრიკა

შეფასების კრიტერიუმები
კარგად  +
საშუალოდ    v
უჭირს   -
განცდილ შთაბეჭდილებას გადმოსცემს ხატვით, აპლიკაციით.



მუშაობს ჯგუფში



ახდენს სიტყვების ანალიზს და სინთეზს



აკეთებს პრეზენტაციას:
·         საუბრობს გამართულად, თანმიმდევრულად.
·         პასუხობს შეკითხვებზე.



          
          გაკვეთილის     თვითშეფასება
·        მოსწავლეებმა გაკვეთილის ბოლოს მიაღწიეს  გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს. კერძოდ  მათ განცდილი შთაბეჭდილება  გადაიტანეს ქაღლდზე,რაც ხელს შეუწყობს შეძენილი ცოდნის ხანგრძლივად დარჩენას მათ მეხსიერებაში.
·        თანდათან შეიმჩნეოდა წინსვლა ჯგუფურ მუშაობაში, წინა გაკვეთილებთან შედარებით.
·        ეს გაკვეთილი ხელახლა რომ ჩამეტარებინა შევცვლიდი სტრატეგიას, გამოვიყენებდი: „ვიცი,.....მინდა ვიცოდე“.  საინტერესო იქნებოდა როგორ იმუავებდა ეს სტრატეგია.











                 ინტეგრირებული  გაკვეთილის  გეგმა #3  (2012-2013სასწ.წ)



გაკვეთილის მთავარი თემა
          შოშია   ასო-ბგერა „ შ“
სწავლების საფეხური
დაწყებითი -  I კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის 18 მოსწავლე.სსმ მოსწავლე არ მყავს.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ბავშვებს განუვითარდებათ სამეტყველო უნარები,აიმაღლებენ ეკოლოგიურ ცნობიერებას, განუვითარდებათ მშვენიერების აღქმის უნარი და მარტივი კომპიუტერული უნარები.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
  მიზნები:
ძირითადი სამეტყველო უნარების გამომუშავება:(კითხვის,მოსმენის,საუბრის).
დამოუკიდებელი, შემოქმედებითი, რეფლექსური აზროვნების უნარის განვითარება.
ჯგუფში და წყვილში მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება.
საკუთარი აზრის გამოთქმის, მოსმენის უნარების გამომუშავება.
მშვენიერების განცდის უნარის განვითარება.

   შედეგები:
   ქართული I.2.მოსწავლეს შეუძლია  გადმოსცეს მარტივი ინფორმაცია მისთვის ნაცნობ თემაზე.
ქართულიI.1.მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადექვატურად აღიქვქს მარტივი ინფორმაცია.
ქართულიI.10.მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წიგნთან მუშაობის საწყისი უნარ-ჩვევები.
ბუნებაI.2.მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ორგანიზმები გარეგნული ნიშნების მიხედევით.
ბუნებაI.8. მოსწავლეს შეუძლია დამოკიდებულების გამოხატვა საკუთარი გარემოსადმი.
ხელოვნება
  ს.გ.I3. მოსწავლე აკვირდება გარემოში სხვადასხვა ფერს და შეუძლია დაკვირვების ასახვა ნამუშევარში.
ს.გ.I.4 მოსწავლეს შეუძლია ნამუშევრის შექმნა შთაბეჭდილებებისა და წარმოსახვის მეშვეობით.
ს.გ.I.მოსწავლეს შეუძლია მუშაობა ინდივიდუალუურად და სხვებთან ერთად.
 ის ტექნ I.1.მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებს და ოპერაციებს.
ის ტექნ.I.4 მოსწავლეს შეუძლია კომუნიკაციის ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენება.
.წინასწარი ცოდნა
იციან კითხვა შესწავლილი ასო-ბგერებით,  შეუძლიათ სიტყვების დამარცვლა, საკუთარი აზრის გადმოცემა, იცნობენ მართლმეტყველების წესებს .ზოგიერთი ფრინველის ხმიანობას, ქმნიან მარრტივ კომპოზიციებს.
შეფასების საგანი და პროცედურები
შეფასების რუბრიკა. შეფასების პროცედურები: კითხვა-პასუხი, გონებრივი იერიში,დაკვირვება.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო,ფერადი ფურცლები,სახატავი,ფერადი ფანქრები,ბუკები,წებო, დაფა, ცარცი.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
                პირველი გაკვეთილი
გაკვეთილს  დავიწყებ ფრინველების გალობის მოსმენით. შემდეგ დავსვავ კითხვებს:
როგორ განწყობაზე დადექით?
რისი სურვილი გაგიჩნდათ?
რას ელოდებით დღევანდელი გაკვეთილისგან?
  (5 წთ.)
 ჩვენ უკვე გავეცანით ასო- ბგერას  „  შ“ .წავიკითხეთ ტექსტი -შოშია, ახლა  წაგიკითხავთ ლექსს „ შოშია  და ბავშვები“. ბავშვები  გუნდურად იმეორებენ  ლექსს ჩემთან ერთად და იზეპირებენ.  წინასწარ ფერად ფურცლებზე მექნება გამზადებული დასამარცვლად სიტყვები, რომელიც ახალი ტექსტიდანაა  ამოღებული.
შემდეგ მივცემ გამოჭრილ მარცვლებს და  ვთხოვ ბავშვებს მიიღონ ამ მარცვლებიდან სიტყვები.( 10 წთ)
 შესვენება-2 წთ.
დავიწყებ მინი ლექციას ფრინველების გალობისა და ჭიკჭიკის შესახებ.გალობა რომელიც ჩვენ გვესმის და გვსიამოვნებს მათთვის სალაპარაკო ენაა, ზოგიერთისათვის კი ჭიკჭიკია სალაპარაკო ენა .თითოელ ბავშვს დავუსახელებ  რომელიმე ფრინველს  და ვთხოვ მითხრას როგორ ხმიანობას გამოსცემს იგი, თუ ვერ შეძლებს  სხვები დაეხმარებიან. ბავშვები სავარაუდოდ იტყვიან მერცხალი ჭიკჭიკებს,მტრედი ღუღუნებს, ბეღურა ჟღურტულებს,  და ა. შ. (5 წთ)
ვაგრძელებ საუბარს ,რომ ყველა ბავშვი და ნებისმიერი ადამიანი ვალდებულია გაუფრთხილდეს ბუნებას, დაიცვას ფრინველები, გააშენოს ხეები, რათა გამრავლდეს ფრინველები და დაცული იყოს ჩვენი ბაღ- ბოსტნები.
ამის შემდეგ ჯგუფებს  ვთხოვ გახსნან  თავიანთი  ბუკები,  მე მათ გავუზიარებ ჩემ ეკრანს და ვაჩვენებ წინასწარ ჩემს მიერ გამზადებულ  სლაიდ შოუს , რომელიც ეკოლოგიური საიტებიდან მოძიებული მასალებით შევქმენი
ჯგუფის თითოეული წევრი გამოთქვამს საკუთარ მოსაზრებებს და  შთაბეჭდილებებს  ამ სურათების შესახებ.
 (13 წთ.)

                        მეორე გაკვეთილი

მეორე გაკვეთილს  იწყებს ხელოვნების მასწავლებელი  ნ. მეტრეველი სლაიდშოუს ჩვენებით.ყურადღება გამახვილიბული იქნება შოშიას  შეფერილობაზე, მის სხეულზე არსებულ ფერებზე , კიდევ რომელ ფერებს იცნობთ ? ეკითხება ბავშვებს. თხოვს  ამოიცნონ ძირითადი და შედგენილი ფერები.(5 წთ)
ჯგუფებში არიგებს  გამოჭრილ მასალას აპლიკაციისათვის .ბავშვები შექმნიან აპლიკაციას შოშიის საარსებო გარემოს შესაფერისს. (10 წთ)
    წუთშესვენება-1 წთ.
წყვილებს თხოვს პატარა ამბავი მოიფიქრონ შოშიაზე და სცადონ ამ ამბის ილუსტრირება. თითოეული წყვილი წარმოადგენს ნახატს.  გაურკვეველი  შინაარსის ნახატზე  ვეკითხებით ბავშვებს ,რა არის ამ ნახატზე გადმოცემული, იქნებ შენ თვითონ მიამბო?    ბავშვები გვეუბნებიან  თავიანთ ჩანაფიქრს.(14 წთ)
ვუსვავთ კითხვებს :
 რით იყო საინტერესო ეს ორი გაკვეთილი?
რა გაიგეს ახალი შოშიას შესახებ?
კიდევ რისი გაგება აინტერესებთ?
( 5 წთ)
   







           გაკვეთილის ყველა ეტაპის აქტივობების ფოტოები ანიმოტოში



                                            შეფასების რუბრიკა

კარგად
    +
საშუალოდ
    v
უჭირს
  _ 
კითხულობს



გამოთქვამს
მოსაზრებას



თხზავს ამბავს



ამოიცნობს ფერებს



მუშაობს კომპიუტერთან



მუშაობს ჯგუფში და
წყვილში








                გაკვეთილის   თვითშეფასება
·       გაკვეთილზე გამოყენებულმა სტრატეგიებმა  გამოიწვია მოსწავლეთა დაინტერესება და ჩართულობა.
·       მოსწავლეებმა განივითარეს მშვენიერების აღქმის უნარი და აიმაღლეს ეკოლოგიური ცნობიერება .
·       გაკვეთილი გეგმის მიხედვით ჩავატარე.
·       რეფლექსიის ფაზაზე გამოვიყენე პრეზენტაცია , სადაც პირველკლასელმა მოსწავლეებმა ისაუბრეს  დ შეაჯამეს  2 გაკვეთილზე მიღებული ცოდნა.
·       გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა მიაღწიეს მოსალოდნელ შედეგებს.

დააჭირეთ და იხილეთ სურათები:
ინტეგრირებული გაკვეთილი "შოშია"


ინტეგრირებული გაკვეთილის პრეზენტაციები:






                ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა #4 (2013-2014სასწ.წ)
ქართული-ბუნება-ისტ-ხელოვნება
გაკვეთილის მთავარი თემა
„ტყე“
სწავლების საფეხური
დაწყებითი. მეორე კლასი.
მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის 17 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე არ არის.
გაკვეთილის მნიშვნელობა, აქტუალურობა
გაკვეთილი მნიშვნელოვანია იმით, რომ მოსწავლეები იმსჯელებენ და დაფიქრდებიან  ადამიანის ქმედების შედეგებზე ტყესთან მიმართებაში.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მიზნები:
·         ტყის შესახებ საგანმანათლებლო ინფორმაციის მიღება და გააზრება.
·         მეტყველების განვითარება.
·         გამომეტყველებითი კითხვის დაუფლება.
·         ლიტერატურული ნაწარმოებით ტყისადმი მზრუნველი  დამოკიდებულების ჩამოყალიბება.
·         ჯგუფური თანამშრომლობის უნარის განვითარება.
შედეგები:
·         ბუნ.ll.9.   აკვირდება ლოკალურ გარემოს, საუბრობს ადამიანის საქმიანობით გამოწვეულ ცვლილებებს.
·         ქართ.ll. 2.გამოხატავს კონკრეტული პერსონაის  ქმედებით აღძრულ ემოციებს.
·         გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ.
·         ქართ.ll.3. ამბის გადმოცემისას იყენებს მართებულ სიტყვაფორმებსა და მარტივ წინადადებებს.
·         ქართ.ll.4. ხმამაღლა მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით კითხულობს  საბავშვო ლექსებს, ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ ნიშნებთან.
·         ს.გ.ll.4. ქმნის ლიტერატურული ნაწარმოების  მარტივ  ილუსტრაციებს.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეები  იცნობენ  ზოგიერთი ხის სახეობას,  იციან ტყის მნიშვნელობა ადამიანისათვის.
შეფასების საგანი და პროცედურები
დაკვირვება, მოსამენა, შეფასების რუბრიკა.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელოები, დაფა, ცარცი, ბუკები, თაბახის ფურცლები.
გაკვეთილის მსვლელობა, საკლასო მენეჯმენტი
               გაკვეთილის მიმდინარეობა
 1 აქტივობა.
კლასს გავყოფ  4  ჯგუფად.თითოელ ჯგუფს დავურიგებ თაბახის  ფურცლებს . მათ უნდა მოიფიქრონ და ჩამოწერონ:
·         ხეები, რომლებიც ტყეში იზრდება.
·         ცხოველები, რომლებიც ტყეში ბინადრობენ.
·         ტყის ნობათი.
·         ტყე რომ გავჩეხოთ  რა მოხდებოდა?
2აქტივობა .
ჯგუფების პრეზენტაციები. (10 წთ)
3 აქტივობა.
სლაიდშოუს ნახვა ბუკებით „ტყის ნობათი“(5 წთ)
4 აქტივობა.
.წავიკითხავ ე. ბართაიას ლექსს სახელმძღვანელოდან: „ტყე და წყარო შველის“. ავხსნი ყველა უცხო სიტყვას, ვამსჯელებ ბავშვებს ლექსის ირგვლივ. მივაწოდებ დამატებით ინფორმაციას . ყველა ბავშვი წაიკითხავს ლექსს. გამომეტყველებით.(30 წთ.)

              მეორე გაკვეთილი
1 აქტივობა.
დავწერ დაფაზე სიტყვებს: ტყე, ცხოველები, ადამიანი. მივმართავ მოსწავლეებს კითხვით- რა დამოკიდებულებას ხედავენ მათ შორის? (5 წთ)
   მეორე აქტივობა.
პაუზებით  წავუკითხავ რ. ინანიშვილის მოთხრობას: „მუხა“.ყოველი პაუზის  შემდეგ მივმართავ ბავშვებს კითხვებით:
 რა მოხდება შემდეგ? რატომ ფიქრობენ ასე? ასევე გამოვახატინებ დამოკიდებულებას სიუჟეტის მიმართ.
  ერთობლივი მსჯელობით მივალთ იმ დასკვნამდე, რომ ადამიანი თითოეულ ხეს ისე უნდა მოეპყროს , რომ გამოუსწორებელი  შედეგების წინ არ დადგეს.(20 წთ)
 მესამე აქტივობა.
 2 აქტივობა.
ჯგუფები თავიანთი წარმოსახვით დახატავენ როგორი იქნებოდა  ახალგაზრდა მუხა . ნახატების კოლაჟით  შევქმნით ფოთლოვან ტყეს.(12 წთ)
  რეფლექსია (გაკვეთილის შეჯამება) 5 წთ.
  შეფასება-3 წთ.








 
  მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა

შეფასების კრიტერიუმები
საშუალო
საშუალოზე მაღალი
მაღალი
მუშაობს ჯგუფში



კითხულობს , ყურადღებას აქცევს სასვენ ნიშნებს.



გამოთქვამს ვარაუდს და ასაბუთებს.



მსჯელობს.





       ჩემი თვითშეფასება
თვითშეფასების კრიტერიუმები
არა
ნაწილობრივ
დიახ
მოვახერხე მოსწავლეთა მოტივირება არჩეული სტრატეგიით.


+
არჩეული სტრატეგიით მივაღწიე მიზანს.

+

მივაღწიე ყველა შედეგს.

+

ეს გაკვეთილი ხელახლა რომ ჩამეტარებინა შევცვლიდი გეგმას.
+



      შენიშვნა-სანამ დავიწყებდი ტექსტის კითხვას პაუზებით,  დამავიწყდა მოსწავლეების გაფრთხილება, რომ ყურადღებით უნდა მოესმინათ და ყველას გამოეთქვა ვარაუდი, მათ აქტიურობას გავითვალისწინებდი შეფასების დროს, ამიტომ ამ აქტივობაზე ყველა არ იყო აქტიური.

       

გაკვეთილის ვიდეომასალა







                                       ინტეგრირებული გაკვეთილის გეგმა#5  (2013-2014სასწ.წ)
გაკვეთილის მთავარი თემა
”მუქთი ლუკმა“-  ზღაპარი.            
სწავლების საფეხური
დაწყებითი,  მეორე კლასი.
მოსწავლეთა პროფილი
17 მოსწავლე. სსსმ მოსწავლე არ არის კლასში.
გაკვეთილის მნიშვნელობა-აქტუალურობა
გაკვეთილი მნიშვნელოვანია იმ მხრივ, მოსწავლეები მოახდენენ ბუნების გაკვეთილზე 2 კვირის წინ დაწყებული ექსპერიმენტის შედეგების გაანალიზებას  ქართულის გაკვეთილზე, მოახდენენ ცოდნის ტრანსფერს ქართულიდან  ბუნებაში და ბუნებიდან ქართულში. გაიღმავებენ ცოდნას თემის ირგვლივ ისტის საშუალებით.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მიზანი ქართულში:
v  ტექსტის კითხვა და ანალიზი.
v  ზეპირი და წერითი მეტყველების უნარის განვითარება.
v  კრიტიკული აზროვნების განვითარება.
v  პურის მოყვანა -მიღების ტექნოლოგიის გაცნობა.

მიზანი ბუნებაში:
v  დაკვირვების საფუძველზე ცდის შედეგების გაანალიზება .
v   ანალიზის  შედეგად  დასვნის გამოტანა.
მიზანი ისტ-ში:
v  კლასის მართვის პროგრამის  მოხმარება.
v  ბუკით მიღებული ინფორმაციით ცოდნის გამდიდრება.
გაკვეთილის საერთო მიზანი:
v  საგანთაშორის ცოდნის ტრანსფერის უნარის განვითარება.

შედეგები:
              ქართ.  II. 2. მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს  ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
·                ტექსტზე დაყრდნობით ახასიათებს პერსონაჟებს (მათს გარეგნობას, თვისებებს);
·         გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ (მომწონს / არ მომწონს, კარგად მოიქცა / ცუდად მოიქცა; კეთილია, გონიერია და ა.შ.);
ქართ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს;
·         დამარცვლით კითხულობს უცნობ სიტყვებს;
·         ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს (კითხვის ტექნიკის დაუფლების ხელშეწყობის მიზნით შედგენილ ტექსტებს, საბავშვო ლექსებს, გამოცანებს, ანდაზებს, ენის გასატეხებს, ფრაგმენტებს მოთხრობებიდან, იგავ-არაკებსა და სხვ.); ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ ნიშნებთან;
ქართ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს;
·         დამარცვლით კითხულობს უცნობ სიტყვებს;
·         ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს (კითხვის ტექნიკის დაუფლების ხელშეწყობის მიზნით შედგენილ ტექსტებს, საბავშვო ლექსებს, გამოცანებს, ანდაზებს, ენის გასატეხებს, ფრაგმენტებს მოთხრობებიდან, იგავ-არაკებსა და სხვ.); ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ ნიშნებთან;
ქართ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს;
·         დამარცვლით კითხულობს უცნობ სიტყვებს;
·         ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს (კითხვის ტექნიკის დაუფლების ხელშეწყობის მიზნით შედგენილ ტექსტებს, საბავშვო ლექსებს, გამოცანებს, ანდაზებს, ენის გასატეხებს, ფრაგმენტებს მოთხრობებიდან, იგავ-არაკებსა და სხვ.); ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ ნიშნებთან;
ქართ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს;
·         დამარცვლით კითხულობს უცნობ სიტყვებს;
ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს (კითხვის ტექნიკის დაუფლების ხელშეწყობის მიზნით შედგენილ ტექსტებს, საბავშვო ლექსებს, გამოცანებს, ანდაზებს, ენის გასატეხებს, ფრაგმენტებს მოთხრობებიდან, იგავ-არაკებსა და სხვ.); ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ ნიშნებთან;
ქართ. II. 4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         თავისუფლად ამოიცნობს ნაცნობ სიტყვებს;
·         დამარცვლით კითხულობს უცნობ სიტყვებს;
·         ხმამაღლა (მთლიანი სიტყვებით ან დამარცვლით) კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე  ზომის  ტექსტებს (კითხვის ტექნიკის დაუფლების ხელშეწყობის მიზნით შედგენილ ტექსტებს, საბავშვო ლექსებს, გამოცანებს, ანდაზებს, ენის გასატეხებს, ფრაგმენტებს მოთხრობებიდან, იგავ-არაკებსა და სხვ.); ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ ნიშნებთან.
ქართ. II. 11. მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.

·         წერს კარნახით.

ბუნ.II.2.მოსწავლეს შეუძლია  განიხილოს ზრდა, როგორც ცოცხალის   თვისება.
·         აკვირდება და აღწერს მცენარეების ზრდის პროცესს (მაგ., ხორბლის აღმონაცენის  სიმაღლის მატება),  წერილობით აღრიცხავს მონაცემებს;
·         ის ტექნ.1.1მოსწავლე ფლობს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ძირითად ცნებებს და ოპერაციებს.

·         ის ტექნ.1.4.მოსწავლეს შეუძლია კომუნიკაციის ტექნოლოგიური საშუალებების  გამოყენება





წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან   პურის მიღების ზოგიერთი ეტაპის შესახებ.
იციან  ანდაზები პურზე.

შეფასების საგანი და პროცედურები
მასწავლებლის დაკვირვების საფუძველზე  განმავითარებელი კომენტარები,თითოეულ  აქტივობაზე.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო, რვეული, დაფა, ცარცი, ჯეჯილი 3 ცალი, ბუკები,  სლაიდშოუ,  როუტერი.
გაკვეთილის მსვლელობა-საკლასო მენეჯმენტი
             გაკვეთილის  მსვლელობა
          აქტივობა #1(2წთ.)
      ვწერ დაფაზე სიტყვებს: ჯეჯილი, ხორბალი, წისქვილი, ყანა. ვეკითხები ბავშვებს გამოთქვან ვარაუდები, რა თემაზე მოგვიწევს ჩვენ დღეს საუბარი?
ბავშვები გამოთქვამენ მოსაზრებებს. (სწორი პასუხია პურის მოყვანა)
      აქტივობა #2( 7 წთ.)
  წავიკითხავ ახალ ტექსტს და ავხსნი უცხო სიტყვებს.
      აქტივობა#3(7 წთ.)
ბავშვები   წაიკითხავენ  ახსნილ ტექსტს.
      აქტივობა #4(5 წთ)
უპასუხებენ კითხვებს ტექსტის გარშემო.
      აქტივობა#5 ( 2 წთ)
გაიხსენებენ ანდაზებს პურზე.
          აქტივობა#6 (4 წთ.)
კარნახით  დაწერენ  საკლასო რვეულებში ანდაზებს.
               აქტივობა#7( 10  წთ.)
     დავსვავ  კითხვას-რა გზა უნდა გაიაროს ხორბლის მარცვალმა მისგან  პური  რომ  მივიღოთ?(დათესვა, აღმოცენება, გაჯეჯილება, დათავთავება, მოსავლის აღება, დაფქვა, ცომის მოზელა, პურის გამოცხობა)
 შემდეგ ვთხოვ გაიხსენონ ბუნების გაკვეთილიდან, რა პირობებია იმისთვის საჭირო, რომ ხორბალი აღმოცენდეს და ჯეჯილი გაიზარდოს?  ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად თითოეულ ჯგუფს ვთხოვ წარმოადგინონ თავიანთი ჯეჯილები და დაკვირვების ცხრილები, ამავე დროს გააკეთონ ცხრილის ანალიზი და გამოიტანონ დასკვნა, რამ გამოიწვია ჯეჯილის ასეთი  სახით  განვითარება.
     გააკეთებენ დასკვნას, რომ ჯეჯილის ზრდა- განვითარებისათვის საჭიროა 3 პირობა: წყალი, სითბო და სინათლე.
                  აქტივობა#8( 6  წთ.)
     ჩართავენ ბუკებს და ეკრანის გაზიარებით ნახავენ სლაიდშოუს.
            შევაჯამებთ გაკვეთილს და  კიდევ ისაუბრებენ პურის მიღების ყველა ეტაპზე.
            აქტივობა#8 (2 წთ.)
     ეძლევათ  საშინაო დავალება: დაფაზე დაწერილი საკვანძო სიტყვებით  დაწერონ  პატარა თხზულება.






                ინტეგრირებული გაკვეთილის შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
საშუალოზე დაბალი
საშუალო
კარგი
მხატვრული ტექსტის კითხვა, ანალიზი.
კითხულობს ახალ ტექსტს პაუზებით
კითხულობს ახალ ტექსტს გამართულად, უჭირს გაანალიზება.

კითხულობს ახალ ტექსტს გამართულად, აანალიზებს.
ზეპირი და წერილობითი მეტყველების განვითარება.
უჭირს აზრის ჩამოყალიბება.
უჭირს  კარნახით წერა.
აყალიბებს აზრს მინიშნებით, მასწავლებლის დახმარებით წერს კარნახით. 
დამოუკიდებლად წერს კარნახით, დამოუკიდებლად აყალიბებს საკუტარ აზრს.
მსჯალობა თესლის  განვითარებაზე
ჩამოთვლის თესლის განვითარების პირობებს.
ჩამოთვლის განვითრების პირობებს, მსჯელობს თითოეულის როლზე.
მსჯელობს ყველა პირობის როლზე , აკეთებს დასკვნებს საკუთარი დაკვირვების შედეგების მიხედვით.
პრეზენტაციის ნახვა, დასკვნის გამოტანა.
ნახულობს პრეზენტაციას.
ნახულობს პრეზენტაციას, ცდილობს აზრი გამოთქვას თითოეული სლაიდის ირგვლივ.
ინტერესით ნახულობს პრეზენტაციას, აკეთებს შესაბამის დასკვნას, აჯამებს პრეზენტაციიდან მიღებულ ინფორმაციას.
დაკვირვების ცხრილის ანალიზი.
მასწავლებლის მითითებით  კითხულობს დაკვირვების ცხრილს.
კითხულობს დაკვირვების ცხრილს, ითვლის მონიშნული უჯრების რაოდენობას.
აკვირდება, ითვლის და აანალიზებს დაკვირვების ცხრილის  შედეგებს.
ბუკის გამოყენება
იყენებს ბუკს მასწავლებლის მითითებით.
იყენებს ბუკს, საჭირო დროს, იცავს გამოყენების ინსტრუქციას.
იცავს ბუკის  გამოყენების ინსტრუქციას,  უფრთხილდება და უვლის მას.


                                                  გაკვეთილის თვითშეფასება
გაკვეთილი  გეგმის მიხედვით წარიმართა.
მიზანი მიღწეული იქნა.
მინდა ავღნიშნო, რომ შედარებით გაუჭირდათ ბავშვებს დაკვირვების ცხრილის ანალიზი, მიუხედავად იმისა რომ თვითონ იმუშავეს ცხრილებზე და თვითონ შეჰქონდათ მონაცემები.  ამის შემდეგ უფრო მეტ ყურადღებას გავამახვილებ ასეთი სახის დავალებებზე თუნდაც მათემატიკის გაკვეთილებზე.
 ასევე გვქონდა გაკვეთილზე ტექნიკური პრობლემა, ვერ მოხერხდა ყველა მოსწავლის  დაკავშირება და ეკრანის გაზიარება. ამიტომ მომიხდა მოსწავლეთა ჯგუფებად დასმა ბუკებთან.


                           პრეზენტაცია







                       გაკვეთილის ვიდეომასალა










                 ინტეგრირებული გაკვეთილი ბუნებასა და ინგლისურში (26.11.2014წ.)

ბუნების პედაგოგი- ნინო ციცვიძე
ინგლისურის პედაგოგი- თამთა  ჩადუნელი 
        



გაკვეთილის თემა
ბუნება-  „ბუნებრივი  მოვლენები“(შემაჯამებელი გაკვეთილი)
ინგლისური-ბუნებრივ  მოვლენებთან  დაკავშირებული შესწავლილი მასალის  შეჯამება.
სწავლების საფეხური
მესამე  კლასი
მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის  18 მოსწავლე.   სსსმ მოსწავლე არ არის.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები

: ინტეგრირებული  გაკვეთილის   მიზანი:
მოსწავლეებმა შეძლონ   ცოდნის ტრანსფერი  ბუნებიდან ინგლისურში  და ინგლისურიდან ბუნებაში.
·         შეაჯამებენ   მიღებულ ცოდნას  ბუნებრივი  მოვლენების შესახებ ორივე საგანში.
·         განუვითარდებათ  ტრანსფერის უნარი.
·         ჯგუფური მუშაობის უნარი.
·         პრეზენტაციის უნარი.




ესგ.
·         ესგ  სტანდარტი ბუნებისმეტყველებაში:
 ბუნ.lll.8. მოსწავლეს შეუძლია  ბუნებრივი მოვლენების მრავალფეროვნების დახასიათება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
ახასიათებს მისთვის ნაცნობ  ბუნებრივ მოვლენებს(მაგ: წვიმა,ქარი,ცისარტყელა) და აღწერს მათ.

ესგ  სტანდარტი  ინგლისურში:
უცხ.დ.III მოსწაავლეს შეუძლია ტექსტების ზეპირად თქმა და ლექსიკური ცოდნის გამოვლენა.
შედეგი თვალსაჩინოა თუ მოსწავლე:
·         მოსწავლე ზეპირად კითხულობს ლექსებს, გათვლებს და ასრულებს სიმღერებს.
·         ტექსტების წარმოთქმისას იცავს შესაბამის ინტონაციას ,მახვილებს რიტმულ  სეგმენტებს.

უცხ.დ.III. 11.მოსწავლეს შეულია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.
·         მოკლედ პასუხობს კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე, ან რეაგირებს მათზე არავერბალური საშუალებებით.
·         პასუხობს ზეპირ მეტყველებაში ნასწავლი ტექსტის შინაარსის გარშემო დასმულ მარტივ კითხვებზე(მაგ: რა ჰქვია, რა აქვს , როგორია, რას აკეთებს და სხვა.)





წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებს  ნასწავლი  აქვთ ბუნებრივი მოვლენები. შეუძლიათ  კომპიუტერის ჩართვა-გამორთვა. კლავიატურის გამოყენება. სლაიდშოუს რეჟიმის მართვა. ტესტის წერა ბუკში. შეუძლიათ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები დაკვირვების საფუძველზე შეფასდებიან  განმავითარებელი კომენტარებით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
ბუკები, პროგრამა  Word-ით დამზადებული   ტესტი.  Word-ში  მომზადებული სავარჯიშო. უკაბელო ლოკალური ქსელი, როუტერი. დაფა, ცარცი, თაბახის ფურცლები.ფერადი ფანქრები.  ბუნებისა და ინგლისურის სახელმძღვანელო.
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი.

             გამოწვევა:
             #1 აქტივობა (3 წთ)
      ასოციაციური რუკის  შედგენა.
დავწერ დაფაზე  „ბუნებრივი მოვლენები“.  მოსწავლეები  გაიხსენებენ  ყველა ნასწავლ ბუნებრივ მოვლენას  და შეადგენენ  ასოციაციურ რუკას.
          წვდომა
        #2  აქტივობა (7 წთ.)
  ინგლისურის მასწავლებელი  თხოვს მოსწავლეებს  გაიხსენონ ინგლისურ ენაში ნასწავლი ლექსები, სადაც  აღწერილი იყო  რომელიმე ბუნებრივი მოვლენა.
             #3  აქტივობა
    ჯგუფური მუშაობა(20 წთ)
     მოსწავლეებს  ჯგუფებში  დაურიგდებათ  ფლიფჩარტები,   სადაც  დაწერილი იქნება რომელიმე ბუნებრივი მოვლენა  ქართულად და ინგლისურად. მათ დაევალებათ  დახატონ ესა თუ ის ბუნებრივი მოვლენა.  მოახდინონ  ინტერპრეტირება თავიანთი ფანტაზიით.  შემდეგ გააკეთონ  პრეზენტაცია ქართულად  და როგორც შეძლებენ  ასევე ინგლისურად.
           #4  აქტივობა(5 წთ)
  ჯგუფურად იმუშავებენ  მასწავლებლის ბუკიდან  ეკრანის  გაზიარებით  მიღებულ  სავარჯიშოზე,  კერძოდ ფოტოსურათებზე უნდა ამოიცნონ  რომელი ბუნებრივი მოვლენაა  და დაასახელონ  ქართულად და ინგლისურად.
სავარჯიშო  შედგენილი  იქნება ისე, რომ მოახდინონ  ცოდნის ინტეგრაცია.
           რეფლექსია
       #5  აქტივობა( 7 წთ)
     რეფლექსიის ფაზაზე  ასევე ბუკით  გადაეგზავნებათ  ინტეგრირებული  ტესტი, რითაც საბოლოოდ შევაჯამებთ  მათ ცოდნას ამ მასალაზე.
      #6  აქტივობა( 3 წთ)
    მოსწავლეთა შეფასება.
და საშინაო დავალების მიცემა.
  

        
 




   
 გაკვეთილის მნიშვნელობა, აქტუალურობა.
გაკვეთილი აქტუალურია იმ მხრივრომ  მოსწავლეები  შეძლებენ  ორივე  საგანში  მიღებული ცოდნის გახსენებას, თავმოყრას   ინტეგრირებას  და ტრანსფერს.





                                       მოსწავლეთა შეფასების  რუბრიკა
კრიტერიუმები
საშუალოზე დაბალი
საშუალო
კარგი
 აჯამებს ,  ორივე საგნიდან მიღებულ ცოდნას  ბუნებრივ მოვლენებზე.
 ჯგუფის წევრებთან  ერთად   მუშაობს ბუნებრივი მოვლენის დასურათებაზე, ახდენს ინტერპრეტირებას.
მუშაობს  სავარჯიშოზე და ტესტზე ბუკში.
აკეთებს პრეზენტაციას  ქართულ და ინგლისურ ენაზე.

              მოსწავლის თვითშეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
საშუალოზე დაბალი
საშუალო
კარგი
·        შევაჯამე ცოდნა ბუნებრივ მოვლენებზე ინგლისურიდან და ბუნებიდან.
·        ვიმუშავე ჯგუფის წევრებთან ერთად  ბუნებრივი მოვლენის დასურათებაზე.
·        ვიმუშავე ჯგუფთან ერთად სავარჯიშოზე   და  ტესტზე ბუკში.
·        შევძელი პრეზენტაციის გაკეთება ქართულად და ინგლისურად.


     ჩვენი თვითშეფასება
კრიტერიუმები
დიახ
არა
ნაწილობრივ
გაკვეთილი  გეგმის მიხედვით წარიმართა.
v


აქტივობები გაწერილ დროში შესრულდა.
v


მოვახერხეთ ყველა ბავშვის ჩართვა ყველა ეტაპზე.
v


მივაღწიეთ დასახულ მიზანს.
v



  გაკვეთლის ხელახლა  ჩატარების შემთხვევაში შევცვლიდი...

ხელახლა ჩატარების შემთხვევაში  არაფერს შევცვლიდით.  რადგან  მიზანს მივაღწიეთ  და  კოლეგების მოწონებაც დაიმსახურა  გაკვეთილმა.


           ინტეგრირებული  ტესტი, რომელიც  ბუკით  გადაეგზავნათ

      ინტეგრირებული   ტესტი
                    ( ბუნება   და ინგლისური )

სავარჯიშო #1     შეუსაბამე  სურათები ბუნებრივ მოვლენებს:






                  
Rain

Snow

rainbow




სავარჯიშო  #2
 მოცემული  სიტყვებიდან  ამოარჩიე  ბუნებრივი მოვლენები და ჩასვი  ცხრილში:
wind  ,book,   snow,  bag, pen, stor m.)

1

2

3

სავარჯიშო  #3
ინგლისურ ენაზე  მოცემულია  ბუნებრივი  მოვლენების სახელწოდებები.(...rain,snow,rainbow,thunder,lightning,storm..)  დაალაგე ეს მოვლენები ცხრილში  სეზონების მიხედვით.

spring
summer
autumn
winter














#4 დაალაგეთ  ცისარტყელას   ფერები თანმიმდევრობით: (Red, green, yellow, blue, orange,  light blue, purple.)
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.

              ეკრანის  გაზიარებით   შეთავაზებული  სავარჯიშო








                    გაკვეთილის ფოტომასალა



































                       გაკვეთილის    ვიდეომასალა




     

No comments:

Post a Comment